x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს

ბევრ ქალბატონს საკუთარი თავისთვის დაუსვამს მსგავსი კითხვები: მაინც როგორ ქალებს ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას? მ, ვინც 24 საათი მაღალ ქუსლებზე დგანან და მ არ იშორებენ? ან, შესაძლოა, ძლიერ სქესს მოსწონს ნ, მგრძნობიარე გოგონები, რომელებსაც დაცვა სჭირდებათ? სინამდვილეში, ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნული ატრიბუტებია. მამაკაცებს, უპირველეს ყოვლისა, იზიდავთ ისინი, რომლებიც ერთი თვისებით არიან დაჯილდოვებულნი. ეს არ არის ბოლო მ ბრენდული სამოსი, არც დიდი მკერდი, არც იდეალური მ და მაკიაჟი, და თქვენ წარმოიდგინეთ არც ფეხები, რომელიც კისრიდან იწყება!


ბი ხანგრძლივი და სკურპულოზური დაკვირვებების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველას სინამდვილეში უყვარდება... ბედნიერება! გაკვირვებული დარჩით? ფიქრობთ რომ უცნაურია, როდესაც ქალსაც და კაცსაც ისეთი ადამიანი იზიდავთ, რომელიც პოზიტიურ ემოციებს ასხივებს – ასეთთან ნებისმიერი იქნება ბედნიერი!


ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყოველი ჩვენგანი ბუნებით ცოტა ეგოისტია. შესაბამისად პარტნიორის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა საკუთარ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ. როდესაც ბედნიერ ადამიანს ვუყურებთ, ქვეცნობიერად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მასთან აუცილებლად ბედნიერები ვიქნებით. ბუნებრივია ბედნიერებას ყველა განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ ზოგადად უყვარდებათ ისინი, ვინც დადებით ენერგეტიკას გამოსცემს, უფრო ზუსტად კი:


image
1. არ "გგრუზავენ"


როდესაც ბედნიერ ადამიანს უყურებ, სიმსუბუქეს გრძნობ. ის უმიზეზოდ არასოდესაა მოწყენილი, არ წუწუნებს მთელ სამყაროზე, ხელისუფლებაზე, ბოროტ ადამიანებზე. თავს კარგად გრძნობს ყველგან და ყოველთვის. იმითაც ბედნიერია, რომ ამ სამყაროში ცხოვრობს და იმის საშუალება აქვს შეითვისოს, ისწავლოს და შემდეგ გასცეს.


2. იღიმებიან


ფსიქოლოგებმა ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. რესპონდენტებს აჩვენეს ფოტოსურათების ერთი ნაწილი, სადაც ადამიანები იღიმებოდნენ და მეორე ნაწილი – სადაც სერიოზულები იყვნენ. შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს ეპასუხათ, თუ ვინ იყო უფრო სიმპატიური. შედეგი გასაკვირი სულაც არ ყოფილა: უფრო მომხიბვლელები აღმოჩნდნენ ისინი, რომლებიც იღიმებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი არამომღიმარი "კონკურენტები" ვიზუალურად უფრო ლამაზები იყვნენ.


3. ადამიანებს უკეთ ექცევა, ვიდრე სხვები


სამსახურში ახალი თანამშრომელი მოვიდა – " რა უცნაური ვინმეა" ამბობთ. ახალგაზრდა მამაკაცს თქვენი გაცნობა სურს – "მახინჯი... ნეტა საერთოდ რატომ დაიბადა!"- ფიქრობთ. დაფიქრებულხართ, რამდენად ხშირად აწებებთ "იარლიყებს" მანამდე, სანამ ადამიანს კარგად გაიცნობთ? სწორედ ამ მიზეზის გამო მათ აფასებენ, ვინც მაქსიმალურად პოზიტიურად ექცევა ირგვლივმყოფებს.


4. მხოლოდ საკუთარ თავზე არ საუბრობენ


სოციალური ქსელიდან იმის გაგებაა შესაძლებელი თუ რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ. მაგრამ თქვენთან ურთიერთობამ რა შეიძლება მოუტანოს სხვა ადამიანს? თუ ხასიათის აწევა შეგიძლიათ, სიხარულის გაცემა და ღიმილის გამოწვევა – მერწმუნეთ, რომ ეს სერიოზულად ფასობს!



5. შეუძლია დაინახოს კარგი იქ, სადაც სხვები ცუდს ხედავენ


საშინელი ამინდია? ამას ისედაც ყველა ხედავს. ნეგატიურზე რატომ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, როდესაც შესაძლებლობა გვაქვს რაიმე სასიამოვნო განვიხილოთ? ადამიანები ასეთი პოზიციით ირგვლივმყოფთ იზიდავენ.

წარმოიდგინეთ, რომ მამაკაცმა ორი გოგონა ერთი და იმავე ფილმზე დაპატიჟა, რომელიც არც თუ ისე კარგი გამოდგა. ერთი გოგონა ამბობს: "ეს რა კოშმარი იყო!"- იბუტება და ტუჩებს ბერავს. მეორე: "ისე რა ფილმი იყო." თუმცა, სახეზე ღიმილით სთავაზობს სიტუაციის გამოსწორებას და სადმე გასეირნებას, სასიამოვნო მუსიკის მოსმენას, ან უბრალოდ საუბარს ფინჯან ყავასთან ერთად. რთული არ არის მიხვდეთ მამაკაცი როგორ არჩევანს გააკეთებს.


ინგლისელი ფსიქოლოგი ალენ დე ბოტონი დიდი ხანია იკვლევს ორ სქესს შორის ურთიერთობებს. ერთ-ერთ თავის სტატიაში მან ასეთი დასკვნა გააკეთა: "ინსტიქტები იმ ადამიანებისაკენ გვიზიდავენ, რომელთაც ჩვენი გაბედნიერების უნარი შესწევთ."


ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი კი არ უყვარდებათ, ვინც ვიზუალურად მიმზიდველია (შესაძლოა ასეც ხდება, თუმცა, დიდხანს არ გრძელდება, თუ რაღა თქმა უნდა სილამაზესთან ერთად ზემოთ ნახსენებულ თვისებებს არ ფლობს), არამედ ისინი, ვისაც შეუძლია სითბო და ბედნიერება აჩუქონ!

ასევე დაგაინტერესებთ:


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


დალაი ლამა: "ჩვენი ცხოვრების მიზანია – ვიყოთ ბედნიერები." რა გზით უნდა მივაღწიოთ ამას


რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით


ქალების ყოველდღიური პრობლემები იუმორისტული ხედვით – ამოიცანით საკუთარი თავი და იხალისეთ


საბედისწერო ქალები


რა სურთ ქალებს – სახალისო ისტორია



2
8931
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
8931
  
2017, 5 სექტემბერი, 15:46
მადლობა, მაღალი შეფასებისთვის :) გაიხარე!
0 1 2