x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71149
  • ვიდეო:324206
  • სურათი:426226
დემენცია, მისი სახეები და სიმპტომები

image


ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ადამიანის ფიზიკური მახასიათებლები, ადამიანები ბერდებიან და იცვლიან გარეგნულ იერსახეს და ასევე ბერდება შინაგანი ორგანოები. დაბერება ბუნებრივი პროცესია, რომელიც ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი მოვლენაა.


image


დაბერებას თან ახლავს ჩვენი ნერვული სისტემის ცვლილებაც, მოხუცებს ხშირად ახასიათებთ მოვლენების სწრაფი დავიწყება, მათი ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობა მცირდება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მენტალური აქტივობის შესუსტებაზე,

უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ბუნებრივ მიმდინარე პროცესზე, რომელიც განპირობებულია ასაკის მატებითა და გარემოს მუდმივი ზემოქმედებით.

დემენცია კი, არ არის ბუნებრივი პროცესი, მას შეიძლება შეძენილი ჭკუასუსტობა ვუწოდოთ, რომელსაც თანსდევს ტვინის აქტივობის დაქვეითება. დემენცია განსხვავდება თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობისგან, რადგან იგი ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, როდესაც ადგილი აქვს თავის ტვინის ორგანულ დაზიანებას.

დემენცია შესაძლოა თანსდევდეს ისეთ დაავადებებს, როგორებიც არის: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა სახის სიმსივნეები, ქალა-ტვინის ტრავმები, პარკინსონის დაავადება...


image


დემენციის დროს ადგილი აქვს პროგრესირებად მეხსიერების კარგვას, კოგნიტური უნარების დაქვეითებას/კარგვას, იცვლება პიროვნული თვისებები - პიროვნება, სრულიად სხვა, ახალ პიროვნებად გვევლინება, ხშირია მოძრაობის ფუნქციის რღვევაც. ასაკის მატებასთან ერთად დემენციით დაავადების რისკი იზრდება.


image


დემენციის განვითარების ზუსტ ასაკობრივ კატეგორიაზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა White და მისი კოლეგების ემპირიული ნაშრომის მიხედვით, დემენცია სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა პროცენტული მნიშვნელობით გხვდება. მაგალითად, 60 წლის ინდივიდების მხოლოდ 1%-ში გხვდება დემენცია, ხოლო ყოველი შემდგომი 5 წელიწადი ალბათობას ორჯერ ზრდის.


image



დემენციისაგან განკურნების საშუალებები ჯერ-ჯერობით არ არსებობს, ცნობილია დემენციის რამდენიმე სახე.


დემენციას ტვინში მისი გავრცელების მიხედვით ყოფენ:


ქერქოვან დემენციად - ეს გულისხმობს, თავის ტვინის ქერქის დაზიანებას.


ქერქქვეშა დემენციად - საუბარია ქერქქვეშა სტრუქტურების დაზიანებაზე.


ქერქოვან-ქერქქვეშა დემენციად - გულისხმობს, როგორც ტვინის ქერქის, ისე ქერქქვეშა დაზიანებებს.


მულტიფოკალურ დემენციად - მრავლობითი გავრცელება.


image




დემენციის 3 ტიპი

1. სისხლძარღვოვანი დემენცია (ცერებრალური ათეროსკლეროზი)

2. ატროფიული დემენცია ( ალცჰეიმერის დაავადება, პიკის დაავადება)

3. შერეული ტიპის დემენცია



როგორ აღმოვაჩინოთ დემენცია???



დემენციის სიმპტომები:




1. მეხსიერების დარღვევა

2. აბსტრაქტული აზროვნების უნარის მოშლა

3. სოციალური დეზადაპტაცია ოჯახში და სამსახურში

4. დეპრესიული ხასიათი

5. კონცენტრაციის დარღვევა

6. სწრაფი დაღლა

7. დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია

8. პირადი ჰიგიენის დაცვის იგნორირება

9. მოტორული ფუნქციის დარღვევა



image





0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:მართა ვარძიელი
მართა ვარძიელი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0