x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
8 სასმელი, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის კვების რაციონში!

image

სპეციალისტებმა შეადგინეს 8 სასმელის ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენი კვების რაციონში.

1. პიტნის ჩაი- ეს სასმელი აადვილებს და აწესრიგებს საკვების მონელების პროცესს. ამასთან, პიტნას აქვს ანტისპაზმური მოქმედება- ხსნის კუნთებში ტკივილს.

2. უცხიმო რძე- რძეს შეუძლია დიდი ხნით დააქვეითოს მადა, რაც ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას. მის შემცველობაში შედის რთული ნახშირწყლები, ცილები, კალციუმი და ვიტამინი D. სასარგებლოა 1% ცხიმიანობის მქონე რძის დალევა.

3. სოიოს რძე- ის შველის გულ-სისხძარღვთა დაავადებებს, რასაც სისხლის შემადგენლობაში ქოლესტერინის დონის დაწევით ახერხებს, თუმცა ძროხის რძის ერთიანად სოიოს რძით ჩანაცვლება არ შეიძლება, რამდენადაც ეს შეიძლება გახდეს კალციუმის და ასევე A და D ვიტამინის უკმარისობის მიზეზი.

4. ცხელი შოკოლადი ან კაკაო- ეს სასმელები ახდენენ ორგანიზმში ერთ-ერთი ჰორმონის- სეროტონინის გამომუშავების სტიმულირებას. ასევე ცხელი შოკოლადი და კაკაო ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შეჩერებას. მათ შემადგენლობაში არსებული პოლიფენოლები უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავენ.

5. პომიდვრის წვენი (უმარილო)- ლიკოპენი- რომელიც პომიდვრის წვენშია კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა სხვადასხვა ორგანოების ონკოლოგიური დაავადებებისთვის, მაგალითად ფილტვების, კუჭის, ნაწლავის, ღვიძლის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის. ამასთან, ლიკოპენი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის საშიშროებას.

6. მოცვის წვენი- ამ სასმელის სასარგებლო მხარეებზე მეცნიერები დიდხანს საუბრობდნენ. ის იცავს ინფექციისაგან მომნელებელ და შარდგამომყოფ სისტემებს. გარდა ამისა, მოცვის წვენი კურნავს ღრძილების დაავადებებს და სისხლში ქოლესტერინის შემცველობასაც ამცირებს.

7. ფორთოხლის წვენი- C ვიტამინი ამაღლებს იმუნიტეტს, რაც ბევრი დაავადებებისგან იცავს ადამიანს, მათ შორის კატარაქტისაგან და კიბოსგან. ექიმები ფეხმძიმობის დროს ურჩევენ ფორთოხლის წვენის მიღებას, რადგან ფოლიუმის მჟავა, რომელსაც ის შეიცავს, ნაყოფის განვითარების პროცესში დეფექტების წარმოშობას უშლის ხელს.

8. წყალი- ის უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის მმართველი ყველა სისტემის ხანგრძლივი და ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფაზე.

0
138
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0