x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71177
  • ვიდეო:324236
  • სურათი:426269
ჩვენი ცნობილების ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგები (წარმოუდგენელი ხუთეული)

თუ არ გაქვს, შესაბამისად ვერც დაკარგავ, მაგრამ ჩვენს ცნობილ პოლიტიკოსებს თუ შოუ–ბიზნესის წარმომადგნელებს ჰქონდათ, დაკარგეს და კვლავ იშოვეს.


image


მოდით ერთად გადავხედოთ Forbes–ის მიერ გასაჯაროვებულ სიას, სადაც ნახავთ ცნობილებს ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგებით.



1. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მამისგან დიდძალი ქონება მემკვიდრეობით ერგო, ოთხჯერ გაკოტრდა. 2013 წელს 40 მილიონი დოლარი დაკარგა არააკრედიტირებული უნივერსიტეტის გახსნის ფაქტზე ჩივილის გამო.image



2. ცნობილი გახდა, რომ პოპ–დივა რიჰანას ბუღალტერმა, მისი მილიონების არასწორად მართვის გამო მომღერალი გაკოტრებამდე მიიყვანა. თუმცა, ასევე Forbes–ის განცხადებით მას 2016 წელს უკვე 75 მილიონი ჰქონდა გამომუშავებული.image



3. პოპის მეფემ მაიკლ ჯექსონმა 2007 წელს საკუთარი გაკოტრების შესახებ გამოაქვეყნა. 2009 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ასობით მილიონი დოლარი ვალი დარჩა, თუმცა მემკვიდრეები მისი ქონების განაწილების შემდეგ 500 მილიონი დოლარის მფლობელები გახდნენ.image



4. 2015 წელს რეპერმა 50 Cent-მა სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 მილიონი დოლარი გადაუხადა ქალს, რომლის ეროტიულ ვიდეოს გავრცელებაშიც დაედო ბრალი. 2016 წელს კი ცნობილი გახდა მისი გაკოტრების შესახებ.image



5. ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა, რომელმაც დიდ სახლებში, ვეფხვსა და სამკაულებზე დიდი თანხა დახარჯა, მოახერხა ასობით მილიონი დოლარი დაეკარგა თავისი ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში.image

2
208
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
4 სექტემბერი, 11:09
ტაისონი ყოფილმა ცოლმაც "გაწეწა" და პრომოუტერმა მელოუნმაც. :)))
0 1 2