x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო - 12 ხერხი
image


ჩვენ ყოველთვის გვინდა, თავდაჯერებულები და ლამაზები გამოვიყურებით ფოტოებზე, მაგრამ ხშირად ერთი არასწორი პოზის გამო კადრი ფუჭდება.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებითაც ფოტოებზე გამოიკვეთება თქვენი ფიგურის ლამაზი დეტალები და უკანა პლანზე გადაიწევს ნაკლებად მიმზიდველი.


№ 1

ეს პოზა საუკეთესოა, თუ პორტრეტის გადაღება გინდათ. ხელები იდაყვებს დააყრდენით, დადეთ ოდნავ ამაღლებულ ზედაპირზე და თავი ცოტა გვერდით გადასწიეთ.


image



№ 2

ეს ერთ-ერთი უმარტივესი პოზაა. დაიდეთ ორივე ხელი ბარძაყებზე, ერთი მეორეზე ქვემოთ. ეს პოზა უფრო გამხდარ მკლავებსა და წელს გამოგიჩენთ.

image



№ 3

ეს პოზა ძალიან ჰგავს წინას, უბრალოდ, მეორე ხელი ჩამოშვებულია. როგორც ფოტოზე ჩანს, ტანი კამერისკენ, სულ ოდნავ ჩამოშვებული ხელისკენ გქონდეთ მიტრიალებული.

image



№ 4

თუ მესერი, მოაჯირი ან მაგიდა გაქვთ, ოდნავ მიეყრდენით მას. ყურადღება მიაქციეთ, რომ მხრები ძალიან მაღლა აწეული არ გქონდეთ - ეს კისერს დაგიფარავთ.

image



№ 5

ყოველთვის არ არის აუცილებელი, აწეული ან დაწეული გქონდეთ მხრები. ზოგჯერ საჭიროა, უბრალოდ, მოუშვათ. ასევე, ფეხებიც. გაითვალისწინეთ ერთი რამ: ჯდომისას ყოველთვის სჯობს, წონა ერთ მხარეს გქონდეთ გადატანილი, როგორც მოდელს აქვს ფოტოზე.

image



№ 6

შეგიძლიათ, მოხაროთ იდაყვებიც. ასეთ შემთხვევაში უკეთესია, თუ ფოტოს გვერდიდან გადაიღებთ. ეს პოზა ხაზს უსვამს თქვენი სხეულის ფორმებს და გამოკვეთს მხრებს. მსგავსი ფოტოს გადაღება შეგიძლიათ როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ღია სივრცეშია.

image



№ 7

ზოგჯერ უბრალო პოზები ყველაზე წარმატებულია ფოტოსთვის. გადაიტანეთ წონა ერთ მხარეს, ოდნავ მოხარეთ ტანი, ისე, რომ თქვენი სილუეტი ასო S -ს დაემსგავსოს.

image



№ 8

ყველანაირ ფოტოში ყურადღება მის მთავარ ნაწილზე - თქვენზე უნდა იყოს გამახვილებული. როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ნაზად დაეყრდენით ხის ტოტს ან რამე სხვა საგანს, ნუ დაეყრდნობით მთლიანი წონით.

image



№ 9

თუ არ იცით, რა მოუხერხოთ ხელებს, მაშინ გამოსავალი მარტივია. შეგიძლიათ, ისინი დამალოთ ზურგს უკან ან ჩაიწყოთ ჯიბეებში. ეს მარტივი და, ამასთანავე, უნიკალური პოზაა. დარწმუნდით იმაში, რომ ჯიბეებში ხელები თავისუფლად გიდევთ და, მაგალითად, მუშტი არ გაქვთ შეკრული.

image



№ 10

ეს პოზა ყველაზე მარტივია პორტრეტისთვის. ამ კუთხით გადაღებული ფოტო უფრო გამხდარს გამოგაჩენთ.

image



№ 11

კიდევ ერთი პოზა, რომელიც კარგია პორტრეტისთვის.

ნაზად მიაყრდენით ხელები კედელს. ასე თქვენი ხელებიც კადრში იქნება, მაგრამ მთავარი ყურადღება მაინც თქვენს სახეს მიექცევა.

image



№ 12

გავრცელებულია აზრი, რომ ხელების ან ფეხების გადაჯვარედინება ჩაკეტილობაზე მიუთითებს. თუმცა, ამ ჟესტის ფოტოებში გამოყენება შეგიძლიათ. ეს პოზა ძალიან თავდაჯერებულს გამოგაჩენთ!

image


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:



10 შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ
image

0
4799
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
4799
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0