x
image
მანჩო 777
საინტერესო ექსპერიმენტი ვაშინგტონის მეტროში
იანვრის ერთ სუსხიან დილას ვაშინგტონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში გამოჩნდა შუახნის მამაკაცი, რომელიც გაჩერდა მოსაცდელ დარბაზში, ამოიღო ვიოლინო და დაიწყო დაკვრა. ის შეუჩერებლად უკრავდა და 45 წუთის განმავლობაში 6 ნაწარმოები დაუკრა. ამ დროის განმავლობაში, რადგან პიკის საათი იყო, მის ახლოს გაიარა 1000-ზე მეტმა ადამიანმა. მათი უმეტესობა სამსახურში მიიჩქაროდა.
ამ 45 წუთის მანძილზე 1000 კაციდან მხოლოდ 6 შეჩერდა წუთით მუსიკის მოსასმენად; კიდევ 20-მა ისე, რომ ნაბიჯი არ შეუნელებია, ხურდა დაუყარა მევიოლინეს. მის მიერ შეგროვებულმა თანხამ 32 დოლარი შეადგინა.


image


გამვლელებიდან არცერთმა არ იცოდა, რომ ეს მუსიკოსი სახელგანთქმული ჯოშუა ბელი იყო-მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინედ აღიარებული. ის 45 წუთის განმავლობაში უკრავდა ყველაზე რთულ ნაწარმოებებს, რომელიც კი ოდესმე დაწერილა, ხოლო ინსტრუმენტი სტრადივარიუსის ცნობილი ვიოლინო იყო, შეფასებული 3.5 მილიონ დოლარად.
მეტროში გამოსვლამდე ორი დღით ადრე მას კონცერტი ჰქონდა ბოსტონში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა და სადაც ბილეთის საშუალო ფასი 100 დოლარზე მეტი იყო.
ჯოშუა ბელის დაკვრა მეტროში შეადგენდა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" სოციალურ ექსპერიმენტს. ექსპერიმენტის მთავარი კითხვები იყო შემდეგი: სამსახურისაკენ მიმავალნი, ათასი პრობლემებით გარშემორტყმულნი, აღვიქვამთ თუ არა სილამაზეს? შევჩერდებით, რომ შევაფასოთ ის? შევიცნობთ ტალანტს არასათანადო ვითარებაში?


ამ ექსპერიმენტის შედეგის ერთ-ერთი დასკვნა ასეთია:თუ ჩვენ არ შეგვიძლია შევჩერდეთ და მოვისმინოთ ულამაზესი მელოდია, რომელიც კი ოდესმე შექმნილა, თუ არ შეგვიძლია მოვუსმინოთ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსს, თუ თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად ყველაფრისმშთანთქმელია, რომ ჩვენ ამ დროს ყრუები და ბრმები ვხდებით, მაშინ რისთვისღა ვჩქარობთ, რას წარმოადგენს ჩვენი ცხოვრება და სად მიგვეჩქარება, რისკენ მივისწრაფით ასე ძალიან?





ჩემო ძვირფასო მკითხველებო, იმედია, ამ კითხვებიდან ზოგიერთზე მაინც გავცემთ პასუხს...ველი ამ პასუხებს კომენტარებში.

0
69
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0