x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დამზადებულია საბჭოთა კავშირში-საბჭოთა ტექნიკის ხარისხი
imageსაბჭოთა კავშირში რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პური, ლიმონათი, ნაყინი, ტკბილულობა, მათ შორის შოკოლადი მზადდებოდა, ამას წყალი არ გაუვა, მშენებლობის ხარისხიც რომ უმაღლეს დონეზე იყო, ესეც ცნობილია, მსოფლიოში რომ საუკეთესი სპორტსმენები ჰყავდა და ერთადერთი აშშ თუ უწევდა ოდნავ კონკურენციას, ეგეც ყველას მოეხსენება, ახლა აღარ ჩამოვთვლით კიდევ სხვა სფეროებს, რომლითაც მსოფლიოში მოწინავე პოზიცია ეკავა(კოსმოსი, მედიცინა, განათლება და სხვა)



დღეს უკვე წლების გადასახედიდან განვიხილავთ საბჭოთა ტექნიკას, რომელიც ბევრად უფრო ხარისხიანი ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, საუბარია იმ თაობაზე, ყველაფერს ამას მოეწრო.



1)ავტომრეწველობა-საბჭოთა ავტომობილი ვერ იქნებოდა "მერსედესი" და საბჭოთა მოქალაქეებიც ისე შეჰყურებდნენ ქუჩაში იშვიათად გავლილ უცხოურ ავტომობილს გეგონება უცხოპლანეტელების ხომალდი იყო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საბჭოთა კავშირს, აშშ-სთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად ერთად მოწინავე პოზიცია ეკავა მსოფლიოში ავტომრეწველობის მხრივ.


ფიატ-124, რომელიც 1966 წელს "წლის საუკეთესო ავტომობილად " დასახელდა თავის დროზე რევოლუციური იყო, სწორედ საბჭოთა ВАЗ-ის მასიურმა წარმოებამ გახადა იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილად.



იყო ავტომობილი "პობედა", რომელიც რევოლუციური იყო თავის დროზე და აეროდინამიკური და კიდევ მრავალი ტექნიკური თვისებებით აშკარად მაღლა იდგა მისი დროის საზღარგარეთულ ანალოგებთან.


არ დაგვავიწყდეს "კამაზი", საუკეთესო საბჭოთა სატვირთო ავტომობილი, რომელმაც 16-ჯერ!!! მოიგო დაკარის ავტორბოლა, აქედან 5-ჯერ მოუგო "მერსედესს", ამის გარდა "ივეკოს", "ტატრას" და სხვებს.

image



2) ფოტოაპარატები-"ფედი" და "ზენიტი", უაღრესად ხარისხიანი საბჭოთა ფოტოაპარატები, რომელიც ხარისხით, ალბათ, საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, მართალია "ფედი" თავიდან გერმანული ფოტოაპარატის Leica-II-ასლი იყო, რომელიც 1934-54 წლებში გამოდიოდა, მაგრამ შემდგომში უკვე მისი მოდიფიცირება მოხდა(აქ არცაა არაფერი გასაკვირი, იაპონია ყოველთვის პარავდა სხვას და ამზადებდა უფრო იაფს და უკეთესს.)

image


3)მაჯის საათები-მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული შვეიცარიული საათებია, თუმცა საბჭოთა მაჯის საათები ხარისხით არანაკლები იყო, იყო გამძლე, წლობით შეიძლება გეტარებინათ და რაც მთავარია, აჩვენებდა ზუსტ დროს.(Луч, Заря, восток, Эра, Чайка და სხვა)


დღეს ზოგიერთი საბჭოთა მაჯის საათი ითვლება რარიტეტად და მისი ფასი რამდენიმე ასეული დოლარია.



image


4)ავიაცია-სამოქალაქო ავიაციაში საბჭოთა კავშირი რამდენიმე მარკის თვითმფრინავს ამზადებდა, ზოგი ჩამორჩებოდა ხარისხით საზღვარგარეთულ ანალოგებს, ზოგი კი აჭარბებდა.


რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსანიშნავია სამგზავრო ლაინერი ილ-86, ერთადერთი თვითმფრინავი მსოფლიოში, რომელსაც ტექნიკური მიზეზით კატასტროფა არ განუცდია.


აგრეთვე, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია სერია "ანის" თვითმფრინავები, მათ შორის მსოფლიოში უდიდესი სატვირთო-რეაქტიული თვითმფრინავი ან-225.

image



5)აუდიოაპარატურა-ხარისხიანი კასეტიანი მაგნიტოფონები 70-იან წლებში ნამდვილად არ იყო და აშკარად ჩამორჩებოდა უცხოურ ანალოგებს, ბევრად უფრო გამოსწორდა სიტუაცია 80-იან წლებში, როდესაც ზედიზედ მართლაც შესანიშნავი ხარისხის მაგნიტოფონები გამოვიდა(Маяк, Вега, Нота და სხვა) და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დღესაც ვიცი ადამიანები, რომლებსაც სახლში აქვთ მაშინდელი აუდიოტექნიკა და შესანიშნავად მუშაობს.

კიდევ უფრო ხარისხიანი იყო საბჭოთა ფირსაკრავები და რაც მთავარია ჰქონდა ხარისხიანი ალმასის ნემსები, ხარისხიანი გამაძლიერებელი და შესანიშნავი ჟღერადობის დინამიკები, რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე განუმეორებელია.(Эстония ЭП 10, Электроника Б1-01, Вега-106 და სხვა)

image



image

3
451
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
451
  
2019, 13 დეკემბერი, 23:52
გეთანხმები ,,არაჩანდა''. მართლაც ეგრეა უმეტეს შემთხვევაში, ფირსაკრავი ,,რადიოტექნიკა'' ოთხწვერიანი ალმასის ნემსათი დღესაც უმაღლესი ლიგაა და არანაკლებია არავისზე, რაც შეეხება მაგნიტაფონ ,,მაიაკს'' დღესაც მაქ და შესანიშნავად და სუფთად მუშაობს. ეგრეა რაც არ გაქ ეგ მიგაჩნია საუკეთესოდ და სადაც არ ხარ იქ მიგაჩნია უკეთესი. ასე იყო ჩვენ შემთხვევაში. რუსული კლუჩები უვარგისები გვეგონა და ეხლა საყიდლად რო გახვიდე ვიურტის მერე ყველაზე ძვირი ეგენი ღირს, ეგეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება
2017, 5 სექტემბერი, 19:21
სტატიას ისე არაფრითარ დავდებ იქ სიმართლის რაიმე ნატამალი რომ არ იყოს და რაიმეში ეჭვი მეპარებოდეს და მნიშვნელობა არა აქვს აქვს რა გროშებს არა იხვი.. რა შუაშია..ან თუნდაც რუსული საიტიდან იყოს გადმოწერილი ან ჩემი ნააზრევი...აქ ბევრი რა,მ სიმართლეს წერია და ფაქტებითაც შემიძლია ჩემზე პირადად გამოცდილი დავადასტურო,თავიდან მართლაც საზღარგარეთულს დახამაბეული ვუყურებდი //წლების გადმოსახედიდან მართლა ვხვდები რომ მასე არ ყოფილა.. ჯერ ერთი მანდ რაც ფაქტებია დოკუმენტრუად დადასტურებულია ვერსად გაექცევი...(აღარ დავწრილმანდები)....პრაიგრივატელი მქონდა რუსული 1984 წელს ვიყიდე კიდევ მუშაობდა როგორც გამაძიერებელი ისე ვხმარობდი შარშანწინ ვაჩუქე სხვას..(მაგრად ვანანობ)ერთხელ არ გაფუჭებულა..რადიოტექნიკის 30 ვატიანი დინამიკები ახლაც მახვს სახლში და ერთი ნახე რა ჟღერადობა აქვს არა გავს "სანიოს" რომელიც 90-იან წლების შუა ხანებში ვიყიდე და მარტო დიზაინი აქვს კარგი 7 წელია გაფუჭებული გდია ფურთხითაა გაკეთებული..მეზობელმა "პანასონიკის" მაგნიტოფონი გადააგდო..და მუბნებოდა რუსული "მაიაკი" მიგდია და კიდე ემუშაობსო..კიდევ ვიცი ბევრი ბევრი მაგალითი აღარ წავალ შორს რომ მაშინდელი აპარატურა აქვს 30-40 წლის და გამართულად მუშაობს...ონკანის მაგალითს გეტყვი წლები მეყენა საბჭოთა ონკანი მარტო რეზინის გამოცვლს თუ დასჭირდებოდა ხოლმე ორ წელიწადში ერთხელ.პირველად რემონტი რომ გავაკეთე დაახლოებით 20 წლის წინ მაშინ დაიწყო ტანჯვა..გინდა ძვირიანი ონკანი იყიდე,გინდ
იაფაიანი..5-ჯერ მაინც გამოვცვალე..ახლაც გამოსაცვლელი მაქვს..უთო ავიღოთ მახსოვს დედაჩემი წლობით ხმარობდა საბჭოთა უთოს ვირივით მუშაობდა..ახლა რომელიო ბრენდისაც არ იყოდო.გინდა "ფილიპსი",გინდა "ევროლუქსი" ხან სატრიალბელი ძვრება.ხან აღარ ცხელდება..კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია..მაგრამ ისედაც მთელი ტრიადა გამომივიდა.....
2017, 3 სექტემბერი, 20:40
ძალიან არაკორექტული სტატიაა, სავარაუდოდ რომელიმე რუსული საიტიდან გადმოთარგმნილი.
ავტომრეწველობა, საკვები, ტანსაცმელი და მითუმეტეს ტექნიქა იყო და არის ძალიან მდარე და დაბალი ხარისხის! მესმის რომ ამ ატატიამ ორიოდე გროში მოგიტანოს მაგრამ ხომ უნდა დაფიქრდე რას წერ.
წარმოიდგინეთ ებრაელმა რომ დაწეროს რომ არაბული პროდუქცია საუკეთესოა თანაც ისე ტყუილად.
0 1 3