x
არის თუ არა კავშირი დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას შორის?!


image


უმეტეს შემთხვევაში დეპრესიის მქონე ადამიანებს უსვამენ შფოთვითი აშლილობის დიაგნოზს.
ნოვასიბირსკის( Новосибирск) მკვლევართა ჯგუფმა გაარკვია, რომ ტვინის აქტიური ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს დეპრესიაის და შფოთვას, ურთიერთსაპირისპიროა თავიანთი ქნედებებით. კვლევის შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ დიაგნოზირების და მკურნალობის დიფერენცირების მეთოდები. ეს აღნიშნა რუსულმა მეცნიერულმა ფონდმა პრესკონფერენციაზე.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ ” Brain Research”-ის აგვისტოს გამოშვებაში. მიდრეკილება დეპრესიისა და შფოთვისადმი დაუდგინეს ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ ფსიქიატრებისთვის.დეპრესიული სიმპტომატიკის გამოხატულება 44 ექსპერიმენტის მონაწილესთან განსაზღვრეს
ბეკის კითხვარის საშუალებით, რომელშიც 21 კითხვა მიმართულია დეპრესიის ძირითად სომპტომებზე, რესპონდენტებს სთხოვეს აღენიშნათ თუ რამდენად ხშირად განიცდიდნენ შესაბამის მდგომარეობას ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

შფოთვის განსაზღვრისთვის მკვლევრებმა გამოიყენეს შესაბამისი პიროვნული კითხვარი. სიმპტომატიკის განსაზღვრის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენებდნენ ადამიანების ფოტოებს,
რომლებიც გამოხატავდნენ ემოციებს- ნეგატიურს, ნეიტრალურს ან დადებითს. რესპოდენტები იწერდნენ მათთვის მისაღებ ურთიერთობის სტილს ფოტოზე არსებული ადამიანთან მიმართებით
(მეგობრობა, იგნორირება, თავდასხმა). ამასთან მათ უღებდნენ თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრამას.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დეპრესიასითან და შფოთვასთან დაკავშირებული ტვინის აქტივობის მექანიზმები ურთიერთსაპირისპიროა. შფოთვა დაკავშირებულია ყურადღების სისტემის რეაქტიულობის ზრდასთან, დეპრესია- კოგნიტური რეაქციის შემცირებასთან.
ამას გარდა, დეპრესიისადმი მიდრეკილ ინდივიდებს გამოუვლინდათ არაადეკვატური კომპენსატორული აქტივაცია ემოციების რეგულაციის ცენტრების, რომელიც აუცილებელია სოციალური ურთიერთობების საჭირო დონის უზრუნველყოფისთვის. აღინიშნა, რომ ექსპერიმენტის
მონაწილეთა ერთი ნაწილი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია სხვისი ემოციებისთვის, მეორე ნაწილი, რომელთაც აღენიშნებოდათ დეპრესიული სიმპტომატიკა, ნეიტრალურ სტიმულზეც კი გამოხატავდნენ ნეგატიურ რეაქციას.
მიღებულია დაშვება, რომ დეპრესიული და შფოთვითი პათოლოგია ხშირად ერგება ერთამანეთს, მაგრამ გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე აშლილობისადმი პასუხისმგებელია გენომის ერთი და იგივე ნაწილი. იყო შემოთავაზება, რომ ეს ორი პათოლოგია ერთად
გაეერთიანებინათ, რასაც არ ეთნხმებიან ნოვასებირსკის მეცნიერები. გენები განსაზღვრავენ მიდრეკილების 50%-ს, დანარჩენი დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე( Геннадий Князев).
’’ფსიქოპათოლოგიის წარმოშობა ყოველთვის დაკავშირებულია გენებთნ და საზოგაროებასთ. ერთი და იგივე სტრესი ზოგთან შეუმჩნევლად გაივლის, ზოგთნ იწვევს დეპრესიას, ან პოსტ-ტრამვულ აშლილობას. ზუსტად ამის მსგავსად მიდრეკილების ხარისხი ერთ პირობებში იწვევს დაავადებას, სხვა შემთხვევაში საკმაოდ ბედნიერ ცხოვრებას’’(Геннадий Князев).
მეცნიერთა აზრით, მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ფსიქოლოგიური პათოლოგიების დიფერენცირების დახვეწილი მეთოდების შემუშავებისთვის ასევე, პოტენციური მკურნალობის მეთოდის განსაზღვრისთვის.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0