x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფსიქიკური ტრავმა


image


ფსიქიკური ტრავმა, ფიზიკური ტრავმის ანალოგიურად, არის ფსიქიკის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც ფსიქიკას არ აქვს ჯანმრთელი ფუნქციონირების უნარი. ტრავმატული რეაქცია ჩნდება ორგანიზმზე ზედმეტად სტრესული სიტუაციის მოქმედებისას. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ან სიცოცხლის საფრთხე, ან სიტუაცია, რომელიც აღიქმება, ადამიანის მიერ, როგორც მოქმედი/არსებული.

ამოუხსნელი ტრავმა- შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს სხვადასხვა პრობლემების მიზეზად. მაგალითად საკუთარ სხეულში საკუთარი თავის ღრმა შეგრძნების არარსებობა ან სხვა ადამიანთან ახლო ურთიერთობაში ყოფნის სირთულე, ამასთან შენახულია საკუთარ თავთნ და გრძნობებთან კონტაქტი. ტრავმის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება გახდეს ისეთი ქრონიკული სიმპტომები, რომლებიც არ ინკურნება, პანიკური მდგომარეობა, გაზრდილი შფოთიანობა, კონტროლის ზედმეტი მოთხოვნილება, დეპრესია, ანჰედონია და სხვა.
ტრავმული რეაქციის აზრი მდგომარეობს, ისეთი ფიზიოლოგიური
მექანიზმების ბლოკირებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ტვინში და ფსიქიკაში სტერსის რეგულირებას. ლიმბურ სისტემა გამოდის მწყობრიდან და სტრესული სიტუაცია (ტრავმატული) მუდმივად აღიქმება, როგორც ” აქ და ამჟამად”. ამის შემდეგ, ადამიანის “მე”-ს ნაწილი ხდება ის გაყინული მდგომარეობა, იმ კონკრეტულ სიტუაციაში რეაგირების არარსებობით ან დასრულების შეუძლებლობით. ნერვული სისტემა კი ყოველთვის რეაგირებს
სტრესულ სიტუაციაზე მაღალი აღგზნებადობით. იმ ენერგიის ნაწილი, რომელიც გამომუშავდა ორგანიზმის მიერ, რათა გამკლავებოდა სტრეს, გარკვეული მიზეზების გამო იბლოკება და იყინება, რჩება ჩაკეტილი ადამიანის ნერვულ სისტემაში და არ აქვს
შესაძლებლობა დანიშნულებისამებრ რეალიზდეს.


ტრავმა შეიძლება იყოს:
შოკური-( ძლიერი სტრესული სიტუაცია ერთ მომენტში ან მხანგრძლივი დროის განმავლობაში)


სექსუალური- (არასასურველი სექსუალური ხასიათის
ქმედებების საფუძველზე)

ემოციური - (უარყოფითი ემოციური გავლენის საფუძველზე)


განასხვავებენ ფსიქიკიური ტრავმის რამდენიმე სახეს:
მწვავე სტრესული აშლილობა ან
შოკური რეაქცია. შოკი- უშუალოდ სტრესული სიტუაციის მომენტში, მის შემდეგ თვითგადარჩენის მექანიზმის პიკი, ენერგატიკული გამოსხივება.

პოსტ-ტრამვატული სტრესული აშლოლობა- მწვავე სტრესული აშლილობის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა ორგანიზმის თვითრეგულაციის სისტემა, ენერგია გაიჭედა ნერვულ სისტემაში.

დაბადების ან განვითარების ტრავმა- ორგანული განვითარების პროცესში მიღებული, დაბადებისას ან პირველი ერთი წლის განმავლობაში, ფსიქიკის და სტრესის რეგულაციის მექანიზმების განუვითარებლობის შედეგად ბავშვებში ფიქსირდება და ინერგება ასეთი სახის ტრავმა, ასევე თავს იჩენს ადამიანის ხასიათში, ხდება პიროვნების ნაწილი.
მუშაობა ფსიქიკურ ტრავნასთან- ეს არის ხანგრძლივი და რთული სამუშაო, როგორც პაციენტისთვის ასევე თერაპევტისთვის, ამისათვის მზად უნდა იყოს კლიენტი. ტრავმის თერაპია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული: ტრამვის სახე, ტრამვის მიღებიდან გასული დრო, ადამიანის მახასიათებლები, კლიენტის მოტივაცია, სოციუმის დამიკიდებულება კონკრეტული ტრავმისადმი.
ტრავმასთან მუშაობის უნივერსალური ტექნოლოგია არ არსებობს, თუმცა, დღესდღეობით არის სხავდასხვა მეთოდები, რომლებიც იძლევა მაქსიმალურ ეფექტს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ
ტრამვასთან მუშაობისას.

3
209
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
209
  
2017, 6 სექტემბერი, 0:39
კი, მართალია, მაგრამ ძლიერი ,,მასწავლებელია,, საჭირო(
2017, 3 სექტემბერი, 18:37
ვფიქრობ, გონებიდან წაშლა არც არის საჭირო, ჯობია ვისწავლოთ თუ როგორ გავუმკლავდეთ მას. :(
2017, 3 სექტემბერი, 18:30
ძალიან რთულია ბავშვობაში მიღებული ფსიქიკური ტრავმის გონებიდან წაშლა((
0 1 3