x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
აშშ-ში დედამ 6 წლის ტყუპი გოგონები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
imageოჯახის მეზობელი აცხადებს, რომ ქალი შესანიშნავი დედა იყო და ვერაფრით წარმოუდგენია, რა შეიძლება მომხდარიყო.


ქალაქ ჯოლიეტში(შტატი ილიონისის, აშშ)41 წლის სელისა ჰენინგი და 6 წლის ტყუპი დები საკუთარ სახლში გარდაცვლილები ოჯახის უფროსმა მენ ჰენინგმა აღმოაჩინა, იუწყება Daily Mail-ი.

image

როგორც პოლიციამ განაცხადა, ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ საკუთარი შვილები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.



როგორც სელისას დედამთილმა, დენისა ჰენინგმა განაცხადა, მისი ვაჟი სელისაზე 10 წლის წინ დაქორწინდა, ბავშვები სულ ახლახანს პირველად წავიდნენ სკოლაში, სელისა მთელ დროს ბავშვების აღზრდას და განათლებას უთმობდა.


ტრაგედიის დღეს ბავშვები ჩვეულებრივ დედასთან დარჩნენ, მამა მას შემდეგ აღელდა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ცოლთან დაკავშირება ვერ შეძლო.

image

ოჯახის მეზობელი ჯოან პაუელი აღნიშნავს, რომ ბავშვები მისი ცხოვრების აზრი იყო:"სელისამ თუ მართლა ეს გააკეთა, ვერაფრით წარმომიდგენია რას განიცდიდა მაგ დროს? ბავშვები მისთვის ცხოვრება იყო.იგი შესანიშნავი დედა გახლდათ."


პოლიცია გამოძიებას აგრძელებს და ცდილობს დაადგინოს მკვლელობა-თვითმკვლელობის მიზეზი.



3
189
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
189
  
2017, 3 სექტემბერი, 19:22
უცნაურია... ნეტა რა მოხდა...
2017, 3 სექტემბერი, 16:37
ბოლო ფოტო რაღაცნაირად უცნაურია... რა კარგი ბავშვები ყოფილან((
2017, 3 სექტემბერი, 16:12
აშშ მალაის კუნძულები არაა "ამოკით" ყოფილიყო დაავადებული, საშინელებაა...
0 1 3