x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა არის კიბოს გაჩენის მთავარი მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

image


სკრინინგი, როგორც კიბოს გამოვლენის უახლესი მეთოდი

სკრინინგული ტესტების მეშვეობით ექიმს საშუალება ეძლევა გამოავლინოს კიბო. მისი სიმპტომების განვითარებამდე, ანუ მის გაჩენამდე ეს მეთოდი უახლესია მთელ მსოფლიოში, ამ მეთოდით კვლევამ უამრავ პაციენტს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დღეს ეს მეთოდი ჩვენშიც არის უკვე დანერგილი.

სკრინინგული კვლევა განსაკუთრებით აუცილებელია ქალბატონებისათვის. ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად და 50 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისათვის. თუ სკრინინგული ტესტები პათოლოგიური უბნების არსებობაზე მუთითებენ, შესაძლოა, საჭირო გახდეს არსებული პათოლოგიური უბნებიდან ქსოვილის მცირე ნაწილის აღება- ბიოფსია, რათა შემოწმდეს იგი კიბოს უჯრედის არსებობაზე.

რა არის კიბოს გაჩენის მთავარი მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით ვერ დასტურდება, მსოფლიოს ონკოლოგების აზრით, ამ დაავადების გაჩენის მთავარ მიზეზად კვლავ სახელდება: ეკოლოგიურად დაბინძურებული და გენმოდიფიცირებული პროდუქტი, სიგარეტის წევა და სტრესი. ჩვენი საუკუნე კი სტრესის საუკუნეა. უარყოფითი ემოცია კლავს და გადააგვარებს უჯრედს, რომელიც შემდგომ მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

როგორ ვუმკურნალოთ მას?

ბოლო წლებში მოლეკულურ ბიოლოგიაში, მართლაც, დიდი აღმოჩენები მოხდა. კერძოდ, სიმსივნის ქსოვილის მოლეკულურ-ბიოლოგიური შესწავლა მოქვცემს საშუალებას წინასწარ განვსაზღვროთ, თუ როგორ დაემორჩილება კონკრეტული ავადმყოფი მკურნალობის კონკრეტულ სახეს და ამით შესაძლებელი გახდება მკურნალობის ინდივიდუალიზაცია, რაც დღეს მსოფლიოში მიღებული ფორმაა. ჯერჯერობით, ასეთი მკურნალობის ეკონომიკური საშუალება საქართველოს არ აქვს, საზღვარგარეთ კი სავსებით შესაძლებელია.

წინა პლანზე წამოიწია ახალმა დარგმა ამ სფეროში, ჰოლისტიკურმა მედიცინამ ამ დაავადების კომპლექსური გზით მკურნალობამ. კურსს უნიშნავენ, სწავლობენ პაციენტის ფსიქოლოგიას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავებენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი მკურნალობის სქემას რამდენიმე მიმართულებით. აქედან ძირითადია: ფსიქოთერაპია, იმუნოთერაპია, საბაზისო თერაპია და ფრთხილი ტრადიციული მედიცინის მეთოდები. ამ უკანასკნელს კი იყენებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ჰოლისტიკური მედიცინა ჩამოყალიბდა გერმანიის ქალაქ ჰოფლენდის ონკოცენტრში, სადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბო სისტემურ დაავადებათა შედეგს წარმოადგენს, რომლის დროსაც სუსტდება და იშლება ორგანიზმის დაცვითი და აღდგენითი მექანიზმი, მანამდე კი არსებობს ორგანიზმში მისი ჩამომყალიბებელი და ხელშემწყობი ფაქტორები. ესენია: ორგანიზმში მუტაციური უჯრედების არსებობდა და მათი ზრდა, იმუნური სისტემის დაქვეითება, ხშირი ანთებები და სხვა.

0
648
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0