x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქვეყნის სპეცსამსახურებმა უნდა გააძლიერონ მუშაობა, აშკარაა ხანძრები საქართველოში დივერსიის შედეგია

image ნებისმიერ ქვეყანაში ჩნდება ხანძარი, იქნება ეს განვითარებადი ქვეყანა თუ მაღალი განვითარების ქვეყანა.
ხანძარი თავისთავად არსად არ ჩნდება, ხანძრის მიზეზი შეიძლება გახდეს ელვის დაცემა, მონადირეების თუ ტურისტების მიერ გადაგდებული ჩაუმქრალი სიგარეტი, საკვების მოსამზადებლად დანთებული ცეცხლის დატოვება უყურადღებოდ, გარემოს მაღალი ტემპერატურისას მინის ჭურჭლის ნამსხვრევი.
მაგრამ ის, რაც წელს ხდება საქართველოში ნებისმიერ ანალიზის უნარის მქონე ადამიანს აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დივერსიასთან. რა მაძლევს ამის საფუძველს:
1.ხანძრები ჩნდება დროის მცირე ინტერვალებით.
2. ხანძრები ჩნდება მაშველებისა და სახანძრო–სამაშველო ტექნიკისათვის ძნელად მისადგომ ან მიუვალ ადგილებში.
3. ხანძარი ჩნდება მასიურ ტყეებში, სადაც მონადირე და ტურისტი სავარაუდოდ არ გადაადგილდება.
ვის უნდა აწყობდეს საქართველოში ხანძრები?

აქ შეიძლება უკვე ვარაუდები გამოვთქვათ, სწორია თუ არა ეს ვარაუდი, ვფიქრობ, შესაბამისი უწყებები უკეთ გამოიძიებენ და დადებენ გამოძიების შედეგებს, მაგრამ ფაქტია–ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ იქნა "მოლოტოვის კოქტეილის" ნარჩენები, რაც მიგვანიშნებს დივერსიაზე.
ჩემი ანალიზით (არც ექსპერტი ვარ და არც "დიდი" ანალიტიკოსი, უბრალოდ მოგახსენებთ ჩემს აზრს) ორად ორი ვერსია გამოიკვეთა:
1. რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (гру) აწყობს დივერსიებს მათი დივერსიული ჯგუფების საშუალებით ან უარესი "გადაბირებული" საქართველოს მოქალაქეების ხელით.
2. რომელიღაც პოლიტიკური პარტიის დაკვეთით აკეთებენ ამას დაქირავებული ფულს დახარბებული გარეწრები.
აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა და შესაბამისად მე ხელს არცერთ პოლიტიკურ პარტიას ხელს არ და ვერ დავადებ.
რა მაძლევს საფუძველს ვივარაუდო რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ან რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ჩართულობაზე ამ ხანძრებთან დაკავშირებით.
1. საქართველოში გახშირებული მრავალეროვანი სამხედრო სწავლებები ისე მოქმედებს რუსეთზე, როგორც მატადორის მიერ კორიდაზე ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერი.
ხანძრების კერების შექმნით რუსეთი ცდილობს საქართველოს შეუქმნას არასტაბილური, სუსტი ქვეყნის იმიჯი, რომელსაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაც კი ვერ მოუგვარებია, შესაბამისად, მისი მიღება ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში გადაიდება განუსაზღვრელი ვადით.
დაზარალებულ და გამწარებულ ადამიანებზე ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა ბევრად ადვილია.
ამას მოწმობს რუსული მხარის მიერ ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობის სურვილი, რუსეთს სურს, როგორც ყოველთვის "სამშვიდობო მისიის" შესრულება იქ, სადაც თავად აჩენს "დაძაბულობის კერას".
2. და რატომ რომელიღაც პოლიტიკური პარტია!
ბოლო პერიოდში აქტიურობენ გარკვეული პარტიები, რომელთა პოლიტიკური ვექტორი და სიმპათიები რუსეთისკენ იხრება.
2008 წელს სამაჩაბლოში ომის დაწყებას ქართულ მხარეს, რომ დააბრალებს ის ძალა ყველაფერზე წამსვლელია. ეს მაშინ, როცა მსოფლიო საზოგადოებამ ერთხმად დაადანაშაულა რუსეთი ომის დაწყებაში.
გადაბუგული ლიახვის ხეობის სოფლებიც გაიხსენეთ და ლოგიკურად იმსჯელეთ, ვის აწყობს პრო დასავლური ორიენტირიდან რუსულ "ორბიტაზე" დაბრუნება და სწორ დასკვნას უჩემოდაც გამოიტანთ.

imageimageimageimageimageimage






7
44
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
44
  
2017, 4 სექტემბერი, 23:03
ამ სტატიას 35 ნახვა აქვს?? ღადაობაა?? კარგი სტატიაა ძალიან და ვეთანხმები შენს აზრს
2017, 3 სექტემბერი, 15:39
ბევრი კითხვის ნიშანია ბაქარ, მაგრამ შეგნებულად შევიკავე თავი პოლიტიკური ძალის უკან მოაზრებული "ობიექტის" დასახელებისაგან, ჯერ ჟურნალისტური ეთიკის და მერე უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის გამო.
აშკარაა საქართველოში შიდა ინფორმაციულ "ომს" აწარმოებს ერთერთი ცნობილი მედიასაშუალება...
2017, 3 სექტემბერი, 15:36
მადლობა შეფასებისათვის
2017, 3 სექტემბერი, 15:36
მადლობა
2017, 3 სექტემბერი, 14:46
საინტერესო მოსაზრებაა და აქვს ეჭვის საფუძველი..(თუმცა იმ ბუნებრივმა ფაქტორებმაც და ადამიანთა დაუდვერობამაც ალბათ შეუწყო ხელი რაც ჩამოთვალე)მხოლოდ რუსეთის სპეცსამასახურების რა მოგახსენო მაგრამ ამ ბოლო დროს ეჭვი დამებადა ერთ ცნობილ ტელევიზიაზე..რომელიც წლებია ერთ ცნობილი პარტიის
გუდრუკუის მკვლეველია(ესეც ჩემი პირადი აზრია)..მათი თანამშრომლების ფეისბუქგვერდზებზე პოსტები ისეთი "მყვირალაა",რომ საფუძვლიან ეჭვს ბადებს...საერთოდ ასეა ვინც მეტს ყვირის და იჭაჭება..ის დგას იმის უკან(ეს ჩემი დამტკიცებული არაა ცნობილი ფსიგლოგ-კრიმინალისტების დასკვნაა)
2017, 3 სექტემბერი, 14:02
საინტერესო სტასიაა. ძალიან საწყენია გაანადგურო ტყე, იმის გამო, რომ შემოსული დახმარებით ბიუჯეტიდან ჩარიცხული პრემოები ანაზღაურდეს.
2017, 3 სექტემბერი, 13:21
როგორც ყოველთვის საინტერესო და ინფორმატიული სტატიაა! მე უფრო პირველ ვერსიას ვიზიარებ, თუმცა, მართალი ხართ, უდანაშაულობის პრეზუმცია უნდა დავიცვათ!
0 1 7