x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნუში - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ნუში — ვარდისებრთა ოჯახის, კურკოვანთა გვარის მცენარე. ცნობილია 40-მდე ჯიში, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 ჯიშამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი — ჩვეულებრივი ნუში კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10 მ აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში, ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1, 5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში, სოფელ კრასნოგორსკთან (წარსულში მალხაზიანი, მახაზოვკა, აზამბური) და ქოჩორას მთის დასავლეთ კალთებზე ხევებში.

image


image


ნუში სინათლის მოყვარული, გვალვადა შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით.


image


ნუში არის ტკბილი და მწარე. მწარე ნუში ძირითადად კულინარიაში გამოიყენება, ხოლო ტკბილი უმად შეგიძლიათ მიირთვათ. ნუში ძალიან ბევრ ნუტრიენტებს შეიცავს. E ვიტამინს, კალციუმს, ფოსფორს და რკინასაც შეიცავს.

image


ნუში ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თანამედროვე ავადმყოფობების მიმართ, როგორიცაა სტრესი, ნევროზი და სიმსივნური დაავადებები, საკმაოდ ეფექტურია, კარგად იცავს იმუნიტეტს. გარდა ამისა, საუკეთესოდ მოქმედებს ყაზბობის, ქოლესტერინის და ძვლის დაავადებების წინააღმდეგაც. ექიმები გვირჩევენ, რომ ნუში მივირთვათ უზმოზე, შედეგი აუცილებლად იქნება!


image


ნუშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, ტვინზე დადებითად მოქმედებაა - ნუში შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ტვინს იცავს და განვითარებაში ეხმარება. აგვარებს მეხსიერების პრობლემას და გვეხმარება უკეთ აზროვნებაში. რეკომენდირებულია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მცირეწლოვანებისთვისაც. მცირდება ალცჰეიმერის დაავდების რისკი, მიირთვით დღეში მხოლოდ 6-7 ნუში და შედეგს თავად ნახავთ!!!


ნუში გულის მკურნალია - არსებობს ხალხური გამონათქვამი: "თუ გაწუხებს გული, ჭამე ნუში!" - პირდაპირი მნიშვნელობით შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ნუში ძალიან ეხმარება გულს. უხვად შეიცავს ცილას და კალიუმს, რაც გულს იცავს, გარდა ამისა ე- ვიტამინი, ძლიერი ანტიოქსიდანტია.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. საკვები პროდუქტები, რომელიც სექტემბერში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!

2. შესაძლოა ტეხასი გაქრეს!

3. 4 შოკისმომგვრელი დეტალი, რომელიც ფოტოებს მიღმა იმალება!

4. მსხვილი ცერცვი - მცენარე, რომელიც მამაკაცებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება!

5. ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა - წარმოგიდგენთ ფოტოებს ისლანდიიდან!

1
5119
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
5119
  
2019, 12 ივნისი, 16:43
ძვირი სიამოვნებაა :))))
0 1 1