x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
სილამაზის ინდური რეცეპტი|| ნიღაბი რომელიც გაგიახალგაზრდავებთ სახის კანს
image

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ქალისთვის სახის კანის მოვლა აუცილებელია. ამისათვის კი ისინი იტარებენ სხვადასხვა პროცედურებს, იკეთებენ ფილერებს და ა. შ. მაგრამ თავის მოწესრიგება და სახის კანის მოვლა სახლის პირობებშიც შესაძლებელია . არსებობს სხვადასხვა სახეობის ნიღაბი. ერთ-ერთი მათგანია ძველინდური სახის ნიღაბი კურკუმათი. კურკუმა არის ინდური სანელებელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც საკვებში, ასევე კოსმეტოლოგიაში.

ამისათვის დაგვჭირდება:

1/2 ჩ/კ კურკუმა


1 ს/კ თაფლი

3 ს/კ რძის ფხვნილი

2 ს/კ მჭადის ფქვილი

1 ს/კ წყალი

მომზადება:

ერათმანეთში ავურიოთ რძის ფხვნილი, კურკუმა და მჭადის ფქვილი. დავუმატოთ წყალი და თაფლი. ეს მასა წაისვით გასუფთავებულ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გრილი წყლით ხელის წრიული მოძრაობით ჩამოიბანეთ.

ამის შემდეგ სახის კანი უფრო ფაფუკი და ჰაეროანი გაგიხდებათ. რძის ფხვნილი შეგიძლიათ რძით ან მაწვნით ჩაანაცვლოთ. ხოლო მგრძნობიარე კანისთვის მჭადის ფქვილი დაფქვილი შვრიის ფანტელით. ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობის კურკუმას, რათა სახემ არ მიიღოს მოყვითალო შეფერილობა.

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:მხოლოდ ის რაც გაინტერესებთ
მხოლოდ ის რაც გაინტერესებთ
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0