x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71149
  • ვიდეო:324206
  • სურათი:426226
დისლექსია და მისი გამომწვევი მიზეზები

image დისლექსია პირველად აღწერა კ.მორგანმა და ჯ.ჰინშელვუდმა მე-20
საუკუნის დასწაყისში.დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით ნიშნავს კითხვის უნარის დაქვეითებას, ფართო მნიშვნელობით კი მეტყველებით გაშუალებული დასწავლის უნარის დაქვეითებას, რომელიც ხასიათდება კითხვის, წერის და ზეპირი მეტყველების პრობლემებით.
დისლექსიის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის კითხვის მაჩვენებელი საშუალო დონეზე გაცილებით დაბალია და არ შეესაბამებაბავშვის ზოგად ინტელექტუალურ განვითარებას. დისლექსიის ხარისხი ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა და ინდივიდუალურია, დამოკიდებულიაბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების სპეციფიკაზე.
განასხვავებენ დისლექსიის სხვადასხვა ეტიოლოგიურ ფაქტორებს:
1)გენეტიკური (მემკვიდრეობითი) ფაქტორი - გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დისლექსიის მქონე პირების ნათესავებს მსგავსი დარღვევები ჰქონდათ. უკანასკნელი მონაცემებით კი დისლექსიაზე პასუხისმგებელია მე-6 ქრომოსომის მოკლე მხარი. 2)ნეიროგანვითარების დეფიციტი - იგი გულისხმობს თავის ტვინის იმ ქერქული ზონების, ან მათ შორის კავშირის დეფიციტს, რომელიც უზრუნველყოფს კითხვისათვის აუცილებელ ვიზუალურ ფონოლოგიური (ასო-ბგერა) ასოციაციების ჩამოყალიბებას და მათ სინთეზს. აღნიშნული დეფიციტი, ნაყოფის თავის ტვინის ჩამოყალიბების პერიოდში, ნეირონების მიგრაციის პროცესის დარღვევის შედეგია. ზოგჯერ, ნეირონული მიგრაციის პროცესი ირღვევა და ნეირონები ან სცდებიან დანიშნულების ადგილს, ან ვერ აღწევენ მას. შესაბამისად ისინი შეცდომით აღმოჩნდებიან თავის ტვინის ქერქის ადგილებში და ქმნიან ატიპურ ნეირონულ კავშირებს.
3)ალერგიული დაავადებები - ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ალერგიული დაავადებები, ხშირადა არის დაკავშირებული კითხვის პრობლემებთან.თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი - აღნიშნული დისბალანსი იწვევს კითხვის პროცესის განხორციელებისას მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დარღვევას. როგორც ვიცით, ჩვეულებრივ,
კითხვის სწავლის საწყის პერიოდში (ასოების აღქმა, გარჩევა, მათი სივრცითი ნიშნების ანალიზი) დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც იწყება ასოებისა და სიტყვების ფონოლოგიური ნიშნების გარჩევა უპირატესობა მარცხენა ჰემისფეროს ენიჭება. დისლექსიის დროს კი ირღვევა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიების ადეკვატური გამოყენება. ნორმალური მკითხველის თავის ტვინისაგან განხვავებით, დისლექსიის მქონე
პირების თავის ტვინის საფეთქლების წილები სიმეტრიულია.თვალის მოძრაობის და მზერის მოქნილობის კონტროლის დეფიციტი - ხელს უშლის ინფორმაციის დეკოდირებას.
დისლექსიის მკურნალობა ფარმაკოლოგიური პრეპატარებით
არ ხდება, თუმცა, ეფექტური და დროული დახმარების შემთხვევაში ბავშვები გადალახავენ კითხვისა და მართლწერის პრობლემებს,
მაგრამ გარკვეულ შემთვევებში კითხვის პრობლემა მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. არსებობს სხვადასხვა ხარისხის დისლექსია. პროგნოზი კი დამოკიდებულია როგორც ბავშვის შესაძლებლობებზე, ისე გარემოზე.დისლექსიის მქონე ბავშვებს კითხვისა და მართლწერის სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა ესაჭიროება.






2
33
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
33
  
23 სექტემბერი, 11:48
როგორ დავემატო?
4 სექტემბერი, 15:56
ავტორთა ჯგუფში თუ არ ხართ, დაემატეთ...
0 1 2