x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დახედეთ თქვენს ხელისგულს: რომბი თუ სამკუთხედი მომავალს გიწინასწარმეტყველებს
imageუძველესი დროიდან ცდილობდა ადამიანი ხელისგულის დახმარებით თავისი მომავლის განჭვრეტას, გარკვევას, თუ რას აღნიშნავდნენ მასზე აღბეჭდილი ხაზები. ჩვენს ხელებზე მრავალი ფიგურაა აღბეჭდილი, რომელთაც გარკვეული მნიშვნელობა აქვთ. სამკუთხედის, ვარსკვლავისა და რომბის გარდა, მასზე შეხვდებით ფიგურებსაც, როგორებიცაა ჯვარი, სამკბილა და თევზი.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ხელისგულს. რას ხედავთ მასზე?

სამკუთხედი:

თქვენს ხელისგულზე სამკუთხედია? თქვენ მეგა-ტალანტის მფლობელი ხართ. ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის სამკუთხედი მიანიშნებს, რომ განსაკუთრებული ტალანტის მფლობელი ხართ. რა თქმა უნდა პატარა სამკუთხედიც ტალანტის მაჩვენებელია, მაგრამ რაც უფრო მეტია მისი ზომა, მით მეტი შანსი გაქვთ გახდეთ საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება. image

ვარსკვლავი:


თუ თქვენს ხელისგულზე თავს იწონებს ვარსკვლავი, რომელიც მრავალი წვრილი ხაზების გადაკვეთითაა მიღებული, ეს აღნიშნავს, რომ ფლობთ ძლევამოსილ და სპეციფიკურ უნარებს. თუ ეს ვარსკვლავი მდებარეობს ზემოთ, საჩვენებელ თითთან, სიცოცხლის ხაზის ბოლოში, ეს აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების პატრონი ხართ და წარმატებას მიაღწევთ მეცნიერებაში, ფილოსოფიასა და რელიგიაში.

რომბი:

თუ თქვენს ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი შემოსაზღვრავს რომბის ერთ-ერთ გვერდს, ეს აღნიშნავს, რომ თქვენ ავანტიურისტის დაუმორჩილებელი სული გაქვთ და სურვილი ამოუხსნელის შეცნობისა. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან წარმოუდგენელი სიმამაცით და დაუოკებელი მოქმედებებით. რომბია თქვენს ხელისგულზე? - მაშინ რისკის მოყვარული გამომძიებელი ხართ. თუმცა გარისკვა ხომ ყოველთვის ღირს...

ნახევარმთვარე:

თუ ხელისგულზე გაქვთ ორი ხაზი, რომლებიც გადაკვეთისას აღბეჭდავენ ნამგალს ან ნახევარმთვარეს, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ნათელმხილველი ხართ. თქვენ დაწვრილებით შეგიძლიათ მომავლის განჭვრეტა. თქვენი ინტუიცია იმდენად ძლიერია, რომ ახლობლები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის.image

სამკბილა:

თუ თქვენი სიცოცხლის ხაზი სამ ნაწილად იყოფა, რომელიც სამკბილას ქმნის, პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვთქვათ ღმერთის მფარველობის ქვეშ ხარ და არავის შეუძლია ზიანის ან ტკივილის მოყენება.

ჯვარი:

ეს სიმბოლო გვიჩვენებს, რომ ადამიანი სულიერად სუფთაა, თუმცა არაა მიდრეკილი ადამიანის სულის გამოკვლევისკენ. ის გარკვეილწილად ისეთია, რომელსაც შინაგანად გააჩნია გარკვეული სულიერი ცოდნა.

თევზი:

ხელისგულზე ეს ფორმა ძალიან წააგავს რომბს, თუმცა ძირითადი ფორმის ბოლოს, სამკუთხედის მხარეს გარკვეული თავისებური ხაზები წარმოიქმნება, რომელიც ძალიან ჰგავს თევზის კუდს. ასეთი ადამიანები გამორჩეულად რელიგიურები არიან. ისინი შეიძლება გარეგნულად არ ამჟღავნებდნენ ამ ხასიათს, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობენ მისკენ მიდრეკილებას.image

რისი კეთება შეიძლება და რისი არა მილეული მთვარის დროს (გაატანეთ თქვენი უიღბლობა)


რატომ არიან ყავისფერთვალება ადამიანები სხვებზე უკეთესი


ჩინელი მილიარდელის 5 რჩევა-როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და კარიერა


6 ოქროს წესი უბერებელი მზეთუნახავებისგან, რომლებიც ასაკის მიუხედავად შეუდარებელნი არიან

0
1094
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1094