x
პანდემონიუმი (ოკულტური დემონოლოგია და კოსმოლოგია)
თავდაპირველად უნდა დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა "დემონი" ძველი ბერძნული წარმოშობისაა და აქვს სამი მნიშვნელობა, ესენია: 1) "ღვთაება" 2) "ბრძენი" და 3) "მეამბოხე და მოჯანყე სული". ძველი ბერძნები დემონებს უწოდებდნენ "ეუდაიმონებს" და ჰყოფდნენ 2 კლასად, ესენია:

1) აგატოდაიმონი - კეთილი დემონი

2) კაკოდაიმონი - ბოროტი დემონი

თვითონ ფილოსოფოსი სოკრატეც კი ამბობდა რომ დაიმონთაგან იღებდა ცოდნას.


ბერძნებმა იცოდნენ აგრეთვე დაბალი რანგის დემონები - "ელემენტალები", რომლებსაც ინდუისტები უწოდებდნენ - "ბჰუტას", რაც ნიშნავს ბუნების სტიქიურ ელემენტს. ბერძნულ დაიმონებს ინდუისტები უწოდებენ - "ასურასებს", რომლებიც იყოფიან ქვეკლასებად, როგორებიცაა: დაიტიები, დანავები, რაკშასები, ვეტალები, პიშაჩები და ა.შ. იაპონურ მითოლოგიაში დემონებს ეწოდებათ "მამონო" ან "იოკაი", არსებობს სხვა ტერმინებიც.

ებრაეულ მითოლოგიაში დემონებს ეწოდებათ "შედიმ" და "სეირიმ", აგრეთვე ცნობილია სახელწოდება: "დმამ ლეილიტ", რაც ნიშნავს ღამის მდუმარებას". ებრაული სიტყვა შედიმი, მომდინარეობს არამეული სიტყვიდან "შიდა" რაც ნიშნავს ბნელ სულს, ხოლო ეს არამეული ტერმინი, წარმოიშვა შუმერული სიტყვების "შედუ" და "ალადუ" გავლენით, ეს სახელები შუმერებმა მიანიჭეს ბნელ ღვთაებებს.

ბერძნულ მითოლოგიაში დემონთა სამყარო ანუ პანდემონიუმი იყოფა სამ ნაწილად:

1) ჰადესი

2) ტარტაროსი

3) ბნელ ქარიშხალთა უფსკრული


სკანდინავიურ მითოლოგიაში დემონები ცხოვრობენ 5 სამყაროში, ესენია:

1) ნიფელჰეიმი - ყინულოვანი ჯოჯოხეთი

2) ჰელჰეიმი - ქალღმერთის ჰელის, ლოკის ასულის სამეფო.

3) იოტუნჰეიმი - ყინულოვანი ტიტანების სამყარო

4) მუსფელჰეიმი - ცეცხლოვანი ტიტანების სამყარო

5) სვარტალფჰეიმი - ბნელი ელფების სამყარო


ეგვიპტურ მითოლოგიაში ცნობილი არიან ბნელი ღმერთები: ოსირისი, ანუბისი, აპოფიზი, სეტი და ისიდა.

ეგვიპტურ მითოსში ბნელეთის სამყაროს ეწოდება - "ამენტი".

სეტის სიმბოლოა შავი მზე და წითელი მთვარე. სეტი არის ბნელი უფალი, რომელსაც სურს დაამარცხოს მზის უფალი - რა და მისი ტახტი დაიკავოს.

ინდუისტურ მითოლოგიაში დემონები ანუ ასურასები სახლობენ "ბილა-სვარგას" 7 დემონურ სამეფოში, ესენია:

1) ატალა - დემონი დანავებისა და დაიტიების სამყარო, სადაც მეფობს დიადი დემონი ბალა, ტალატალას მეფის - მაიას ძე. მან შექმნა 96 სახეობა დემონთა და 3 ტიპის დემონესები: 1. სვაირინი - დემონესები, რომლებიც ცოლად მიჰყვებიან მხოლოდ საკუთარი კასტის წევრებს. 2. კამინი - დემონესები, რომლებიც ცოლად მიჰყვებიან ნებისმიერი კასტის წევრ კაცებს და 3. პუმშჩალი - დემონესები, რომლებიც ქაოსურად იცვლიან პარტნიორებს.

2) ვიტალა - ყოველთა უფსკრულთა უფსკრული, სადაც მეფობს უფალი შივას ბნელი დემონური იპოსტასი - ხატეკეშვარა თავისი მეუღლის - დურგას ბნელ იპოსტასთან - ბჰავანისთან ერთად, მათი სექსის დროს იბადება სიცოცხლის მდინარე, რომლიდანაც სვამს ცეცხლის უფალი აგნი, მერე აფურთხებს და ფურთხისგან ქმნის ე.წ. "ხატაკას ოქროს".

3) სუტალა - ასურასების ანუ დემონთა სამყარო სადაც მეფობს დემონი მეფე ბალი, რომელიც ვიშნუმ დაამარცხა.

4) ტალატალა - დაიტიებისა და დანავების სამყარო, სადაც მეფობს დემონი მეფე - მაია, უძლიერესი ბნელი ჯადოქარი.

5) მაჰატალა - დიადი უფსკრული, სადაც ცხოვრობენ აგრესიული დემონი გველები ანუ ნაგები.

6) რასატალა - ტენიანი ქვესკნელი, სადაც სახლობენ დემონი დაიტიები და დანავები, რომლებიც იყოფიან 4 ტიპად: 1. პანი 2. ნივატა-კავაჩი 3. კალეია და 4. ჰირანია პურავასი.

7) პატალა - მაგიური ქვესკნელი, სადაც სახლობენ დემონი გველეშაპები - ნაგები და ურაგები. ყველაზე ძლიერი გველებია: ვასუკი, შანკჰა, კულიკა, შვეტა, კალბალა, აშტვატარა, ნარმადა, დევატატტა და სხვები.

როგორები არიან დემონები? ამაზე პასუხი მარტივია: დემონები არიან ანარქისტები ზეციურ ძალებთან მიმართებაში და ულტრამონარქისტები საკუთარ საბინადროთა ფარგლებში, ისინი არიან ულტრაჰედონისტები, ლიბერტინისტები, ეგოისტები, მატერიალისტები, პრაგმატისტები, ნიჰილისტები და მკვეთრად აგრესიულნი ზეციური ასკეტისტური მორალის მიმართ.

მათ შეუძლიათ ბუნების ძალთა მართვა.

მოდით ჩამოვთვალოთ რამდენიმე ძლიერი და ცნობილი დემონი:

1) აჰრიმანი - ირანულ მაზდეანობაში მატერიალიზმის დემონი.

2) ასმოდეუსი იგივე აშმოდაი - ფუფუნებისა და გრძნობითი განცხრომის დემონი.

3) ასტარტე - ვნებისა და სექსუალობის ფინიკიური ქალღმერთი, ქრისტიანობაში დემონად შერაცხული.

4) აზაზელი - ძველ ებრაულ მითოსში მეტალურგიისა და კოსმეტიკის დემონი.

5) ბაალზებუბი ანუ ბელზებელი - მწერების მეუფე, რაღაცით ეგვიპტური ხეპრის მსგავსი.

6) ბეჰემოთი - სატანის იუდეური სახე სპილოს ფორმით.

7) მანია - ჯოჯოხეთის ქალღმერთი ეტრუსკებში.

8) მელექ ტაუსი - იეზიდური დემონი.

9) ნაამაჰი ანუ ნაჰემა - სექსუალობისა და ცდუნების დემონესა იუდაურ მითოსში. (შემეცნების ხის პირველი კლოფოტი ბნელ კაბალაში).

10) ნერგალი - საიქიოს ბაბილონური ღვთაება.

11) ნიძა - ქვესკნელის პოლონური უფალი

12) იან ლო ვანგი - ჩინურ მითოლოგიაში ჯოჯოხეთის მეფე.

13) ტუნრიდა - სკანდინავიური დემონესა

14) მეტცტლი - აცტეკების რელიგიაში ღამის ქალღმერთი

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageდემონთა შესახებ უზარმაზარ ცოდნას იძლევა ოკულტიზმი და ბლავატსკაიასეული თეოსოფია. თუ ვინმეს სურს გაიგოს მეტი და აქვს ძლიერი ინტელექტი, წაიკითხოს ელენა ბლავატსკაიას წიგნები: "ელემენტალები" და "საიდუმლო დოქტრინა".

დემონთა შესახებ არის ცნობები ენტონი ლავეის წიგნში - "სატანის ბიბლია". მათ შესახებ მოგვითხრობენ გნოსტიკური და იუდეური აპოკრიფებიც.

ყველაზე მთავარი რაც დემონებს განასხვავებს ზეციურ ძალთაგან ესაა ჰიპეტროფირებული ჰედონიზმი. დემონთა სამყაროების კრებითი სახელწოდებაა: "პანდემონიუმი". სატანისტური სწავლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ დემონები სწორ გზაზე დგანად და რომ ადამიანებს უნდა უყვარდეთ ისინი. ითვლება, რომ დემონები ეხმარებიან ადამიანებს თავი დააღწიონ ზეციურ ტირანიას და იცხოვრონ მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებისთვის. ისინი ადამიანებს შთააგონებენ ნიჰილიზმს და ებრძვიან ზეციურ ძალებს. ბნელი ოკულტიზმი ჰედონური ფილოსოფიით მთლიანად უპირისპირდება ტრადიციულ რეპრესიულ მორალს.

0
287
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0