x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნახევარკაცი, რომელმაც უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე ნორმალური ადამიანების უმრავლესობამ

image


ქ. ბალტიმორში (აშშ), 1911 წ. 25 აგვისტოს ჯონ ექჰარტს და მის მეუღლეს ემილის შვილი უნდა შესძენოდათ. ბავშვის სქესის დადგენა მაშინ შეუძლებელი იყო. ერთადერთი, ბავშვის გულისცემის მოსმენა შეიძლებოდა. თუ ვაჟი დაიბადებოდა, მომავალი მშობლები, ბავშვისთვის რობერტის დარქმევას გეგმავდნე. რობერტმა მართლაც რომ მშობლების ყველა მოლოდინი გაამართლა. ის დაბადებისთანავე ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი იყო. მაგრა, მისი დაბადების შემდეგ, მშობიარობა არ შეწყდა და ბებია ქალი მიხვდა, რომ რობერტს და ან ძმა ეყოლებოდა... მეორე ბავშვიც ჩვეულებრივ იბადებოდა, ჯერ თავი გამოჩნდა, შემდეგ მხრები, წელამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა... მაგრამ, წელს ქვევით, ბავშვს საერთოდ არაფერი ჰქონდ. «ო, ღმერთო! რაღაც გატეხილი თოჯინა არის!» — დაიძახა ბებია ქალმა.

«გატეხილ თოჯინას» ჯონ-უმცროსი დაარქვეს. ის სახით ძალიან ჰგავდა თავის ძმას, სხეული კი – ნახევარი ჰქონდა. «ნახევარბიჭმა» (ასე ეძახდნენ მას freak show-ში, სადაც ჯონი მუშაობდა) ბევრად უფრო საინტერესო და მშფოთვარე ცხოვრებით იცხოვრა, ვიდრე ნორმალური ადამიანების უმრავლესობამ. ის ორკესტრის ხელმძღვანელობდა, უკრავდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მონაწილეობდა ფილმებში, ატარებდა მანქანას, ხატავდა, გატაცებული იყო ფოტოგრაფიით...
ჯონ-უმცროს იშვიათი გენეტიკური დაავადება აგენეზია ჰქონდა, რომლის დროს, სხეულის ცალკეული ნაწილები განუვითარებელი რჩება. მისი სხეულის ქვედა ნაწილი მთლიანად დეფორმირებული და სხეულის ზედა ნაწილში იყო შეჭმუჭნული.


image
იმ დროს, როდესაც სხვა ბავშვები სიარულს სწავლობდნენ, ჯონი ხელებით სწავლობდა სიარულს. ძმები ყოველთვის ერთად თამაშობდნენ და სკოლაშიც ერთად, 7 წლის ასაკში, შევიდნენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე სკოლაში დაიწყებდნენ სწავლას, ბიჭებს 4 წლის ასაკში, უფროსმა დამ კითხვა ასწავლა. სკოლაში ორივე კარგად სწავლობდა და ჯონი პასტორობა უნდოდა. თუმცა, 1923 წელს, ბიჭმა თავისი ნამდვილი მოწოდება იპოვა... ერთხელ, ის და მისი ძმა ილუზიონისტის ჯონ მაკესლანის შოუს ესწრებოდნენ და რაოდენ გაოცებული დარჩა ილუზიონისტი, როდესაც მორიგი ნომრის შესასრულების წინ, როდესაც დარბაზიდან დასახმარებლად მსურველის ასვლა ითხოვა, სცენაზე ხელებით, პატარა ჯონმა აირბინა! რა თქმა უნდა, მაკესლანი ასეთ «გემრიელ ლუკმას» ხელიდან ვერ გაუშვებდა და მან მაშინვე გააფორმა კონტრაქტი ჯონთან და მის ოჯახთან (ბიჭი არასრულწლოვანი იყო). რობერტი ჯონთან ერთად გაემგზავრა – მაკესლანი ბიჭს ილუზიონისტობას ასწავლიდა, ხოლო ტყუპისცალი, მას პატრონბდა.

კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ბიჭები მისან წამოვიდნენ და სხვა ილუზიონისტთან, – ვინმე ჯონ შისლისთან დაიწყეს მუშაობა. ამ დროისთვის ჯონმა გვარი ექჰარტი ექ-ამდე შეამოკლა და შოუზე გამოსვლის საკუთარი პროგრამა შექმნა. ის ურთულეს აკრობატულ ნომრებს ასრულებდა, რომლებიც დიდ ძალას და ძალისხმევას საჭიროვებდა. ხოლო მთელი სხეულით, ცალ ხელზე დაყრდნობა, მის სავიზიტო ბარათად იქცა.


image
ჯონ ექის კარიერა შეუფერხებლად მიიწევდა წინ. ძმებმა რინგლინგების ცირკში დაიწეს მუშაობა, ხოლო შემდეგ, ბარნუმ & ბეილის ცნობილ ცირკში გადავიდნენ. 1931 წელს ექი მონრეალში (კანადა) იყო გასტროლებზე, სადაც MGM Studios-ს წარმომადგენელმა შეამჩნია და ფილმში გადაღება შესთავაზა. 1932 წელს «ნახევარბიჭმა» (ასე ეძახდნენ მას საცირკო შოუში) საკუთარი თავი ითამაშა, ტოდ ბრაუნინგის გახმაურებულ ფილმში «მახინჯები», რომელიც იმ დროს, თითქმის ყველა ქვეყანაში აიკრძალა. ბრაუნინგმა ექი როგორც ძმა ისე შეიყვარა – ისინი ხშირად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, რეჟისორი ეკითხებოდა რჩევებს ფილმის გადაღების დროს და კონსულტაციას გადიოდა განსხვავებული, არასტანდარტული გარეგნობის ადამიანების ფსიქოლოგიის შესახებ.

როგორც უკვე აღნიშნული იყო, ფილმი «მახინჯები» ცენზორებმა დაბლოკეს. ფილმის უდიდესი ნაწილი, რომელშიც ექი მონაწილეობდა, ამოჭრეს და ის ეკრანზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ჩნდებოდა:



ჯონ ექის ჰოლივუდური კარიერა ტარზანის შესახებ გადაღებულ ფილმებში გაგრძელდა, რომლებშიც მთავარ როლს ჯონ ვაისმიულერი ასრულებდა: Tarzan the Ape Man (1932), Tarzan Escapes (1936) და Tarzan’s Secret Treasure (1941). ყველა ფილმში ექი ადამიან-ფრინველს თამაშობდა.

ექს არ უყვარდა თავისნაირები – ადამიანები, რომლებიც მისი უბედურების მოზიარენი იყვნენ. ბევრი მათგანი გონებაჩამორჩენილი ან უკიდურესად ექსცენტრიული, მკივანა და გაბოროტებული იყო. ექი კი ყველანაირად ცდილობდა, რომ ნორმალური ყოფილიყო. ფილმის გადაღების დროს მას მსახიობი ოლგა ბაკლანოვა შეუყვარდა და მას საჩუქრებს ჩუქნიდა. მაგრამ, იცოდა, რომ ამ მხრივ, არანაირი შანსი არა ჰქონდა. მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რომელიც მას ბუნებამ დაუწესა, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე იყო, ან ცდილობდა, რომ ასეთად გამოჩენილიყო.
კითხვაზე: უნდოდა თუ არა, რომ ფეხები ჰქონოდა? – ჯონი ხუმრობით პასუხობდა:

– რაში მჭირდება? ასე შარვალი არ მიჭერს და თავს თავისუფლად ვგრძნობ!

უფრო მეტიც, ის ჟურნალისტებს ეკითხებოდა:

– რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ ისეთის, რასაც მე ვერ შევძლებ? ალბათ, წყალქვეშ სიარული, არა?
ზრდა რომ დაასრულა, მისი სიმაღლე 45 სმ-იყო და უნაკლო ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.
ჯონ ექი ცირკში მუშაობის გარდა, კარგად ხატავდა, ხიდან ლამაზ ფიგურებს და სათამაშოებს კვეთდა. ძმის დახმარებით, კერავდა სმოკინგებს და სხვა სამოსს, თავისი არასტანდარტული სხეულისთვის.

1933 წელს ის ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე, რობერტ რიპლის Ripley’s Believe It or Not! შოუზე გამოვიდა, რომელშიც «ცოცხლად» ხდებოდა კინოეფექტების დემონსტრირება – სახიფათო ტრიუკები, ხანძარი და ა. შ.
1937 წელს ის და მისი ძმა ცნობილ ილუზიონისტ–ჰიპნოზისტთან რაჯ რაბოიდთან მუშაობდნენ. ამ უკანასკნელმა მათთვის ტრიუკები მოიგონა, რომელშიც ძმების ერთმანეთთან მსგავსება იყო გამოყენებული.

ექს მსახიობობის გარდა, სხვა გატაცებებიც ჰქონდა. ბალტიმორში ძმასთან ერთად ორკესტრი შექმნეს, რომელშიც 12 მუსიკოსი უკრავდა. თავად ექი პიანინოზე უკრავდა (პედლები ისე იყო გადაკეთებული, რომ მას ხელებით შეძლებოდა დაჭერა), გარდა ამისა ის დირიჟორობდა კიდეც, უფრო ხშირად, ვიდრე უკრავდა. ექი ბევრს ხატავდა. მას ყველაზე მეტად ქალების და გემების ხატვა უყვარდა.

image

imageimage1938 წელს ნაცნობ მექანიკოსთან ერთად, სპორტული მანქანა Johnny Eck Special შექმნა, რომლითაც დროდადრო ავტომოყვარულთა შეჯიბრებში მონაწილეობდა.


image


იმავე წელს ის მხოლოდ ხელების გამოყენებით, უამრავი ადამიანის თანდასწრებით, ჯორჯ ვაშინგტონის 170-მ სიმაღლის ძეგლზე ავიდა.
ცირკში, ილუზიონისტის ასისტენტობის გარდა, ექი ცხოველების წვრთნითაც იყო დაკავებული.
30-იანი წლების ბოლოს, საზოგადოებას ინტერესი დაეკარგა მახინჯების შოუსადმი, რომელშიც ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ექი იყო და მალე შოუც დაიხურა. ძმებმა კი მოღვაწეობა ისევ გართობის ინდუსტრიაში გააგრძელეს – სათამაშო ავტომატების ბიზნესით და საბავშვო რკინიგზით დაკავდნენ, სადაც მემანქანე თავად ჯონ ექი იყო.
გარდა ამისა, ექი პროფესიონალურ დონეზე, ვიტრაჟების ხატვით იყო გატაცებული და შეკვეთებსაც იღებდა. თუმცა ამ საქმიანობით, დიდი კაპიტალი არ დაუგროვებია.
ძმები თანდათანობით პოპულარობას კარგავდნენ და მასთან ერთად, წლების მანძილზე დაგროვილი ქონებასაც ეხარჯებოდათ. რობერტს დეპრესია დაეწყო და მარიხუანას მიეძალა. ამის გამო, ძმებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და 70-იანი წლების დასაწყისისთვის, ისინი თითქმის აღარ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.


image


1980-იანი წლების დასაწყისში, ფილმი «მახინჯები» აღადგინეს და მისი ორიგინალური ვარიანტი გაუშვეს დიდ ეკრანებზე. მან მაშინვე საკულტო ფილმის სტატუსი მიიღო, ხოლო ექი ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ამ ფილმის უკანასკნელი ცოცხალი გმირი იყო.
ამ ფაქტის შემდეგ, ძმები მალევე შერიგდნენ და ისევ ერთად დაიწყეს ცხოვრება. 1987 წელს ისინი დააყაჩაღეს. ქურდები რამდენიმე საათი აბუჩად იგდებდნენ და დასცინოდნენ 76 წლის მოხუცებს. ამის შემდეგ, ძმებმა სრულ კარჩაკეტილობაში დაიწყეს ცხოვრება. მომხდარი ფაქტის შესახებ კი, ექმა განაცხადა: «თუ მახინჯების ნახვა მომინდება, ფანჯარაში გავიხედებიო».

image

image
ჯონ ექი 1991 წლის 5 იანვარს, 79 წლის ასაკში, ძილში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

1995 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა რობერტიც.

image

image
1990 წელს განცხადება გააკეთეს, ჯონ ექზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღების შესახებ. ორივე ძმის როლი ლეონარდო დიკაპრიოს უნდა შეესრულებინა. მაგრამ, ფილმის გადაღება, ფინანანსური პრობლემების გამო, ვერ მოხერხდა.
ქ. ბალტიმორში ჯონ ექის სახელობის მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც «ნახევარბიჭის» ნივთები და რელიქვიები არის გამოფენილი.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი? ები და ბრიტანი ჰენსელები – ყველაზე პოპულარული სიამის ტყუპები მსოფლიოში

* სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად 13 თვის ასაკში დაინახეს (+ვიდეო)

* პაკისტანელი გოგონას ბრილიანტის ცრემლები (+ ვიდეო)image

0
451
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0