x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შარაპოვამ ვოზნიაცკის კრიტიკას უპასუხა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის უპასუხა, რომელიც იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ რუსი ამერიკის ღია პირველობის ყველა მატჩს ცენტრალურ კორტზე ატარებს. ამის
შესახებ შეჯიბრების საიტი იტყობინება.

„განრიგს მე არ ვადგენ. მზად ვარ ნებისმიერ ადგილას ვიბრძოლო. თუ მეტყვიან რომ კვინსის პარკში უნდა ვითამაშო, იქაც ვითამაშებ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მთავარია, რომ მე მეოთხედფინალურ წრეში გავედი. ხოლო სად არის ახლა ვოზნიაცკი, მე არ ვიცი“, - განაცხადა შარაპოვამ.


შაბათს, 2 სექტემბერს, რუსმა მესამე წრეში ამერიკელი სოფია კენი (7:5, 6:2) დაამარცხა და ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ლატვიელ ჩოგბურთელს ანასტასია სევასტოვას დაუპირისპირდება.

ვოზნიაცკი, ხუთშაბათს, 31 აგვისტოს, მეორე წრის შეხვედრაში რუს ეკატერინა მაკაროვასთან (2:6, 7:6 (7:5), 1:6) დამარცხდა.მარია შარაპოვა

0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:მონკადა83
მონკადა83
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0