x
ქრონიკული დაავადება და ფსიქოსოციალური ფაქტორები

image ქრონიკული დაავადების პროგრესთან ერთად პაციენტს შეიძლება შეექმნას სოციალური ურთიერთობების პრობლემები. ქრონიკული დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს სოციალური ურთიერთობებისა და კავშირების ხელახლა დამყარება.
ისინი შეიძლება უჩიოდნენ სხვების მიერ შეცოდებასა ან უარყოფას, მაგრამ თავისი ქცევით უნებლიე პროვოცირებას უკეთებდნენ მსგავს დამოკიდებულებას. მათ შეიძლება გაირიყონ თავები ან ჩაერთონ სოციალურ ურთიერთობებში მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მზად არ არიან ამისთვის.
სხვებისგან მიღებული უარყოფითი პასუხები : სოციალურ ურთიერთობებში წარმოქმნილ სიძნელეებსა და პრობლემებზე ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ პაციენტები არ არიან პასუხისმგებელნი. ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს შეიძლება თვითონ ჰქონდეთ პაციენტის შეცვლილ მდგომარეობასთან შეგუების პრობლემა. ადამიანების დიდ ნაწილს დამამაცირებელი სტერეოტიპები აქვთ გარკვეული ჯგუფის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისადმი, მათ შორის სიმსივნისა და შიდსის მქონე ადამიანებისადმი (Fife & Wright, 2000).
კვლევებმა ადამიანების შეზღუდულ შესაძლებლობებზე საკმაოდ ამბივალენტური რეაქციები გამოავლინა. ნათესავებსა და მეგობრებს შეიძლება ჰქონდეთ საკმაოდ თბილი და მიმღები ვერბალური კომუნიკაცია ავადმყოფთან, მაგრამ არავერბალურად ჟესტებით,
მიმიკითა თუ პოზით მიუღებლობასა და უარყოფას, თავის არიდებას გამოხატავდნენ. ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტს განსაკუთრებით უჭირს მსგავსი ქცევების ინტერპრეტაცია და მათზე რეაგირება.
ქრონიკულად დაავადებული ადამიანი შეიძლება იმაზეც ფიქრობდეს, რამდენად უნდა განაცხადოს თავისი დაავადების შესახებ ოჯახის გარეთ. თუ გადაწყვეტენ განცხადებას, მათ შეიძლება საუკეთესო მიდგმის, გზის მოფიქრება დასჭირდეთ, რადგან, მაგ., ისეთი დაავადებები, როგორიცაა შიდსი, სიმსივნე და ეპილეფსია ხშირად სხვებში ნეგატიურ პასუხებს იწვევენ. ოჯახის წევრებთან ერთად პაციენტისა და თერაპევტის ერთობლივმა მუშაობამ შეიძლება
საფუძველი ჩაუყაროს სოციალური ურთიერთობების აღდგენას. ოჯახი მიკროკოსმოსს წარმოადგენს, სადაც პაციენტი ცდის თავის დაძლევის სტრატეგიებსა და ირებს უკუკავშირს. ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთქმედების ეფექტური გზების ჩამოყალიბებით პაციენტი იძენს სხვადასხვა სოციალურ გარემოში სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
გავლენა ოჯახზე : ნათქვამია, რომ ქრონიკულ დააავადებას ავითარებს არა ინდივიდი, არამედ ოჯახი. ამ რწმენის აზრს ის წარმოადგენს, რომ ოჯახი სოციალური სისტემაა და ოჯახის ერთი წევრის ცხოვრების ცვლილება აუცილებლად გავლენას ახდენს ოჯახის სხვა წევრებზეც (Williams et al., 2002).
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებას კი ქრონიკულად დაავადებული ადამიანის დაქვემდებარებული -დამოკიდებული მდგოამრეობა წარმოადგენს თავის ოჯახის წევრებზე. თუ პაციენტი დაქორწინებულია, დაავადება გაზრდილ პასუხისმგებლობას მეუღლეს დააკისრებს. მეუღლეები შეუძლება მძიმე სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ საყვარელი ადამიანის მდგომარეობის გამო. ისინი შეიძლება არაეფექტურნი აღმოჩნდნენ დახმარების აღმოჩენაში, რადგან თვითონ საჭიროებდნენ დახმრებას. ახალი პასუხისმგებლობა შეიძლება ბავშვებს ან ოჯახის სხვა წევრებს დაეკისროთ. შესაბამისად, პაციენტის ოჯახმა შეიძლება სიტუაციაზე, ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვა იგრძნოს და სიძნელეები ჰქონდეთ ცვლილებებთან შეგუებაში. შეიძლება გაზრდილი პასუხისმგებლობა რთული დასაძლევი აღმოჩნდეს. თუ ოჯახის წევრების რესურსები უკვე ლიმიტსაა მიახლოებული, ახალი ამოცანების მიღება შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. ბავშვებისა და მოზარდების რეაქცია მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის უჩვეულო პასუხისმგებლობებზე შეიძლება ქცევის პრობლემები და აჯანყება იყოს. ქცევაში პრობლემების სახით შეიძლება გამოვლინდეს რეგრესი (მაგ., სველი ღამეები), სიძნელეები სკოლაში, სექსუალური აქტივობა, ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის მოხმარება და ანტაგონიზმი ოჯახის სხვა წევრებისადმი.
მიუხედავად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის არსებობით წარმოქმნილი სიძნელეებისა, როგორც კვლევები მოწმობენ, ეს სიძნელეები არ არიან კატასტროფულნი. განქორწინებების სიხშირე ქრონიკული დაავადებით ოჯახებში არ არის საერთო პოპულაციურზე მაღალი. ხშირად, ქრონიკული დაავადება ოჯახის წევრების დაახლოებასაც უწყობს ხელს

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0