x
რას ნიშნავს "მპირველი სიტყვების პერიოდი " და რა უნდა იცოდეთ თქვენი პატარის მეტყველების შესახებ?

image


ახალშობილნი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მაღალი ბგერებისადმი. ისინი დედის ხმასა და მშობლიურ ენაზე მეტყველებას ამჯობინებენ სხვა ბგერებს. შესაძლოა იმიტომ, რომ პრენატალური განვითარების პერიოდში მუდმივად ესმით დედის ხმა. ამასთან ახალშობილებს აქვთ საოცარი უნარი, გაარჩიონ ადამიანის მეტყველება ნებისმიერ სხვა ბგერისგან. ეს უნარი მათ მშობლიური ენის ფონოლოგიური კოდის შესწავლაში ეხმარება. ჩვილები იმთავითვე მზად არიან მეტყველების ასათვისებლად. სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ენა, სენსიტიურობა, კოგნიტური განვითარება და სოციალური გარემო ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას.
მეტყველების გაგება და მისი გამოყენება, როგორც წესი ერთდროულად მიმდი­ნარეობას, თუმცა ხშირად მეტყველების გაგება წინ უსწრებს აქტიური მეტყველების განვითარებას. მაგალითად, დედა შვილს ეუბნება: - ”სამზარეულოდან ნამცხვარი მომიტანე”. ბავშვი მიდის სამზრეულოში და მოაქვს ნამცხვარი, თუმცა თვითონ ჯერ არ შეუძლია მეტყველება.
ჩვილობაში მეტყველების განვითარება გაივლის 3 პერიოდს: სიტყვამდელი პერიოდი, პირველი სიტყვების პერიოდი და ორსიტყვიანი წინადადებების პერიოდი.



1)სიტყვამდელი პერიოდი - ბავშვები დაახლოებით ორი თვის
ასაკში წარმოთქვამენ პირველ ხმოვნებს, რასაც "ღუღუნს" უწოდებენ. ამას ემატება თანხმოვნები და 4 თვის ასაკში ჩვილები "ტიტინს" იწყებენ (ხმოვნებისა და თანხმოვნების კომბინაცია). მაგალითად, დადადა, მამამა. ეს არის პირველი ბგერების პერიოდი. თავიდან ჩვილები ბგერების შეზღუდულ რაოდენობას წარმოთქვამენ. შემდეგ კი მათი რაოდენობა იზრდება. 6 თვის ასაკისთვის ტიტინი იმ ხმოვან–თანხმოვანთა კომბინაციებს (მა-მა, ბა-ბა) მოიცავს, რომელიც დამახასიათებელია ჩვეულებრივი მეტყველებისთვის. ა. გეზელმა ამას ექსპრე­სიული ჟარგონი უწოდა. მეტყველების განვითარების ამ პერიოდს გაივლის მსოფლიოში ყველა ბავშვი. ბოლო კვლევების მონაცემებით, ჩვილები აღიქვამენ მსოფლიოში არსებული ყველა ენის ბგერებს, მაშინ როცა მოზრდილებს შეუძლიათ აღიქვან და წარმოთქვან, მხოლოდ მშობლიური ენის ბგერები.


2)პირველი სიტყვების პერიოდი - ბავშვების უმეტესობა პირველი
სიტყვების წარმოთქმას იწყებს პირველი წლის ბოლოს. თავიდან მათი სიტყვათა მარაგი სულ რამოდენიმე სიტყვისგან შედგება, ხოლო შემდეგში სიტყვათა მარაგი სწრაფად იზრდება. მეტყველების დაუფლების ტემპი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. თუ პატარა თავის თანატოლებთან შედარებით გვიან იწყებს მეტყველებას, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩამორჩება მათ განვითარებაში. ზოგი ბავშვი გვიან იწყებს მეტყველებას, მაგრამ შემდეგ სწრაფად ეწევა სხვა ბავშვებს.
პირველი სიტყვები ჩვეულებრივ არსებითი სახელებია, რომელიც აღნიშნავს ადამი­ანებს, საგნებს და ცხოველებს.
ზოგი ლინგვისტი მიიჩნევს, რომ ბავშვის პირველი სიტყვები, ფაქტობრივად არის წინადადებები. მაგალითად, სიტყვა ”დედა”, რომელიც წარმოთქმულია სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებული ინტონაციით და ჟესტიკულაციით, შეიძლება ნიშნავდეს - ”დედა წყალი მინდა”, ”დედა ხელში ამიყვანე”. ”ეს ჩემი დედაა” და ა.შ. აქედან გამომდინარე ბავშვის პირველ სიტყვებს ჰოლოფრაზებს უწოდებენ. კეტრინ ნელსონმა გამოყო ბავშვების მეტყველების 2 სტილი: რეფერენტული და ექსპრესიული. მეტყველების რეფერენტული სტილის დროს ბავშვები ძირითადად იყენებენ
არსებით სახელებს, ხოლო ექსპრესიული სტილის დროს კი - ზმნებს და ნაცვალსახელებს. ექსპრესიული სტილის მქონე ბავშვები ხშირად ”იგონებენ” საკუთარ სიტყვებს, რომლებსაც იყენებენ იმ სიტყვების მაგივრად, რომელიც არ იციან. ბავშვები ახალ სიტყვებს ზოგჯერ
ვიწრო მნიშვნელობით იყენებენ. მაგალითად, სიტყვა ”ცუგა”, შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ საკუთარ ძაღლთან მიმართებაში. ამას ეწოდება არასაკმარისი გავრცობა. 1–2 წლამდე პატარებში გავრცელებულია
ჭარბი გავრცობა ანუ სიტყვის მისადაგება იმაზე მეტი საგნისთვის ან მოვლენისთვის, ვიდრე ეს რეალურადაა. მაგალითად, ბავშვი შეიძლება
სიტყვა ”ბურთს” ხმარობდეს ყველა მრგვალი საგნის აღსანიშნავად(ე.ი. მას ესმის, თუ რას ნიშნავს ”მრგვალი”).
პიაჟეს აზრით, თავდაპირველად ხდება ცნების ფორმირება, ხოლო შემდეგ ამ ცნების დაკავშირება სიტყვასთან. ამ მოსაზრების სასარგებლოდ შეიძლება მოვიყვანოთ ტყუპების მიერ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის საკუთარი ენის მოგონება, ან სმენა დაქვეითებული ბავშვების მიერ (თუ მათ არ ასწავლიან ჟესტების ენას) ჟესტების შექმნა. სხვა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ სიტყვა ეხმარება ბავშვებს ცნების ფორმირებაში. ეძახის რა თავის ძაღლს ”ცუგოს”,
ბავშვი იყენებს სიტყვას კონკრეტული ობიექტის აღსანიშნად. მოგვიანებით, როცა ადგილი ექნება კოგნიტური კატეგორიების გაფართოვებას და დაზუსტებას, ბავშვი აითვისებს ცნებას
”ძაღლი”.



3)ორსიტყვიანი წინადადებების პერიოდი - მეორე წლის ბოლოსთვის ბავშვები იწყებენ ერთმანეთთან სიტყვების დაკავშირებას. ჩვეულებრივ ხდება 2 სიტყვის დაკავშირება. ამბობენ რა ორსიტყვიან წინადადებებს, ბავშვები ხშირად ტოვებენ ”მეორეხარისხოვან” სიტყვებს, მაგრამ ყოველთვის იცავენ სიტყვათა გარკვეულ რიგს. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება თქვას: - ”შეხედე ძაღლი”, მაგრამ არ იტყვის: ”ძაღლი შეხედე”. თავდაპირველად ბავშვის წინადადებები შედგება 2 სიტყვისგან, შემდეგ სამისგან და ა.შ. ბავშვი წინადაებაში იყენებს მხოლოდ - ზმნებს, არსებით და ზედსართავ სახელებს, ხოლო ”მეორეხარისხოვან სიტყვებს კი ტოვებს (წინდებული, ფლექსიები, დამხმარე ზმნები). ამას ბრაუნი უწოდებს ტელეგრაფულ მატყველებას.

3
42
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
42
  
2018, 4 თებერვალი, 19:42
გავასწორებინებ
2018, 4 თებერვალი, 19:18
ვეღარ ვასწორებ სამწუხაროდ, რედაქტირება არ უკეთდება ახლა
2018, 3 თებერვალი, 23:57
"მპირველი" გაასწორეთ
0 1 3