x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ხელოვნების ნიმუში თუ წყევლა?

image

ეს არის ისტორია გოგონას შესახებ, რომელმაც თვითმკვლელობამდე დახატა ფოტო, დაასკანერა და ატვირთა ინტერნეტში. კორეაში ეს ისტორია ელვის სისწრაფით გავრცელდა. არის მრავალი მოსაზრება ამ ნახატთან დაკავშირებით კორეულ ფორუმებზე. ამბობენ, ამ გოგონას ლურჯ თვალებში ბევრი იძირებაო. ვერავინ არკვევს იმ სევდას, რაც მის თვალებშია. შეიძლება გოგონა თვითმკვლელობამდე იმდენად იყო მოცული დიდი სევდითა და გაბრაზებით, რომ მისი სული სურათს სტუმრობს ხოლმე. შეიძლება თავად ნახატი იწვევს სევდას, ისევე როგორც “პირქუში კვირა''.

შემაძრწუნებელი ისაა, რომ იმასაც ამბობენ, რთულია, მიაშტერდე გოგონას თვალებში 5 წუთზე მეტ ხანს. არის ცნობები, რომ ზოგ ადამიანს თავიც კი მოუკლავს ამის მცდელობის შემდგომ. ამბობენ, რომ სურათი იცვლება, როცა უყურებ. ხედავ, რომ გესლიანი, დამცინავი ღიმილი იკვეთება გოგონას ტუჩებზე ან მუქი რგოლი ისახება გოგოს ან მისი თვალების გარშემო.

იბადება კითხვა: შეიძლება ამას ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუში, თუ უბრალოდ წყევლაა?



0
337
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0