x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენჯერ შეგვპირდნენ სამყაროს აღსასრულს?

image

წელიწადი არ გავა, რომ მეცნიერები და მკითხავ-მჩხიბავები სამყაროს აღსასრულის მოახლოებას არ გვამცნობდნენ, ძნელი სათქმელია(ან ადვილი, -გააჩნია რა მხრიდან მიუდგები) ვის, რატომ სჭირდება მსგავსი პროგნოზების გაკეთება?თუმცა ფაქტი ერთია, სამყაროს დასასრულზე ატეხილი ისტერიკა ზაფრავს არა მარტო უბრალო მოკვდავთ, არამედ თვით სახელმწიფო მეთაურებსაც, რაც აშკარად უარყოფითად მოქმედებს საერთო განწყობაზე(ამის მაგალითად გამოდგება 2012 წელს ატეხილი ისტერიკა "სამყაროს აღსასრულის " შესახებ, მაიას კალენდრის მიხედვით, რომელსაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც კი გამოეხმაურა და საგანგებოდ მიმართა ხალხს)





მეცნიერებმა სამყაროს აღსასრულის მორიგი თარიღო გვამცნეს:ეს არის 2017 წლის 12 ოქტომბერი, ამ დღე თურმე დედამიწას 40 მეტრიანი დიამეტრის კოსმოსური სხეული დაეცემა.


საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ზღაპრების არ სჯერათ და ყოველთვის ირონიით უყურებენ მორიგ დაბრეხვებულ "პროგონოზებს", ხოლო ვინც შიშით იყურება ცაში და თავზარდაცემული ელოდება აპოკალიფსს(ასეთები კი როგორც ირკვევა საკმაოდ ბევრნი არიან და მეტიც, ზოგიერთი საგანგებო ბუნკერსაც კი ამზადებს "განკითხვის დღისთვის")შევახსენებ თუ რამდენჯერ შეგვპირდნენ ბოლო 2000 წლის განმავლობაში სამყაროს აღსასრულს:


156 წელი-ერთ-ერთი პირველი ქრისტიანის მონტანას წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულის შესახებ;


33, 900, 999, 1000, 1013, 1033, 1492, 1584, 1666, 1844, 1899, 1900-წლები-სამყაროს აღსასრული ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, ბიბლიისა და წმინდა წინასწარმეტყველთა გათვლით, განსაკუთრებით დიდი მოლოდინი იყო 1492 წელს, ამის საფუძველი იყო ის, რომ "სამყაროს 7000 წელი უნდა ეარსება", ქრისტიანულ სამყაროში წლების ათვლა ბიზანტიის ერადან იწყებოდა, 7000 წელი კი ზუსტად 1492 წელს სრულდებოდა;


18 ოქტომბერი 1533 წელი-"სამყაროს აღსასრული" უნდა დამდგარიყო გერმანელი მათემათიკოსის და მონახის მაიკლ შტიფელის გათვლით;


1688 და 1700 წლები-შოტლანდიელი მათემატიკოსის ჯონ ნეპარას გამოთვლებით აპოკალიფსი ამ წლებში იყო მოსალოდნელი;


12 ნოემბერი 1833 წელი-არმაგედონს ა.შ.შ-ში ელოდებოდნენ "ვარსკვლავური წვიმის" შედეგად;


1844 წლის მარტი-ოქტომბერი-იესოს მეორედ მოსვლას ელოდნენ და "ახალი განჩინების დღე" დადგებოდა, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად;


1872, 1874, 1925, 1941, 1975, 1982, 2000 წლები-არმაგედონის მოლოდინი ბიბლიის შესწავლის საფუძველზე.(ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ განსაკუთრებით "იეჰოვას მოწმეები");


1 ნოემბერი 1900 წელი-სექტა "წითელმა სიკვდილმა" "იწინასწარმეტყველა"სამყაროს აღსასრული, რის გამოც ასეულობით ადამიანმა თავი დაიწვა.


21 სექტემბერი 1945 წელი-ამერიკელი მღვდლის ჩარლზ ლონგის მიხედვით, ამ დღეს კაცობრიობის სიცოცხლეს წერტილი დაესმებოდა;


2 თებერვალი 1962 წელი-პლანეტების ქარავანი გამოიწვევდა სამყაროს აღსასრულს ინდოელი ასტროლოგების გამოთვლით;


1999 წელი-ამ წელს იმდენი ასტროლოგი და მეცნიერი "წინასწარმეტყველებდა", რომ მათი ჩამოთვლა არც ღირს.განსაკუთრებით აგვისტოს თვე იყო "ჩახვეული";


2000 წელი- ამ წელსაც აქტიურად განიხილებოდა "სამყაროს აღსასრულის" მოახლოვება, ეს იყო პლანეტების ქარავანი, შეჯახება ასტეროიდ "ტაუტატისთან", დედამიწის "შეწოვა" მზის სისტემის მიერ(ამერიკელი ასტრონომები ბოდავდნენ ამას) და სხვა.


2006 წელი-"სამყაროს აღსასრული" დადგებოდა ასტეროიდ "იკართან" შეჯახების შედეგად.


2008 წლის 21 ივლისი-სამყაროს აღსასრული დადგებოდა 800 მეტრი დიამეტერის ასტეროიდის შეჯახების შედეგად, რომელიც დედამიწისკენ მოემართებოდა.


2011 წლის 21 ოქტომბერი-ამერიკელი წინასწარმეტყველის ჰაროლდ კემპინგის თქმით სამყაროს საბოლოო აღსასრული 2011 წლის 21 მაისს დადგებოდა, მაგრამ რადგან ამ დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ "სულიერი აღსასრული" უკვე დადგა, ფიზიკური განადგურება კი სამყაროს 21 ოქტომბერს ელოდებოდა.


2012 წლის 21 დეკემბერი-სამყაროს აღსასრული მაიას კალენდრის მიხედვით.



2017 წლის 10 თებერვალი-სამყაროს აღსასრული წმინდა მატრონას წინასწარმეტყველების მიხედვით.


2
102
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
2017, 3 სექტემბერი, 17:49
საწყალი დედამიწა, კიდევ კარგად გვიძლებს ამდენ უმადურს)
2017, 1 სექტემბერი, 21:13
შარლატანებს რა დალევს!!!
0 1 2