x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
იცით რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი და რა გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე? - გაითვალისწინეთ!
ჩვეულებრივ ვამბობთ, რომ საცხოვრებელი ადგილის ენერგეტიკა დიდწილად განპირობებულია იმ ადამიანებით, რომლებიც იქ ადრე ცხოვრობდნენ ან კიდევ ბინის ადგილმდებარეობით.


ბინის ნომერი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს მასში მაცხოვრებლები.


არის შემთხვევებიც, როცა ერთი და იმავე ოჯახის წევრები თავს არაკომფორტულად გრძობენ იმ სახლში, სადაც გაიზარდნენ, სხვა სახლებში კი პირიქით, სიმყუდროვის შეგრძნება ეუფლებათ. ეს აიხსნება იმით, რომ სახლის ენერგეტიკა შესაძლოა არ ესადაგებოდეს კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკას.


რატომ ხდება ასე?



როგორც ზემოთ ვთქვით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ბინის (სახლის) ნომერს, რომელშიც ვცხოვრობთ. თუ ბინის ნუმეროლოგიური მნიშვნელობა ემთხვევა თქვენს ენერგეტიკას, მასში თავს კარგად იგრძნობთ, ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს "სახლის კედლებიც კი გეხმარებათ" და რომ "თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა".


წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ძლიერი დისკომფორტი შეგექმნათ, გქონდეთ თავის ტკივილი, მოწყენილობისა და შფოთის შეგრძნება, უგუნებობა წარუმატებლობა.


image


თავდაპირველად უნდა გამოვთავლოთ ბინის ნუმეროლოგიური ციფრი, შემდეგ კი ამის მიხედვით გავარკვიოთ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ციფრის გამოთლა მარტივია: მაგალითად, თუ ბინის ნომერია 138 = 1 + 3 + 8 = 12. 1 + 2 = 3. ანუ "3" — არის 138 ნომერი ბინის ნუმეროლოგიური ციფრი.



ახლა კი ვნახოთ, რა იმალება ნუმეროლოგიური ციფრების ქვეშ:


ციფრი 1.


პლანეტა - მზე


ამგვარი ბინა მასში მცხოვრებლებს შემოქმედებითი ენერგიითა და ცხოვრების სიხარულით აღავსებს. იგი საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს გამორჩეული და მიიპყროს გარშემომყოფთა ყურადღება. ამგვარ ბინაში თავს კარგად იგრძნობენ მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები და სხვა შემოქმედი ადამიანები.


ბინაში უნდა იყოს ბევრი სანათური და უნდა დომინირებდეს სტაფილოსფერი და წითელი.


ამგვარი სახლის ატმოსფერო უზრუნველი და ღიაა. მაგრამ მსგავს სახლში მყუდროდ თავს მხოლოდ დადებითი მუხტის მქონე ადამიანები იგრძნობენ. ბოროტი და უარყოფითი ენერგიის მატარებლებს კი აქ მხოლოდ წარუმატებლობა ელით.

ციფრი 2.


პლანეტა- მთვარე


ინტუიცია და გამჭრიახობა.


ბინა ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რომლებიც პატარა ბავშვებთან მუშაობენ, ასევე მზარეულებისა და მუსიკოსებისთვის.


მთავარი აქცენტი ამგვარ ბინაში სარკეებზე უნდა გაკეთდეს, ძირითადი ფერი კი უნდა იყოს კრემისფერი და მსუბუქი ზურმუხტისფერი.


დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს სააბაზანო ოთახის გარეგნულ სახეს - იგი ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს!



image

ციფრი 3.


პლანეტა - მარსი


ნებისყოფა, გადაწყვეტილების მიღება, მოქმედება!


ეს ბინა ზარმაცებისთვის ნამდვილად არ გამოდგება!


თუ პასური იქნებით, გადაწყვეტილებებს თქვენს გარეშე მიიღებენ. ბინაში გამუდმებით რაღაც იქნება შესაკეთებელი: სანტექნიკა, საკეტები, სკამები...


მაცხოვრებლები გამუდნებით ტონუსში და მოქმედებაში უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიის დაგროვება ავადმყოფობებს გამოიწვევს.


ინტერიერში წითელი ფერი უნდა დომინირებდეს.

განსაკუთღებით აქტიური ადგილებია ტუალეტი და შესასვლელი ოთახი - მათზე ყველაზე მეტად უნდა იზრუნოთ.


ციფრი 4.


პლანეტა- მერკური


კონტაქტები.


ამგვარ ბინაში უკიდურესი სიმართლე უნდა იყოს გამეფებული - ტყუილი აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ! აქ მაცხოვრებლებს ხშირად აქვთ მოგზაურობისადმი მიდრეკილება.


მოემზადეთ ხალხთან ხშირი ურთიერთობისთვის, არა მხოლოდ სახლში, არამედ სამსახურშიც.


ინტერიერში მთავარია ინფორმაციასთან დაკავშირებული ობიექტები: ტელევიზორი, ტელეფონი, კედელზე გაკრული ფოტოები, სამშვენისებზე ამოტვიფრული იეროგლიფები და ა.შ.


ხელსაყრელი ფერები კი არის ცისფერი, რუხი, ლურჯი და ყვითელი.


image

ციფრი 5.


ლანეტა - იუპიტერი


აქ ყველაფერი გლობალურია: ამგვარი ბინის ცხოვრება შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკასთან, მეცნიერებასთან - ყველაფერი ემსახურება ადამიანების გაერთიანებას კონკრეტული იდეის ირგვლივ.


აქ სასიკეთოა მეწამული ფერი. სამშვენისებად კი კარგი იქნება შორეული მოგზაურობიდან ჩამოტანილი ბრინჯაოს ნივთები.


არ მისცეთ საკუთარ თავს გაბრაზების უფლება და ყველაფერი კარგად გექნებათ!


არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ ბიბლიოთეკას - ის თქვენი ბინის მთავარი ადგილი უნდა იყოს!


ციფრი 6.


პლანეტა - ვენერა


დასვენება, სიყვარული და კომფორტი


ამგვარი ბინის მაცხოვრებლებს ნამდვილად გაუმართლათ აქ ან კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, ან გამოუსწორებელი სკანდალისტები.


ფერები ძალიან თბილია - ჩალისფერ-ყავისფერ გამაში.


ინტერიერში უნდა ჭარბობდეს დიდი, რბილი დივნები, მრგვალი მაგიდა, ხალიჩები, ყვავილები...

ჩვეულებრივ, ამგვარ სახლში უყვართ შინაური ცხოვრელები.


რაც მთავარია, ამგვარი ციფრის მქონე ბინაში ჩხუბის დაწყება დაუშვებელია - დამნაშავე ყოველთვის ჩხუბის ინიციატორი იქნება.

ციფრი 7.


პლანეტა - სატურნი


განუწყვეტელი გამოცდა!


ამ ბინის მაცხოვრებლები ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში და სხვადასხვაგვარ იმედგაცრუებას განიცდიან. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა!


ამავე ბინაში კარგად გამოდის შეგროვება, ხელობის დაუფლება. მთავარია ხშირად გააანალიზოთ თქვენი საქმეები და მოქმედებები. ამაში კი დაგეხმარებათ დროგამოშვებით შიმშილი და იოგა.


დომინირებადი ფერი არის მუქი ლურჯი. ინტერიერში სხვა დომინანტი არაფერია.


image

ციფრი 8.


პლანეტა - ურანი


ეს არის ასტროლოგებისა და ნათელმხილველების ბინა. თუ იქ რომელიმე პრაგმატისტი და მატერიალისტი დაბინავდება, იმედი გაუცრუვდება.


ამ ბინაში ყოველთვის გარშემორტყმული იქნებით მეგობრებით. მის შესამკობად გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ყვავილები. დომინანტი ფერი კი აუცილებლად უნდა იყოს ცისფერი.


ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან და სუფთად გქონდეთ ფანჯრები.


ციფრი 9.


პლანეტა- ნეპტუნი


საკმაოდ მძიმე ბინაა!


მასში კარგად იქნებიან მღვდლები, მუსიკოსები, მეზღვაურები და ექსტრასენსები.


აქ ძალიან მარტივია აუხდენელ ოცნებებში გადავარდნა და მავნე ჩვევების შეძენა. ეს ბინა ბერმუდის სამკუთხედს ჰგავს - გამუდმებით იკარგება როგორც საგნები, ასევე საღი აზრი.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


2. დაკვირვებიხართ რომელ მხარეს იღება თქვენი სახლის კარი? იცით რატომ? - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. გამოიცანი რომელია ამ ოჯახებიდან ყალბი - ამით საკუთარ თავზე ბევრ რამეს შეიტყობთ!

image


4. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!

image


5. აუცილებლად ჩამოაცვით კარის სახელურს ჭიქა - მეთოდი, რომელიც ყოველთვის დაგიცავთ!

image


6. უძველესი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული - ეს ბევრს დაეხმარა!

image


7. უძველესი ქალური მეთოდი, რომლითაც სურვილის ახდენა შეიძლება - დაგჭირდებათ მხოლოდ ნემსი და ძაფი

image

1
6021
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6021
  
2017, 3 სექტემბერი, 0:27
საინტერესოა :) (118)
0 1 1