x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508498
კახეთის გარკვეულ ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

image

გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაღალი წნევის გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ნაწილს დღეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

სოკარ ჯორჯია გაზის აღმოსავლეთი რეგიონალური ოფისის გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა 3-4 დღეში მიეწოდოს მოსახლეობას ბუნებრივი აირი.

რაც შეეხება გაზგასამართ სადგურებს, გიორგი მაჭავარიანის თქმით ვეჯინიდან მოყოლებული თელავის მიმართულებით, კახიფარის ჩათვლით ყველა მათგანი გაითიშა, რის გამოც რიგებია იმ სადგურებზე, სადაც მანქანების დატვირთვაა შესაძლებელი.

0
10
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0