x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 ყველაზე გავრცელებული სიზმრის ახსნა

image
სიზმარი, შესაძლოა, თქვენი სულის სარკეც კი აღმოჩნდეს. მისი ახსნა სცადა არაერთმა ფსიქოლოგმა, მაგრამ მეცნიერება უძლურია - სიზმრის ზუსტი ახსნა 21-ე საუკუნეშიც არ არსებობს, თუმცა არსებობს მოსაზრებები, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ცნობილი სიზმრები.

1. კბილის გატეხვა ან ამოღება- კბილი სიზმარში ბევრნაირად აიხსნება. ხშირად მას ისეთი ადამიანები ხედავენ, რომლებსაც კომუნიიკაცის პრობლემა აქვთ ან რამე ისეთი თქვეს, რასაც მწარედ ნანობენ.

2. საყვარელი ადამიანის სიკვდილი– სიკვდილი ცვლილებებისა და კონკრეტული ამბის დასასრულის მომასწავებელია. ხოლო, თუ დასაფლავება დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში სასარგებლო ნაბიჯებს გადადგამთ.

3. გარბიხართ, მაგრამ მოძრაობა გიჭირთ– თუ სიზმარში გაქცევა გინდათ, მაგრამ მოძრაობა გიჭირთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დასახული მზინის მისაღწევად საკმარისად არ მუშაობთ. სიზმარი გატყობინებთ, რომ დროა წინ წაიწიოთ, რადგან არსებული მდგომარეობა არ პროგრესირებს.

4. კლდიდან გადმოხტომა ან ორმოში ჩავარდნა- დაცემა და ჩამოვარდნა ზოგადად ცხოვრებისეულ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. სიზმარს მაშინ ვხედავთ, როცა არასწორი მიმართულებით მივდივართ.

5. სწრაფი სიარული- ეს ძირითადად ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებთანაა დაკავშირებული.


6. ფრენა- ადამიანები მაშინ ნახულობენ, როცა რთული სიტუაციებიდან გამოდიან და თავისუფლების შეგრძნება აბედნიერებთ.

7. გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა- თუკი მიხვედით გამოცდაზე მოუმზადებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ან რაღაც თქვენი მოთმინების ზღვარს ტესტავს.

8. მანქანის სწრაფად მართვა- ეს ხშირად მოტივაციისა და ნებისყოფის სიმბოლოა.

9. დედობა და ბავშვის ყოლა- ბავშვის ყოლა რაღაც ახლის დასაწყისზე მიანიშნებს.

10. საზოგადოებაში შიშველი გამოჩენა- ძირითადად მაშინ ვხედავთ, როცა ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში ვართ და გარშემომყოფები კრიტიკული თვალით გვიყურებენ.

0
297
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0