x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაყალბებული ფოტოსურათების გამოაშკარავება: თქვენ ახლა უკვე იცით სიმართლე!
ინტერნეტში ჩვენ ხშირად ვნახულობთ ეფექტურ ფოტოსურათებს, რომელთა სინამდვილის გვჯერა, მაგრამ ღირს კი ყველაფრის ბრმად, ერთი შეხედვით დაჯერება? საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ეგრეთწოდებული ისტორიული სურათი ფეიკი, ანუ გაყალბებული აღმოჩენილა. სწორედ მათზე გვექნება დღეს საუბარი.


მაშ ასე, მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ფოტოსურათი, რომელიც სულ სხვა კონტექსტითაა ცნობილი და შეცდომაში შეჰყავს ადამიანები.


1. ობოლი სირიელი ბიჭუნა


image



ეს ფოტო საკმაოდ ბევრმა ავტორიტეტულმა გამომცემლობამ გაავრცელა შემდეგი შინაარსით: დაობლებული სირიელი ბიჭუნა წევს მშობლების საფლავებს შორის. სინამდვილეში სიტუაცია სულ სხვაგვარადაა: არაბმა ფოტოგრაფმა შექმნა პროექტი, რომელიც ეხებოდა შვილების სიყვარულს მშობლების მიმართ და არანაირი კავშირი სირიის ომთან მას არ ჰქონია.


image



2. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გადაღებული ფოტო: გოგონა ნაგვის ურნაში


image

ფოტოსურათზე გაკეთებული წარწერა იუწყებოდა, რომ ულამაზო ბავშვებზე მშობლებს უარი უნდა ეთქვათ და ამ გოგონას მსგავსად უნდა მოესროლათ სანაგვეზე. სინამდვილეში ფოტო ორაზროვანია: რეალურად გაკეთებული წარწერა გვაფრთხილებს, რომ გაზონზე ფეხით გადავლა არ შეიძლება. ის, თუ საიდან მოხვდა გოგონა ნაგვის ურნაში, დღემდე უცნობია.


image



3. მსუქანთითებიანი ნიკოლა პაგანინი


image


ადრეულ სტადიაზე შექმნილმა ვიკიპედიამ გამოაქვეყნა სტატია მევიოლინე ნიკოლა პაგანინიზე, რომელსაც თან ერთვოდა მუსიკოსის ფოტო. ფოტო თითქოსდა აღმოჩენილი იყო ტურინში და ის ნამდვილ სენსაციად ითვლებოდა, თუმცა იტალიელებმა მაშინვე მოიაზრეს, რომ საქმე გაყალბებასთან ჰქონდათ. რეპროდუქციაზე გამოსახული ადამიანი ხელებმა გაყიდა: მას მსხვილი, მსუქანი თითები აქვს. როგორც ცნობილია, პაგანინის გამორჩეულად ნატიფი, თხელი ხელები ჰქონდა. სურათის სინამდვილე ეჭვქვეშ დააყენა აგრეთვე იმ დროისათვის შეუფერებელმა კოსტიუმმა, რომელშიც მუსიკოსია გამოწყობილი.



4. მოკლე შორტები-ავარიის გამომწვევი მიზეზი?


image

გასული საუკუნის ორმოციან წლებში გადაღებულ ამ პროვოკაციულ ფოტოზე აღბეჭდილია შორტებში გამოწყობილი ორი გოგონა, მის მახლობლად კი ბოძს შემსკდარი ავტომობილი. კონტექსტის მიხედვით, მძღოლის გაოგნება და ავარია უცნაურად ჩაცმული გოგონების ხილვამ გამოიწვია. სინამდვილეში ფოტოგრაფებმა დადგმული გადაღება განახორციელეს. თუ სურათს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ავტომობილი აბსოლუტურად დაუზიანებელია და არანაირი ავტოსაგზაო შემთხვევა აქ არ მომხდარა.


5. მერილინი და კენედი


image


მერილინ მონროსა და პრეზიდენტ კენედის შორის არსებული რომანის შესახებ ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ამ ფაქტის დასამტკიცებლად გამოქვეყნებული იქნა უამრავი ფოტო, მათგან ეს ყველაზე ცნობილია. სინამდვილეში ფოტოზე ასახულია არა მერილინი და კენედი, არამედ მათი ორეულები. ფოტოსურათი ეკუთვნის ფოტოგრაფ ელისონ ჯეკსონს, რომელიც სწორედ სახელგანთქმული ადამიანების ორეულებთან მუშაობითაა ცნობილი.


6. ტემზაზე მოცურავე ალფრედ ჰიჩკოკი


image

ყალბი აღმოჩნდა შემზარავი ფოტოსურათი, რომელზეც მდინარე ტემზაზე მოცურავე ალფრედ ჰიჩკოკია გამოსახული. სინამდვილეში სურათზე მანეკენია გადაღებული. ამის დასამტკიცებლად მინდა შემოგთავაზოთ ფოტო, რომელზეც ალფრედ ჰიჩკოკს მისივე მულაჟის თავი უჭირავს ხელში.


image



7. ნიუს სტილის ფოტოსურათები


image


ნიუს სტილის ეს ფოტოსურათები გამოქვეყნებული იქნა თითქოსდა ნუდისტური ფესტივალის პოპულარიზაციისათვის, სინამდვილეში კი ის ტანსაცმლის ცნობილი კომპანიის Landlubber-ის სარეკლამო ფოტოა.


8. ეს არ არის მარია კიური


image

ალბათ, ბევრ თქვენგანს უნახავს ეს ფოტო და დარწმუნებულია, რომ მასზე ცნობილი ფიზიკოსი მარია კიურია გამოსახული. სინამდვილეში ფოტოსურათზე მსახიობი Susan Marie Frontczak-ია გამოსახული. ის კიურის როლს ასრულებდა თეატრალურ დადგმაში " მანია". აღსანიშნავია, რომ ეს ფოტო ტოგოს რესპუბლიკაში საფოსტო მარკებზე დაიბეჭდა მარია კიურის სახელით. ასეთივე მარკები იქნა გამოშვებული ზამბიაში, მალიში, გვინეასა და გვინეა-ბისაუში. უცნაურია, როგორ დაუშვეს ასეთი უზუსტობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა.


image



9. ფრიდა კალო? -უკაცრავად, გეშლებათ!


image

ასევე საკმაოდ პოპულარულია ფოტო, რომელზეც ვითომდა მექსიკელი არაორდინალური მხატვარი ქალი ფრიდა კალოა გამოსახული. აი, როგორ გამოიყურება ეს ფოტოსურათი ორიგინალში.


image



10. ასე იქმნებოდა კინოკომპანია MGM-ის ცნობილი ლოგო?


image

სინამდვილეში ასე სულაც არ იქმნებოდა კომპანიის ლოგო და MGM-ის ლომი აქ არაფერ შუაშია.

ეს არის ქსელში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაყალბებული ფოტოსურათი. სინამდვილეში ფოტოზე აღბეჭდილია ლომი სამოსონი, რომელსაც 2005 წელს გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. საჭირო გახდა თავის ტვინზე ოპერაციის გაკეთება მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

აი, სინამდვილეში როგორ იქმნებოდა MGM-ის ნამდვილი ლოგო


image


0
278
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0