x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სიყვარული, როგორც დაავადება
image


“სიყვარულის ეს არის ურთიერთშერწყმა პიროვნების სისრულის, ინდივიდუალიზმის შენარჩუნების პირობით. ეს არის აქტიური ძალა ადამიანში, ძალა, რომელიც ადამიანთა შორის ზღუდეებს არღვევს და აერთიანებს მათ.” - ერიხ ფრომი.


ერიხ ფრომისაგან განსხვავებით, ამერიკელი ფსიქოლოგი დოროთი ტენოვი სიყვარულს სხვა განზომილებაში განიხილავს. თავის წიგნში „სიყვარული და შეყვარებულობა“ მან მგზნებარე რომანტიული სიყვარული აღწერა როგორც ბრმა ბიოლოგიური მექანიზმი, რომელსაც უზრუნველყოფს წინაპრებისგან გადმოცემული გამრავლების მოთხოვნილება. ტენოვი „მგზნებარე სიყვარულს“ არ მიიჩნევს ჭეშმარიტ სიყვარულად და ის აღწერილი აქვს როგორც დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით:


1) გამუდმებით სიყვარულის ობიექტზე ფიქრი;

2) საპასუხო გრძნობების მწვავე და მტკივნეული საჭიროება;

3) ეიფორიის შეგრძნება;

4) სრული ფოკუსირება სიყვარულის ობიექტზე იმდენად, რომ ყურადღების გარეშე რჩება მეტად საპასუხისმგებლო და საჭირბოროტო სხვა საკითხები;

5) სიყვარულის ობიექტის დამახინჯებულად აღქმა: ხშირ შემთხვევაში გაზვიადებულია მისი დადებითი თვისებები, ხოლო უარყოფითი იგნორირებულია, ან დადებითად მიჩნეული;



6) სიყვარულის ობიექტის მიმართ ძლიერი სექსუალური ლტოლვა.


image


ტენოვის თქმით, სიყვარულის, როგორც დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს 2 წამალი მის წინააღმდეგ:

1) სიყვარულის ობიექტთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა – ეს მეთოდი ძალიან მტკივნეულია და თითქმის ყოველთვის დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი;


2) ახალი ურთიერთობის დაწყება.


ასეთი „მგზნებარე სიყვარული“, როგორც წესი, 1 - 4 წლის განმავლობაში გრძელდება. შემთხვევით არ ამბობენ, რომ წყვილები ყველაზე ხშირად 4 წლის თავზე შორდებიან. თუმცა, ტენოვი სიყვარულის დასასრულს აუცილებლად პესიმისტურად არ განიხილავს. მან გამოარჩია ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც დამახასიათებელია იმ იშვიათი მონოგამური წყვილებისთვის, რომლებიც დიდხანს რჩებიან ერთად. ასეთი სიყვარული ბევრად უფრო მშვიდია და არ მოიცავს სხვა ადამიანით ერთგვარ „შეპყრობას“ და არ წააგავს არც სიგიჟეს, რაც ფრომის მიერ სიყვარულის განმარტებასთან ჰარმონიაში ჯდება.

0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0