x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამაღელვებელი მომენტი -ლიონელ მესიმ დაცვისგან დაბლოკილ პატარა ბიჭუნას დაუძახა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო(ვიდეო)

imageთანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელმა, არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაცვისგან დაბლოკილ პატარა ბიჭუნას დაუძახა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო.


ამაღელვებელი ინციდენტი 31 აგვისტოს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მოხდა, სადაც ურუგვაის და არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის წინა შესარჩევი მატჩი გაიმართა.


ლიონელ მესი სტადიონის ტერიტორიაზე შედიოდა დაცვის თანხლებით, როდესაც იქვე მდგომი დაახლოებით ათიოდე წლის ბიჭუნა მასთან მიახლოებას ცდილობდა, დაცვის წევრმა ბიჭუნას მკლავში ხელი წაავლო და უხეშად მოაშორა იქაურობას, ბიჭუნას ტირილი წასკდა, მესიმ შეამჩნია ინციდენტი და დაცვას დაუძახა ბიჭუნა უკან მოებრუნებინათ.


ამის შემდეგ მსოფლიოს №1 ფეხბურთელმა მასთან ერთად ფოტოები გადაიღო.



დღეისთვის არგენტინას 22 ქულით მე-5 ადგილი უკავია სამხრეთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ სამხრეთ ამერიკულ ქვეჯგუფში, ურუგვაი მე-3 ადგილზეა 23 ქულით.სულ ოთხ სამხრეთამერიკულ ნაკრებს აქვს უფლება ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართება.





1
190
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
2017, 1 სექტემბერი, 12:49
ადამიანური საქციელია–მომეწონა...
0 1 1