x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ფსიქოლოგიური ხრიკი,რომლითაც ნებისმიერს ,,ააგდებთ"
image

ფსიქოლოგია-ეს მეცნიერებაა, რომლის კანონების იგნორირება შეუძლებელია. ეს იციან მარკეტოლოგებმა, დამსაქმებლებმა და თაღლითებმაც კი.

გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ხრიკებს, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეგიძლიათ.


როგორ ამოვიცნოთ “თაყვანისმცემელი"


image

ალბათ გიგრძვნიათ, რომ ვიღაც გიყურებთ, თუმცა პირდაპირ მისი მზერის დაჭერა ვერ მოახერხეთ? ჩაატარეთ ტესტი:გაიხედეთ სხვა მხარეს და დაამთქნარეთ ხანგრძლივად და “გემრიელად". შემდეგ კი შეხედეთ მას, ვისზეც ეჭვობთ, რომ გაშტერდებათ. მთქნარება გადამდებია და თუ ის ადამიანი ნამდვილად გაკვირდებოდათ, ისიც მაშინვე დაამთქნარებს.


როგორ გავიკვლიოთ გზა ხალხში

image

თუ ხალხის ჯგუფში დგახართ და გზა გაქვთ გასაკვლევი მოიქეცით ასე:თვალებით მოძებნეთ მიზანი, რომლისკენაც წახვალთ და ისე, რომ თვალი არ მოაშოროთ, დაიძარით მისკენ. გაგიკვირდებათ და ხალხი თვითონ დაგითმობთ გზას. ეს ხრიკი არ იმოქმედებს თუ მზის სათვალე გიკეთიათ ან თუ სმარტფონში ჩარგავთ თავს.


როგორ გავაუვნებელყოთ მოწინააღმდეგე

თუ არის ადამიანი, რომელსაც თვალში არ მოსდიხართ და თქვენს პროვოცირებას ცდილობს უსაფუძვლო ბრალდებით და ცილისწამებით, მოიქეცით ასე:დაჯექით მის გვერდით. ოპინენტს მოუწევს თქვენსკენ მოტრიალდეს. თქვენი სიახლოვე მასში დანაშაულის გრძნობას აღძრავს და ან ტონს შეარბილებს ან სულ გაჩუმდება.


მზერით აიძულეთ ილაპარაკოს

image

თუ მოსაუბრე რაღაცას გიმალავთ, ნუ ჩააცივდებით. ჩახედეთ თვალებში და მზერა არ მოაშოროთ. უხერხულობის და დანაშაულის გრძნობა მალე აალაპარაკებს.


როგორ ვაიძულოთ თხოვნა შეგვისრულონ

არსი ძალიან მარტივია: თუ ფასდაკლება გსურთ, ჯერ სთხოვეთ უფასოდ გაჩუქონ. დიახ, ნუ გეცინებათ. თქვენ რათქმაუნდა უარს გეტყვიან, მაგრამ ქვეცნობიერში წარმოშობილი დანაშაულის გრძნობა, რომ უარი გითხრეს თხოვნაზე, ფასდაკლებაზე უარის თქმის საშუალებას აღარ მისცემს მეორე ჯერზე.


შეარჩიეთ “სწორი" ყური

image

კიდევ ერთი ტრიუკი:მარჯვენა ყურით მოსმენილი ფრაზები ლოგიკაზე მოქმედებენ, მარცხენათი მოსმენილი კი გრძნობებზე. საქმეებსა და სამსახურზე საუბრისას დადექით თანამოსაუბრისგან მარჯვნივ. კომპლიმენტები კი მარცხენა მხრიდან უთხარით :)


ადრენალინი პირველ პაემანზე

image

თუ გოგონას პირველივე პაემანზევე გინდათ თავი მოაწონოთ, დაპატიჟეთ ატრაქციონებზე, ექსტრემალურ სპორტზე... ამ დროს ტვინში აქტიურდება ცენტრი, რომლის წყალობითაც თქვენი საზოგადოება პარტნიორს სიამოვნებას მიანიჭებს და პაემანი ნამდვილად დაუვიწყარი იქნება.


ხშირად მიმართეთ სახელით

თუ გსურთ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, გაცნობის შემდეგ ხშირად მიმართეთ სახელით. საკუთარი სახელი ხომ თაფლია ჩვენი ყურებისთვის.


სნეკმენის ეფექტი

ეს ტრიუკი იუთუბის ვიდეოდან გახდა ცნობილი, რომელშიც ორი მოჩხუბრის დაშოშმინება ერთმა მამაკაცმა შეძლო, თანაც სულ იოლად, ის უბრალოდ მათ შუაში ჩადგა და ჭამა დაიწყო. საჭმელს ნამდვილად აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხალხი, რომელიც ხედავს თუ როგორ ჭამს სხვა, უფრო ნაკლებაგრესიული ხდება.


ვიზუალური კონტაქტი

თუ ადამიანს საუბრისას თვალებში უყურებთ, მას უჩნდება განცდა, რომ ის თქვენთვის საინტერესოა და ეს მის თვითშეფასებას ამაღლებს. თუ ადამიანი მოგეწონათ, უყურეთ თვალებში საუბრისას და შეეცადეთ მისი თვალების ფერი დაიმახსოვროთ. თქვენი მზერის დაფიქსირებისას, თანამოსაუბრე თქვენდამი კეთილგანეწყობა.


0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0