x
image
melody_inside
NASA - შავმა ზღვამ ფერი შეიცვალა
NASA-ს მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს, რომ შავმა ზღვამ, რომელიც ყველაზე მუქია დედამიწაზე, ფერი შეიცვალა.

image

NASA-ს მეცნიერებმა კოსმოსიდან თანამგზავრ Aqua Satellite-ის მიერ სპექტოგრაფ Moderate Resolution Imaging Spectroradiometer-ის დახმარებით გადაღებული ახალი სურათები მიიღეს, რომლებზედაც უჩვეულო ფერის შავი ზღვაა ასახული _ აცხადებს Daily Mail.


განცხადებაში ნათქვამია _ „Aqua Satellite NASA -მ კოსმოსიდან მიიღო შავი ზღვის განსაცვიფრებელი გამოსახულება, რომელზეც ჩანს, თუ როგორ დომინირებს ფირუზისფერი იმ ადგილებში, სადაც როგორც წესი მუქი-ლურჯი წყალი იყო“.


სურათებზე ჩანს, რომ შავმა ზღვამ, რომელიც ყველაზე მუქია მსოფლიოში, ფერი შეიცვალა. ზოგ ადგილებში მუქი ლურჯის
ადგილზე სპეციალისტებმა ფირუზისფერი დაინახეს - ასეთი ნათელი ლაქები ყველაზე მეტად რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის ნაპირებთანაა.


მეცნიერების თქმით, ეს დაკავშირებულია ზღვის ძლიერ დინებასთან, რომელმაც შავ ზღვაში შემოიტანა დიდი რაოდენობით ფიტოპლანქტომი, კონკრეტულად - ერთუჯრედიანი პლანქტონური
წყალმცენარეები კოკოლიტოფორიდები. სწორედ ეს მიკროორგანიზმები გახდა წყლის ფერის შეცვლის მიზეზი.



მიკროსკოპული ორგანიზმები მასობრივად აყვავებისას თითქოსდა აზავებენ შავი ზღვის წყლებს. და იმდენად, რამდენადაც მათი მოძრაობა დინებებით განისაზღვრება, კოსმოსიდან ის გიგანტურ „ქარიშხალს“ გავს. წყალმცენარეების აქტიურმა ყვავილობამ წყალში ჟანგბადის უკმარისობამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც ზღვის მობინადრეებს მიაყენებს ზიანს.




შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ კიევმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ქვეყნების (ІМО) ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის ნავიგაციას.




imageimageimageimageimageimageimageimageimage

იხილეთ ასევე:

1. NASA აღიარებს, რომ უცხოპლანეტელების 4 რასასთან მიმდინარეობს კონტაქტი


2. დაივერმა, რომელსაც ჟანგბადი გამოელია, ორი დღე გაატარა წყლის ქვეშ


3. ჩრდილოეთ კორეაში ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ მათი კოსმონავტი მზეზე დაეშვა!!!







0
1558
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0