x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ფერეიდნელი ქართველის სიმღერა
image


ფერეიდნიდან ჩამოსვლას რამდენი წელი ველოდე,

ცრემლის ფარდაგი დავფინე ჩემს ლამაზ საქართველომდე,

რამდენი ღამე ვათენე, რა გზები გამოვიარე,


ჩემი წინაპრის ძვლებზედა სულ ფეხით გადმოვიარე.


მტანჯეს და ვერვინ აღმგავა ქართველი მიწის პირიდან,

ოდესღაც ძალით განმდევნეს მშობლიურ რუისპირიდან,

ამიწიოკეს წვრილშვილი, კარზე მომიხტნენ ანაზდად,

სისხლი მადინეს იმდენი - გააწითლებდა ალაზანს.


ბუდიდან ისე ამყარეს, არ დამრჩა სისხლის ამღები,

შირაქის გზაზე მომიკლეს თვალცრემლიანი ბალღები,

არც რა მებადა უბედურს, არც სახლში დამრჩა არავინ,

შემომიზომეს "სამშობლოდ" - ხორასან-მაზანდარანი.


თან გამყვა ნელსურნელება გომბორის ლურჯი ტყეების,

სიზმრადაც ბევრი მინახავს შვიდფერი ცისარტყელები,

ოთხასი წელი ვკითხულობ: "შორია გურჯისტანამდე?"

ჯერ ქართლ-კახეთი მაჩვენე, ღმერთო, ნუ მომკლავ მანამდე.


სპარსეთს სოფლები ვაშენე, ჟამისგან ვერ დაძლეული,

ნინოწმინდა და ნორიო, ლილო და პატარძეული,

ზოგს მუკუზანი დავარქვი, ზოგს - მაჩხაანი, თელავი...

ჩუმჩუმად ღვინოს ვწურავდი, ჩუმჩუმად ნაბადს ვთელავდი.


საქართველოზე ოცნება მტარვალმა ვერ მომაშორა,

ხომ მომიყვანეს ლოცვებმა - გრემს, მარტყოფსა და ვაშლოვანს,

უფალო, ძალა მომეცი, ვცოცხლობდე და ვქართველობდე,

სპარსეთის საქართველოდან - ჩემს ნამდვილ საქართველომდე!


თინათინ მღვდლიაშვილი. 2004 წლის გიორგობისთვე 7.



image


ორი ქართველი, ორივე ხუციშვილი, ორივე მარტყოფელი - ერთი ირანის ფერეიდნიდან, მეორე საქართველოს კახეთიდან... 400 წლის შემდეგ თანაფესვები ერთმანეთს შეხვდნენ.

0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0