x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ყველაზე ხანდაზმული ხე

imageუმეას უნივერსტიტეტის მეცნიერებმა, შვედეთში, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ხე აღმოაჩინეს. ეს გახლავთ ფიჭვი, რომლის ასაკიც ანალიზის მიხედვით, 10000 წელს შეადგენს. უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, პრესრელიზის მიხედვით, ბოტანიკოსებმა ფულუს მთაზე სამი მხცოვანი ხე აღმოაჩინეს, ერთი მათგანი 375, 5660 წლის იყო, მეორე 9000 და მესამე 9550-ის. ამ ფიჭვებს შემთხვევით ხეების აღწერისას გადააწყდნენ და მართლა გაოგნებულები დარჩნენ. მათ ვერც კი წარმოედგინათ დედამიწაზე ამ ასაკის ხის არსებობა.
ამ ფაქტამდე მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ რომ უძველესი ხეები ჩრდილოამერიკული “სეკვოები" იყო, მათი ასაკი 4-5 ათასი წელია. თუმცა ფიჭვმა აშკარად აჯობა მათ ხანდაზმულობით. ამ ხის ფესვები იმ პერიოდის მომსწრენი არიან, როდესაც უკანასკნელი გამყინვარება ახალი დამთავრებული იყო. რაც შეეხება ხის ტანს, იგი ფესვებზე ახალგაზრდაა, ყველაზე ნორჩი ამონაყარი კი 1940 წელს ეკუთვნის.
ამ აღმოჩენამ ბოტანიკოსები საგონებელში ჩააგდო.თავიდან არსებობდა ვერსია, რომ ფიჭვის სამშობლო სკანდინავია იყო, თუმცა ახლა ამ ტერიტორიის გადასინჯვა ხელახლა მოუწიათ. როგორც აღმოჩნდა ფიჭვის თესლები შვედეთში ჩრდილოეთიდან მიგრირებულმა ხალხმა, ძალიან, ძალიან შორეულ წარსულში ჩამოიტანა. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი ის გახლავთ, რომ ამ ადგილას ადრე კლიმატი ბევრად თბილი იყო ვიდრე ახლაა.
imageკიდევ ერთი რეკორდსმენი ხე სულ სხვა კლიმატურ ზონაში მდებარეობს. საუბარი ეხება უიშვიათეს ეგზემპლიარს Shorea platyclados - ს, რომელიც ცოტა ხნის წინ კუნძულ კალიმანტანის ტროპიკულ ჯუნგლებში აღმოაჩინეს. მწვანე გიგანტი სიმაღლით 40 მეტრს აღწევს, მისი ტანის გარშემოწერილობა კი 14, 3 მეტრია.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ საქმე აქ უკვე ასაკს კი არა, ზომას ეხება, ეს ყველაზე დიდი ხეა მსოფლიოში. იგი ყველაფერთან ერთად ძალიან ლამაზიცაა და მეტად სასარგებლოც.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მწვანე გიგანტი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ აიყვანა, აქვე ავღნიშნავ, რომ იგივე ჯიშის სხვა ხეებს მსგავსი პატივი არ რგებიათ. ერთი კუბომეტრი ხის მერქანი 300 ა.შ.შ. დოლარი ღირს; მისგან შესანიშნავი კარები, იატაკი, ფანჯრები და სხვა ნივთები მზადდება.




8
270
5-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
270
  
2012, 15 ივნისი, 17:49
არაფერს :)
2012, 15 ივნისი, 17:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ანგელოზი-ის კომენტარზე
2012, 15 ივნისი, 17:35
გაზეთში წერია სტატია მაგრამ არ ვიცი რომელი გაზეთია... მარტო სტატია მაქ ამოჭრილი :)
2012, 15 ივნისი, 17:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 15 ივნისი, 17:29
მადლობთ შეფასებისთვის... მაგრამ წყაროს ვერ დავასახელებ :)
2012, 15 ივნისი, 17:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 15 ივნისი, 17:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8