x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
იცოდით, რომელი წელია ახლა ჩრდილოეთ კორეაში? - ჩაკეტილ ქვეყანაში მოქმედი არაადამიანური კანონები
ჩრდილოეთ კორეა ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნად ითვლება მსოფლიოში, რაც სრულებით არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ უამრავი სასტიკი და არაადამიანური კანონი მოქმედებს. სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს ართმევს და თავს ახვევს უცნაურ, ტოტალიტარულ კანონებს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ არაადამიანურ, მკაცრ და უსამართლო კანონებზე გვექნება საუბარი.

მაშ ასე, გაეცანით ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ 17 სასტიკ და ტოტალიტარულ კანონს:


1. ჩრდილოეთ კორეაში მოქმედებს სულ სამი სატელევიზიო არხი. ამასთან თითოეული მათგანი მკაცრად კონტროლდება ხელისუფლების მიერ



image


2. "სამი თაობის დასჯის" წესი თქვენ შოკში ჩაგაგდებთ:

თუ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, დასჯიან არამარტო მას, არამედ მის მშობლებს, ბებია-ბაბუას და შვილებსაც კი


image

ეს შემზარავი კანონი დაწესდა იმისათვის, რომ პატიმრებს არასოდეს გაუჩნდეთ ციხიდან გაქცევის სურვილი (ამ შემთხვევაში ხელისუფლება შურს მის ახლობლებზე იძიებს).


3. ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ ყველა მამაკაცს და ქალს უფლება აქვს გაიკეთოს მხოლოდ მთავრობის მიერ დაწესებული 25 ვარცხნილობიდან ერთ-ერთი. ყველა დანარჩენი ვარცხნილობა აკრძალულია


image

კანონი შემოღებული იქნა ჩრდილოკორეელი მმართველის კიმ ჩენ ინის მიერ 2013 წელს. საგულისხმოა, რომ ამ 25 ვარცხნილობაში არ შედის ხელისუფლების ლიდერის ვარცხნილობა. კიმ ჩენ ინს სურდა მისი უნიკალურობა შეენარჩუნებინა (ვაი მას, ვინც გაბედავს და ამგვარად შეიჭრის თმებს).


4. ქვეყანაში არსებობს კალათბურთის თამაშის განსაკუთრებული წესები


image

მათ მთელი თამაში შეცვალეს. მაგალითად, სლემ-დანკს მოაქვს 3 ქულა და არა 2, ბოლო სამ წუთში შესრულებული ორქულიანი ჩაგდება კი 8 ქულას ნიშნავს. თუ მოთამაშემ ზედიზედ სამი ჩაგდება გააფუჭა, მის გუნდს 2 ქულა აკლდება და ა.შ.


5. იმისათვის, რომ ქვეყნის დედაქალაქში იცხოვრო, მთავრობის ნებართვაა საჭირო


image

კიმ ჩენ ინს სურს, რომ ფხენიანში ცხოვრობდნენ მხოლოდ წარმატებული, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები. თუ თქვენ ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრებას აპირებთ, ამისათვის მთავრობის პირდაპირი ბრძანება დაგჭირდებათ.


6. მოსწავლეების მშობლებმა უნდა შეიძინონ სკოლისათვის მერხები, სკამები და სამშენებლო მასალები


image

მოსწავლემ თავად უნდა გადაიხადოს მერხის, სკამის და სკოლის მშენებლობისათვის საჭირო თანხა. ეს ფული სწავლის ღირებულებაში არ შედის.


7. ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია ბიბლიის ქონა


image


ქვეყანაში ბიბლია დასავლური კულტურის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ის აკრძალულია. რამდენიმე ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა ერთ ქრისტიანს ბიბლია აღმოუჩინეს. ის დააპატიმრეს და სამაგალითოდ დასაჯეს.


8. Apple-ს, Sony-ს და Microsoft-ს აკრძალული აქვთ თავიანთი პროდუქტის გაყიდვა ქვეყანაში


image

არავითარი iPhone-ბი, ტელევიზორები და ნოუთბუქები ზემოთჩამოთვლილი ბრენდებისა კორეელებისთვის არ არსებობს. ამ ქვეყნის მცხოვრებლებმა ძალიან ცოტა რამ იციან ელექტრონულ მოწყობილობებსა და ტექნოლოგიებზე, რადგან მთავრობის მიერ გატარებული იზოლაციის პოლიტიკა ბევრ რამეს მალავს.


9. აკრძალულია ქვეყანაში დასავლური ლიტერატურის შეტანა, რომელშიც ჩრდილო კორეა თუნდაც სრულიად უწყინარ კონტესტშია ნახსენები


image


გზამკვლევი წიგნიც კი, მაგალითად, Lonely Planet კონფისკირებული იქნება მესაზღვრე კონტროლიორის მიერ. თუ თქვენ ტურისტი ხართ, საბაჟოზე შეამოწმებენ ყველანაირ მუსიკას, ფილმებს და წერილობით მასალებს, რომელიც თქვენ ტელეფონში ან ლეპტოპში გაქვთ ჩაწერლი.


10. ჩრდილოეთ კორეაში მანქანები შეშაზე მუშაობს


image

ჩრდილო კორეა, რომლის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, პრაქტიკულად ფუნქციონირებს ნავთობპროდუქტების და ბენზინის გარეშე. ტრანსპორტი აქ მუშაობს მასალაზე, რომელსაც კორეელები შეშის გაზს უწოდებენ. ეს არის ნახშირჟანგი და აიროვანი წყალბადი, რომელსაც შეშისაგან ან ნახშირისაგან აწარმოებენ. რა თქმა უნდა, შეშის გამოყენება საწვავად ავტომობილებში-ეს ეკოლოგიური კატასტროფაა. შეშის აირის ძრავები გამოგონებული იქნა 1839 წელს და გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, თუმცა უკვე დიდი ხანია მათ აღარავინ გამოიყენებს.



11. საშინელი სიღარიბე ჩრდილო კორეაში კოსმოსიდანაც კი შესამჩნევია


image


ჩრდილო კორეის ეკონომიკა მკაცრად ცენტრალიზებულია. 2015 წელს აქ დაიწყო გარკვეული რეფორმები, თუმცა მაინც შენარჩუნებულია ხისტი ეკონომიკის კანონები. შიდა სასარგებლო პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 1800 დოლარს აღწევს, ეს კი ნიშნავს 197-ე ადგილს მსოფლიოში. სამხრეთ კორეაში ეს ციფრი 18-ჯერ, ხოლო აშშ-ში 28-ჯერ მეტია. ქვეყნის 28 მილიონი მოქალაქიდან უმეტესობა სიღატაკეში ცხოვრობს, ხოლო ბავშვების 30% შიმშილობის გამო ნაკლებგანვითარებულები არიან.


12. ჩრდილოეთ კორეაში არ არის კანონი, რომელიც მარიხუანას ეხება


image


ძნელია იმის თქმა, ლეგალურია თუ არა მარიხუანა ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა ფაქტია, რომ მისი აკრძალვის შესახებ კანონი არ არსებობს. ანინიმური წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ინი მარიხუანას ნარკოტიკად არ თვლის და ამიტომ მისი აკრძალვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა რამდენად სარწმუნოა ეს ფაქტი-ძნელი სათქმელია.


13. ჩრდილოეთ კორეაში საკონცენტრაციო ბანაკები დღესაც ფუნქციონირებს


image


ანონიმური წყაროებით, ჩრდილო კორეის დაახლებით 200 ათასი მოქალაქე საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრობს. სავარაუდოდ, ისინი პოლიტიკური დანაშაულის გამო არიან დასჯილნი. თუ ადამიანი პოლიტიკურ დანაშაულს ჩაიდენს, მთელი მისი ოჯახი ექვემდებარება ინტერნირებას. თუ პატიმარი ციხიდან გარბის, მისი ოჯახის ყველა წევრს სიკვდილით სჯიან, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. 40% ამ ბანაკებში მყოფი ადამიანებისა კვდება არასაკმარისი კვების გამო. ბევრ მათგანს მისჯილი აქვს კატორღული შრომა სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა, როგორც წესი, პატიმართა უმრავლესობა ასეთ პირობებში დიდხანს ვერ ცოცხლობს.


14. ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია


image


ჩრდილოეთ კორეაში არსებითად განსხვავებული კალენდარია, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. წელთაღრიხვა აქ იწყება მათი ძვირფასი ბელადის კიმ ირ ჩენის დაბადებიდან: 1912 წლის15 აპრილიდან. ასე რომ კორეაში ახლა მხოლოდ 105 წელია.


15. ჩრდილოეთ კორეაში, თქვენ წარმოიდგინეთ და... არჩევნები ტარდება


image



მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები ტარდება, ეს სულაც არაა თავისუფალი არჩევნები. ასარჩევ სიაში მხოლოდ ერთი ადამიანია. ასეა თუ ისე, საბოლო ჯამში კორეელების 100% თავიანთ ლიდერად კიმ ჩენ ინს ირჩევს ( აბა ერთი გაბედონ და პროტესტი გამოთქვან).


16. კიმ ირ სენი კორეელების ერთადერთი ნამდვილი ლიდერია


image


მიუხედავად იმისა, რომ კიმ ირ სენი, კორეელების პირველი ლოდერი კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, დიდი ხანია გარდაიცვალა, ის მაინც ქვეყნის ლიდერად ითვლება. სწორედ ამიტომ ჯერ მისმა შვილმა და ამჟამად შვილიშვილმა - კიმ ჩენ ინმა იოლად ჩაიგდეს ხელში ხელოსუფლების სადავეები.


17. ახალი ლიდერი კიმ ჩენ ინი ექსცენტრული, სასტიკი დიქტატორია


image


როცა ის ხელისუფლებაში მამის, კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ მოვიდა, ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ წინ ლიდერებთან შედარებით ახალგაზრდა და ევროპაში განათლებამიღებული ახალი მმართველი სასიკეთო რეფორმებს გაატარებდა, მაგრამ ამაოდ. კიმი ისევე ცდილობს თავისი ხელისუფლების შენარჩუნებას, როგორც მისი მამა და ბაბუა თავის დროზე.

ხელისუფლებამ წამიერად დააბრმავა იგი. აბა წარმოიდგინეთ, რა ჯობია: იყო ქვეყნის მმართველი, რომლის ღმერთიც თქვენვე ხართ ან მიანიჭო ხალხს თავისუფლება, რომ თვითონ აირჩიონ ცხოვრების მიმართულება და თავიანთი მმართველი? - ეს ყველა ლიდერის შეცდომაა; მათ ჰგონიათ, რომ თავად უკეთ უწყიან, რა სურს ხალხს.
კორეის ახალ ლიდერს ბევრი უცნაურობა ახასიათებს: ის ერთადერთი გენერალია მსოფლიოში, რომელსაც არანაირი სამხედრო გამოცდილება და განათლება არ აქვს, მან გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რათა თავის ბაბუას დამსგავსებოდა, მან სიკვდილით დასაჯა თავისი ბიძა (მამის ძმა), რადგა ეჭვი ჰქონდა, რომ ის მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა. კიმ ჩენ ინმა არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა ყოფილი მეგობარი გოგონაც კი.


18. ინტერნეტი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელია


image


ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულების მუშაკებს. დანარჩენი მცხოვრებლებისთვის მისაწვდომია ნაციონალური კომპიუტერული ქსელი, ინტრანეტი ”კვანმიონი”. ამ ქსელის შევსებაზე ჩრდილოეთ კორეის კომპიუტერული ინფორმაციის ცენტრი აგებს პასუხს. ის ტვირთავს ინტერნეტიდან იდეოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალურ მასალებს, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მსგავსს და ”კვანმიონში” ათავსებს.




პ.ს. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ერთი აზრმა გამიელვა თავში: რა ბედნიერებაა, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ მეთანხმებით?

0
508
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0