x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დავლიოთ თუ არა Coca-Cola? სასმელის საიდუმლო «ექსტრაქტი»

2006 წელს თურქეთში, პირველად მსოფლიოში, დაიწყო სასამართლო განხილვა Coca-Cola-ას შემადგენლობის შესახებ.

სასმელის ეტიკეტზე, ჩვეულებრივ, მითითებულია რომ კოკა-კოლას შემადგენლობაში შაქარი, ფოსფორმჟავა, კოფეინი, კარამელი, თხევადი ნახშირორჟანგი და რაღაც «ექსტრაქტი» შედის. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ეჭვის საფუძველი და Coca-Cola-ას კომპანია იძულებული გახდა გაემხილა საიდუმლო. როგორც აღმოჩნდა, ზემოთ ხსენებული ექსტრაქტი, სინამდვილეში სითხე იყო რომელსაც Cochineal (კოშენილი)-დან ღებულობენ.

კოშენილი არის მწერი, რომელიც კანარის კუნძულებზე და მექსიკაში ბინადრობს. ის ხორთუმით ეწებება მცენარეს და მისგან სითხეს წოვს. კოშენილი სიცოცხლის მანძილზე ერთ მცენარეზე არის მიმაგრებული. მას სპეციალურ მინდვრებზე ხელოვნურად ამრავლებენ, ხოლო როდესაც დრო მოვა, მწერებს ადგილობრივი მოსახლეობა აგროვებს. გამხმარი კოშენილი ქიშმიშს წააგავს, მაგრამ სინამდვილეში, ეს მწერი არის! სწორედ ამ მწერებით იღებება კოკა-კოლა ყავისფრად. ამ «ექსტრაქტის» დამატების გარეშე – მწვანე ფერის იქნებოდა.

Coca-Cola-ას სახელის პირველი ნაწილი, მწერის სასელის მიხედვით დაარქვეს. რაც შეეხება სახელის მეორე ნაწილს – მცენარის სახელია, რომლიდანაც სასმელი იწარმოება.


image

image

მეცნიერებმა ვაშინგტონიდან კოკა-კოლას ინგრედიენტები შეისწავლეს და როგორც აღმოჩნდა, კარამელი გამდნარი შაქარი კი არა, შაქრის, ამიაკის და სულფიტების ქიმიური ნაზავი იყო, რომელიც მაღალი წნევის და ტემპერატურის პირობებში მიიღება. ამ ნივთიერებას ფილტვების, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვალის სიმსივნის და ლეიკემიის გამოწვევა შეუძლია.

ასევე გაირკვა, რომ გაზიანი სასმელის შემადგენლობაში სპირტიც შედის და მასში არომატულ ზეთებს და დარიჩინს ამატებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარმინმა, კოშენილისგან მომზადებულმა სითხემ, სერთიცირება ვერ გაიარა და რის გამოც, ზოგიერთ ქვეყანაში კოკა-კოლა არ იწარმოება.


ორგანიზმი, კოკა-კოლის მოხმარების შემდეგ, ასე რეაგირებს:


10 წუთის შემდეგ

image10 ჩ. კ. შაქარი პირდაპირ საჭმლის მომნელებელ სისტემას «ურტყავს» და გულისრევის შეგრძნება მხოლოდ იმიტომ არ ჩნდება, რომ შაქრის მოქმედებას ფოსფორმჟავა ანეიტრალებს.

20 წუთის შემდეგ

imageსისხლში ინსულინის დონე მატულობს. ხოლო, ღვიძლი მთელს შაქარს ცხიმებად გარდაქმნის.



40 წუთის შემდეგ

imageსრულად ხდება კოფეინის ათვისება. გუგები ფართოვდება. მატულობს სისხლის წნევა. ხდება ადენოზინის რეცეპტორების დაბლოკვა, რაც თავის მხრივ, ძილიანობის შეფერხებას იწვევს და ადამიანს აფხიზლებს.


45 წუთის შემდეგ

image

ორგანიზმი დიდი რაოდენობით დოფამინის გამოიმუშავებს, რომელიც თავის ტვინის სიამოვნების ცენტრის სტიმულირებას იწვევს.

ასეთივე მოქმედების პრინციპი აქვს ჰეროინსაც.


1 საათის შემდეგ

imageკოკა-კოლა შარდმდენი არის და ორგანიზმიდან სითხესთან ერთად, კალციუმსაც გამოდევნის.


1 - 1, 5 სთ-ს შუალედში

imageკალციუმის გარდა, მაგნიუმის და თუთიის გამოდევნაც ხდება, რომელიც აუცილებელია ადამიანის ძვლებისთვის.

ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე გამოიყოფა.


1, 5 სთ-ს შემდეგ

imageსითხის ნაკლებობის გამო, ადამიანი ითენთება და ყველაფერზე ადვილად ღიზიანდება.

imageაქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოკა-კოლას აქტიური ინგრედიენტის – ორთოფოსფორფმჟავას рН 2, 8-ს ტოლია და მისი გადატანა ავზებით ხდება, რომლრბიც მაღალკოროზიული ნედლეულის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი.


ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების გარდა, ეს გაზიანი სასმელი საკვებ დანამატებსაც შეიცავს. მაგ., Coca-Cola Light-ი Aqua carbonated, E 150d, E 952, E 950, E 951, E 338, Е 330, Аromas და Е 211 შეიცავს. მართალია, ეს დანამატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაშვებულია, მაგრამ დაწესებულია შეზღუდვები რაოდენობაზე, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, სასმელის აქტიურ მომხმარებელს, ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება:


1. Aqua carbonated — გაზიანი წყალია


წყალში ამ ნივთიერების არსებობა კუჭის სეკრეციის სტიმულირებას და კუჭის წვენის მჟავიანობის გაზრდას იწვევს.


2. E952 (Cyclamic Acid and Na, К, Са salts) – ციკლამატის მჟავა.

ეს არის ხელოვნურად შექმნილი ქიმიური ნაერთი, რომელიც 30—50-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი. ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში და ფარმაცეპტკაში (აბებზე გადაკრული ტკბილი აპკი ამ ნივთიერებას შეიცავს). მისი ათვისება ორგანიზმის მიერ არ ხდება და შარდთან ერთად გამოიყოფა.

* უსაფრთხო ყოველდღიური დოზა — 10 მგ-ია – სხეულის მასის 1 კგ-ზე.

შენიშვნა: ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღება, შარდის ბუშტის სიმსივნეს იწვევს.

3. E150d (Caramel IV – Ammonia-sulphite process, საღებავი)

ეს არის, გარკვეულ ტემპერატურაზე, დამწვარი შაქარი, ქიმიური რეაქტივების დამატებით ან მის გარეშე. კოკა-კაოას შემთხვევაში, ამონიუმის სულფატი (დაბალტოქსიკური ქიმიური ნივთიერება) არის დამატებული;


4. E950 (Acesulfame Potassium, კალიუმის აცესულფამი)


ქიმიური ნაერთი, რომელიც საქაროზაზე 200-ჯერ უფრო ტკბილია, შეიცავს:

I. მეთილის ეთერს – უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე;

II. ასპარტინის მჟავას – აღაგზნებს ნერვულ სისტემას და დროთა განმავლობაში, შეეიძლება, შეჩვევა გამოიწვიოს და ადამიანი კოკა-კოლა დამოკიდებული გახდეს.

პროდუქტი, რომელიც ამ დამატკბობელს შეიცავს, არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის;


* უსაფრთხო დოზა: დღეღამეში – 1 გრ.


5. E951 (Aspartame)


ასპარტამი ქიმიურად არამდგრადი ნივთიერებაა: მაღალ ტემპერატურაზე (+25° С-ზე მეტი) მეთანოლად და ფენილალანინაად იშლება. მეთანოლი (მეთილის სპირტი) სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ამ ნივთიერების 5–10 მლ-ს მხედველობის (ოპტიკური) ნერვის დაზიანება და შეუქცევადი სიბრმავის გამოწვევა შეუძლია. ხოლო, 30 მლ. – ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევს და შესაძლებელია, ადამიანი ვერც გადარჩეს. რაც შეეხება ფენილალანინს – ის კარცეროგენული ნივთიერებაა. დოკუმენტალურად დადასტურებულია ამ ნივთიერებით მოწამვლის შემთხვევები. სიმპტომებია კი ასეთია: თავის ტკივილი, თავბრუ, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება, გულისცემის გახშირება, შფოთი, მეხსიერების დაკარგვა ან დაქვეითება, გამონაყარი კანზე, სახსრების ტკივილი, დეპრესია.

შორეულ პერსპექტივაში, ასპარტამმა შეიძლება ეპილეფსია, სკლეროზი, პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებები, უშვილობა გამოიწვიოს და თავის ტვინის სიმსივნის პროვოცირება მოახდინოს;


* უსაფრთხო დოზა: 3 გრ. დღეღამეში.


6. E338 (Orthophosphoric Acid, ორთოფოსფორფმჟავა, ქიმიური ფორმულა: H3 PO4)


ხანძარ და ფეთქებად საშიში ნივთიერება არის. იწვევს თვალების და კანის გაღიზიანებას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ის ხელს უშლის მის მიერ კალციუმის და რკინის ათვისებას, რაც ძვლოვანი ქსოვილების დასუსტებას და ოსტეოპოროზს იწვევს. სხვა გვერდითი ეფექტები ასეთია: ძლიერი წყურვილის გრძნობა და გამონაყარი კანზე;

7. Е330 (Citric Acid, ლიმონის მჟავა) — უფერული კრისტალები.


ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში და მედიცინაში – სისხლის კონსერვირებისას;


8. Аromas — არომატული დანამატები (დაკონკრეტებული არ არის);


9. Е211 (Sodium Benzoate, ნატრიუმის ბენზოატი)


კვების მრეწველობაში გამოიყენება გრძელვადიანი პროდუქტების კონსერვირების დროს, როგორც ბაქტერიოციდური საშუალება. მაგ., ჯემების, ხილის წვენის, მარინადების და ხილის იოგურტების დამზადების დროს. ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტები არ არის რეკომენდირებული ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის.

ნატრიუმის ბენზოატი, მისი ხშირად ან სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, ღვიძლის ციროზს და დეგენერაციული დაავადებებს, მაგ., პარკინსონის დაავადებას იწვევს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრამდენად მავნებელია ფასტფუდი (სწრაფი კვება)

შხამის შემცველი პროდუქტები

როგორ გვატყუებენ შეფუთვები? რა არის სურათზე და როგორია შიგთავსი

6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება

2
1395
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1395
  
2017, 18 ნოემბერი, 10:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 4 სექტემბერი, 9:49
არასდროს არ მიყვარდა და არც ახლა მიყვარს
0 1 2