x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
17 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლებიც გვწამლავს
თუ ხშირად გაწუხებთ სისუსტე, თავის ტკივილი, ალერგია., მიზეზი კი ვერ დაგიდგენიათ, კარგად მიმოიხედეთ გარშემო. ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელსაც ყოველდღე ვეხებით და ვიყენებთ, შასაძლოა ჩვენი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი იყოს.


1.ავეჯი დაპრესილი ხისგან-“დეესპე"

image

დეესპეს დასამზადებლად ფორმალდეჰიდი გამოიყენება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებსა და მხედველობის ორგანოებზე, ცხოველებში კი სიმსივნესაც იწვევს. რისკი უფრო იზრდება თუ ავეჯი ძველია. შეამოწმეთ ავეჯის ყიდვისას სერთიფიკატი. ემისიის კლასი Е1-ზე მეტი არ უნდა იყოს.



2.ხალიჩები

image

წებო და საღებავები, რომლებსაც წარმოებაში იყენებენ, გამოყოფენ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც დაღლილობას, სისუსტეს, ალერგიას, თავის ტკივილს და სხვ. იწვევენ. ხალიჩის ყიდვისას მოერიდეთ დიდი ზომის ფარდაგებს და უპირატესობა მიანიჭეთ დაუმუშავებელ ბუნებრივ მასალას.


3.ლაზერული პრინტერი

image

ბეჭდვის დროს ჰაერში ფხვნილის გაფრქვევა ხდება, რომელიც ფილტვებში ხვდება. შედეგად, ფილტვების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები ვითარდება. თუ პრინტერზე უარს ვერ იტყვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახი, სადაც ის დგას, კარგად ნიავდებოდეს.


4.ჰაერის გამწმენდ-არომატიზატორები

image

ტოქსინები, რომელსაც ეს გამწმენდები გამოყოფენ, ორგანიზმში გროვდება. ფტალატები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ჰორმონალურ და რეპროდუქციულ სისტემაზე. ჩაანაცვლეთ ქიმიური საშუალებები მცენარეებით.


5.ბავშვის ბოთლი

image

პოლიკარბონატული პლასტმასი ყველაზე გავრცელებული მასალაა ამ ნაწარმის დასამზადებლად. პლასტმასს, რომელიც ქიმიური ნივთიერება ბისფენოლ A-თია(BPA) დამზადებული, აქვს სტრუქტურა, რომელიც ესტროგენის მსგავსია. ამიტომ, ასეთმა ბოთლმა ბავშვის ორგანიზმში სერიოზული ჰორმონალური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. შეარჩიეთ სხვა, უსაფრთხო ნედლეულისგან დამზადებული ბოთლი და წინასწარ გაეცანით ანოტაციას და ბოთლის მარკირებასაც. BPA free-ნიშნავს რომ ნაწარმი ამ ნივთიერებას არ შეიცავს.


6.მატრასი

image

ბევრი მატრასი პოლიბრომირებული დიფენილის ეთერს შეიცავს, რომელმაც შესაძლოა თავის ტვინის და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები გამოიწვიოს. ძველი მატრასები, დიდი ალბათობით, ამ ნივთიერებას შეიცავენ, ამიტომ აუცილებლად განაახლეთ ახალი, ნატურალური მასალისგან დამზადებული მატრასით.


7.პროდუქტის შესანახი კონტეინერი

image

ეს პლასტმასის კონტეინერებიც ფტალატებს შეიცავენ, რომლებზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ. ჩაანაცვლეთ მინის ან კერამიკის ჭურჭლით და არასოდეს არ გააცხელოთ საკვები პლასტმასის კონტეინერში.


8.პლასტმასის ბოთლი

image

ტოქსინები თქვენს სასმელში გადმოინაცვლებენ. ბოთლების უმრავლესობას BPA-ს გარეშე აწერია, მაგრამ ეს ერთადერთი მავნე ტოქსინი როდია, რომელსაც პლასტმასი შეიცავს. უპირატესობა მინის ჭურჭელს მიანიჭეთ.


9.თეთრეულის კონდიციონერი

image

ეს საშუალება თქვენს სარეცხს ქიმიური ნივთიერებების თხელი ფენით ფარავს, რაც ალერგიის, კანის გაღიზიანების, სუნთქვის პრობლემების და თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს. გამოიყენეთ იშვიათად და მცირე რაოდენობით, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ საშუალებებს. ბავშვის სარეცხს კი საერთოდ ნუ გარეცხავთ კონდიციონერით.


10.ტეფლონის ჭურჭელი

image

მაღალი ტემპერატურის დროს, პოლიტეტრაფტორეთილენი, რომლითაც ეს ჭურჭელი არ იკრავს, გამოყოფს ტოქსიკურ აირს, რომელიც ორგანიზმში გროვდება, აზიანებს, ღვიძლს, იმუნიტეტს და შესაძლოა სიმსივნეც გამოიწვიოს. უპირატესობა მიანიჭეთ თუჯის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს.


11.საშხაპის ფარდა

image

ამ ფარდების საწარმოებლად ფტალატები გამოიყენება. შეცვალეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ფარდით.


12.სათამაშო კონსოლები

image

ამ მოწყობილობების კაბელებში ფტალატები და სხვა ქიმიური ნაერთებია აღმოჩენილი, რომლებიც თავის ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებენ.


13.ხელების მადეზინფიცირებელი საშუალება

image

ტრიკლოზანი ფართოდ გამოიყენება მიკრობებთან ბრძოლაში, მაგრამ მისმა ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა ჰორმონალური პრობლემებიც გამოიწვიოს. გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი.


14.ტუალეტის ქაღალდი

image

თუ ეტიკეტზე წერია “არომატიზირებული" ეს ნიშნავს, რომ ფტალატებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს შეიცავს. და თუმცა ფტალატები ორგანიზმში ჰაერიდან ხვდებიან, კანთან კონტაქტის დროსაც სერიოზული პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს. შეარჩიეთ შედარებით უბრალო ქაღალდი, არომატების გარეშე.


15.ტეფლონის სუფრა

image

ასეთი სუფრა ტყვიის მაღალი შემცველობით ხასიათდება. უპირატესობა ნატურალურ მასალას მიანიჭეთ.


16.ვინილის ხალიჩა

image

ასეთ ხალიჩაზე მართალია ფეხი არ ცურავს, სამაგიეროდ ფტალატებით და ქლორითაა გაჯერებული. ამერიკელი მეცნიერები მოუწოდებენ ყველას, უარი თქვან ისეთი პროდუქციის შეძენაზე, რომელთა შემადგენლობაშიც ვინილი შედის.


17.დივანი

image

ისევე როგორც მატრასები, დივანიც შესაძლოა შეიცავდეს პოლიბრომირებულ დიფენილის ეთერს, რომელიც სწრაფი აალებისგან იცავს ავეჯს, მაგრამ ბუნებით ტოქსიკურია. თუ დივანი ძველია, რისკი უფრო მაღალია. შეცვალეთ ახლი, ნატურალური მასალისგან დამზადებული ავეჯით.


0
727
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
727
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0