x
image
გემი დალანდი
რამდენიმე დიზაინერული საიდუმლო და თქვენი სახლი ჟურნალის ყდაზე დაბეჭდვას დაიმსახურებს
შეარჩიეთ ფერი სწორად

image


ოთახის ფერი ვიზუალურად ცვლის გარემოს. მაგალითად, ღია ტონების წყალობით პატარა ოთახი შესაძლოა დიდი გამოჩნდეს. ბოლო დროს სახლებში პოპულარული გახდა ბეჟის და მისი ტონების გამოყენება, მაგრამ მხოლოდ ამ ფერით ინტერიერი ვერ გახდება სრულყოფილი. გამოიყენეთ და შეუხამეთ ცისფერი, ლავანდისფერი, ნაცრისფერი და მისი ელფერები. ინტერიერი უფრო გაკეთილშობილდება და ახლებურ იერს შეიძენს.


image




გააკეთეთ მკვეთრი აქცენტები

image


თქვენი ინტერიერის მშვენებად შესაძლოა ერთგვაროვანი ინტერიერის ფონზე გაკეთებული მკვეთრი აქცენტი გახდეს. იქნება ეს: ბალიშები, ხალიჩა თუ დივანი. ერთი სიტყვით, ნებისმიერი ნივთი. აქცენტის დასმა არა მხოლოდ ღია ფერით, არამედ გეომეტრიული ფიგურებით და აბსტრაქტული სახეებითაც შეგიძლიათ.

image



ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს

imageექსპერიმენტში შეგიძლიათ არა მხოლოდ ავეჯი ჩართოთ, არამედ მაგალითად, იატაკიც. მხოლოდ გახსოვდეთ, “აქტიური" იატაკის ფონზე სხვა დანარჩენი ნეიტრალური ფერის უნდა იყოს, რომ საბოლოო ჯამში ექსტრავაგანტური “ნარევი" არ მივიღოთ.


შექმენით სივრცე

image


ინტერიერში სივრცის შექმნა მხოლოდ ღია ფერებით როდი შეგიძლიათ. გამოიყენეთ დიდი სარკეები ოთახის ვიზუალურად გასაზრდელად.


შეარჩიეთ სწორი განათება

image


რაც უფრო კარგი განათებაა-მით უკეთესი. შეგიძლიათ რამდენიმე სანათი ერთდროულად გამოიყენოთ:ჭაღი, ბრა, ტორშერი და ა.შ.


ნუ დაივიწყებთ დეკორსაც

image


თამამად გამოიყენეთ ინტერიერში ცოცხალი მცენარეები. ისინი ნებისმიერ სათავსოს გაახალისებენ.

გამოიყენეთ რბილი გადასაფარებლები, ფერადი ბალიშები, აბსტრაქტული სურათები, ღია ფერის ლარნაკები, დაწნული კალათები ხილით და სხვ.


ნუ გადაამლაშებთ

image

საუკეთესო არჩევანია-სწორი, ტრადიციული ჭერი. ყოველგვარი შეკიდული “საოცრებებისა" და ფიგურების გარეშე.


ერთადერთი, რაშიც შეგიძლიათ გადაამლაშოთ, საწოლია

image

საწოლი-მეფური უნდა იყოს. გამოიყენეთ პლედი, ბევრი ბალიში, რბილი ხალიჩა საწოლთან...

გახსოვდეთ, საწოლი კომფორტული უნდა იყოს, ისეთი, რომ მისი დანახვისას ყოველთვის წამოწოლა გინდებოდეთ.


0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0