x
ყავა სიკვდილობის რისკს ამცირებს
ყავა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სასმელია დედამიწაზე. ესპანეთის ქალაქ პამპლონას საავადმყოფოს კარდიოლოგიის მიმართულების დოქტორი ადელა ნავარო აცხადებს: „დღემდე გავრცელებული შეხედულებით, ყავის სმა სხვადასხვა დაავადებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით ეს არ დადასტურდა“.

კვლევის მიზანი იყო საშუალო ასაკის ადამიანებში კავშირის დადგენა ყავის მოხმარებასა და სიკვდილობის რისკს შორის. კვლევა მოიცავდა 19, 896 მონაწილეს, რომელთა საშუალო ასაკი 37.7 წელი იყო.


კვლევაში მონაწილეობამდე, მონაწილეებმა შეავსეს წინასწარ მომზადებული სპეციალური კითხვარი, რათა მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ყავის მომხარების, ცხოვრების სტილის, სოციო-დემოგრაფიული მასხასიათებლების, ანთროპომეტრული მაჩვენებლებისა და წინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


ცდისპირებს 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. სიკვდილობის შესახებ ინფორმაციას იღებდნენ კვლევის მონაწილეთა ოჯახებისგან და სიკვდილობის ეროვნული ბიუროსგან. 10 წლის განმავლობაში 337 პაციენტი გარდაიცვალა.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცდისპირი, რომელიც დღეში ოთხ ფინჯან ყავას მაინც მოიხმარდა, სიკვდილობის 64%-ით დაბალი რისკით გამოირჩეოდა, ვიდრე ისინი ვინც არასდროს ან თითქმის არ მოიხმარდნენ ყავას.



image
ამგვარად, ნავარო ასკვნის: „ჩვენმა მიგნებებმა დაამტკიცა, რომ ოთხი ფინაჯნი ყავა ყოველ დღე შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის ჯანსაღი დიეტის ნაწილი გახდეს“.

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:მონკადა83
მონკადა83
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0