x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლურჯი ვეშაპი-სახიფათო თამაში,რომელსაც მოზარდები თვითმკვლელობამდე მიჰყავს
imageშემზარავი ფაქტი მოხდა გლდანის მე-3 მიკრორაიონში რამდენიმე დღის წინ, 15 წლის მოზარდი ბიჭუნა ავიდა კორპუსის სახურავზე და გამოხტა.წინასწარი მონაცემებით ბიჭუნა თამაშობდა არაოფიციალურ ონლაინ-თამაშს, "ლურჯ ვეშაპს".გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ეს უკვე მესამე შემთვევაა, საქართველოში, როდესაც მოზარდი ონ-ლაინ თამაშის მსხვერპლი შეიქმნა.შარშან ვაკეში 14 წლის მოზარდი გოგონა მე-7 სართულიდან გადმოხტა, სავარაუდოდ ისიც ლურჯი ვეშაპის მსხვერპლი შეიქმნა.


წელს კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა:12 წლის გოგონა მე-5 სართულიდან გადახტა, რომელიც იაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომაროებაში გადაიყვანეს, ანალოგიური მოხდა საქართველოს ერთ-ერთ რაიონშიც, მოზარდი გოგონა სავარაუდოდ "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლი შეიქმნა.



როგორც "ნოვაია გაზეტას" იუწყება, რუსეთში, 1 წლის განმავლობაში, ამ თამაშს 130 მოზარდი შეეწირა. მოზარდებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.


ბრიტანული გამოცემების, BBC-ისა და The Sun-ის ცნობით, "მკვლელი თამაში" დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა, რის შედეგადაც ორი გოგონა მე-14 სართულიდან გადახტა და დაიღუპა. არასრულწლოვნის ამ ფორმით თვითმკვლელობის შემთხვევა, ბარსელონაშიც დაფიქსირდა.


ონლაინ-თამაში "ლურჯი ვეშაპი" რუსეთში 2013 წელს გამოჩნდა. თამაში შედგება რიგი დავალებისაგან, რომლებსაც კურატორები მოთამაშეებს აძლევენ 50-დღიანი პერიოდის განმავლობაში. უკანასკნელი დავალება, როგორც ამტკიცებენ, მოითხოვს მოთამაშის თვითმკვლელობას.


ტერმინი „ლურჯი ვეშაპი“ მომდინარეობს ნაპირზე გამორიყული ვეშაპების ფენომენისაგან, რომელიც თვითმკვლელობასთანაა მიმსგავსებული.(გაფრთხილება: ანალოგიური თამაშებია:"წყნარი სახლი", "გამაღვიძე 4:20 წუთზე", "ვეშაპების ზღვა", "ირმის ნახტომი" და სხვა)


ახლა კი გთავაზობთ შსს-ს ოფიციალურ განცხადებას:


"უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ.
აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.


გაფრთხილება მშობლებს: მოზარდების ინტერნეტთან წვდომა გააკონტროლეთ!!!

0
402
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0