x
image
გემი დალანდი
10 ფანტასტიკური ჩვევა,რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის
იმისათვის, რომ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოახდინოთ, ზოგჯერ საკმარისია ცხოვრების წესს გადახედოთ და ზოგიერთი ქმედება სასარგებლო ჩვევით ჩავანაცვლოთ.

ეს ათი რჩევა, თუ მათ ჩვევად აქცევთ, მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.


1.დაიწყეთ დილა ჭიქა ლიმონიანი წყლით


image


გამოიმუშავეთ ჩვევად და და ყოველი დღე 1 ჭიქა თბილი, ლიმონიანი წყლით დაიწყეთ. ლიმონიანი წყალი ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და სახის კანს ჯანსაღ იერს ანიჭებს, ამასთან, ეხმარება ორგანიზმს შენელებული მეტაბოლიზმის ამუშავებაში.


2.გაიწმინდეთ სახე გვირილას გაყინული ნახარშის კუბიკებისგან

image

ეს პროცედურა დაგეხმარებათ მიმიკური ნაოჭებისგან გათავისუფლებაში და მოაწესრიგებს კანში მიმდინარე გაცვლით პროცესებს. პროცედურის ჩატარებისთანავე კანი ჯანსაღად გამოიყურება და ხავერდოვანია.


3.ატარეთ თან მსუბუქი საუზმე

image

არაჯანსაღი და სწრაფი კვების საჭმელები ცხოვრების ჯანმრთელი წესის მტერია. შეეცადეთ უარი თქვათ ქუჩაში კვებაზე, თან ატარეთ პატარა კონტეინერით სასარგებლო პროდუქტები-ხილი, სალათი, იოგურტი... უკვე ერთი თვის შემდეგ ეს ჩვევა დადებითად აისახება თქვენს წონასა და გარეგნობაზე.


4.გამოიყენეთ კბილების საწმენდი ძაფი

image

კბილების მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან.კბილის ჯაგრისი ზოგჯერ საფუძვლიანად ვერ აცილებს საკვების ნარჩენებს კბილებს. გამოიმუშავეთ ჩვევად და გაიწმინდეთ კბილები სპეციალური ძაფით.


5.ჭამის შემდეგ მიირთვით ვაშლი

image

კბილების გაწმენდა ყოველი ჭამის შემდეგაა სასურველი, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია. მიირთვით ვაშლი ჭამის შემდეგ.თქვენი პირის ღრუ გასუფთავდება, ღრძილებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და პირის ღრუს მჟავიანობაც დაბალანსდება.თავად ვაშლი კი სასარგებლო ხილია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.


6.მიიღეთ კონტრასტული შხაპი ყოველდღე

image

ეს პროცედურა განუზომელ სარგებლობას მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას. ასეთი შხაპის წყალობით თქვენი ნერვული სისტემა და სისხლძარღვები გაკაჟდება. გარდა ამისა, კონტრასტული შხაპი შეუცვლელია ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.


7.დადგით წყლის ბოთლი სამუშაო მაგიდაზე

image

ხალხის უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ გაუწყლოება სჭირთ. მიიღეთ ბევრი სითხე. ჩაი, ყავა და გაზიანი წვენები-სათვალავში ჩასაგდებიც არაა. თან ატარეთ წყლის ბოთლი და ასეთივე ბოთლი სამუშაო მაგიდაზეც დადგით. ასე, როცა ბოთლს დაინახავთ, გაგახსენდებათ, რომ წყალი უნდა დალიოთ. სულ მალე, ეს ჩვევა თქვენს გარეგნობაზეც დადებითად აისახება.


8.მიირთვით კაკალი, თხილი...

image

ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში 50 გრ. კაკალი. იგი შეიცავს ომეგა-3-ს, რომელიც ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თმას და ფრჩხილებს. კაკალი შეიცავს სელენს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ E-ს, კალიუმს, კალციუმს, რკინას და თუთიას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სასარგებლო ნივთიერებების საბადოა.


9.ჩაიცვით წინდები ძილის წინ

image

ზაფხულში ბამბის, ზამთარში კი შალის. ძილის წინ დაიბანეთ ფეხები და გულდასმით წაისვით ქოქოსის ზეთი, რომელშიც რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს გაურევთ შემდეგ კი ჩაიცვით წინდები და დაიძინეთ. უკვე დილით კანი თქვენს ტერფებზე დარბილებული და ნაზი იქნება. 1 თვეში კი არც გეხსომებათ, თუ ოდესმე ფეხებზე გაუხეშებული კანი გქონდათ.


10.იკითხეთ ყოველდღე

image

აქციეთ ეს ჩვევად. შედეგად ვარჯიშდება მეხსიერება, ვითარდება ლოგიკური აზროვნება, წარმოსახვა. დამტკიცებულია, რომ რეგულარული კითხვა ამცირებს ალცჰაიმერის და ჭკუასუსტობის განვითარების რისკს. დაიწყეთ 15-20 წთ-ით და თანდათან გაზარდეთ კითხვის დრო.


0
558
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0