x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მეივეზერმა მაკგრეგორს საკრივო კარიერის დასრულება ურჩია

image
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ შერეული სტილის ირლანდიელ
მებრძოლს კონორ მაკგრეგორს საკრივო ორთაბრძოლების გამართვა მეტად არ მართებს. ამის
თაოაბზე BoxingScene იუწყება.


„მაკგრეგორი
ჯოჯოხეთური მებრძოლია. მინდა რომ მან ასპარეზობა ერეულ ორთაბრძოლებში გააგრძელოს,
აკეთოს ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის. მე უკვე 40 წლის ვარ და თითქმის 800 დღე
არ მეჩხუბა. სხვა მოკრივეები, ეს ახალგაზრდა ლომები, გაცილებით მეტ კომბინაციებს
აწყობენ, ვიდრე მე. ახალგაზრდები მას გაცილებით ადრე შეაჩერებენ“, - განაცხადა
ამერიკელმა.


უფრო ადრე 29
აგვისტოს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) თავმჯდომარემ დანა უაიტმა იმედი
გამოთქვა, რომ სამომავლოდ შერეული ტიპის მებრძოლები მოკრივეებთან ორთაბრძოლებს არ
გამართავენ.


40 წლის მეივეზერის და 29 წლი მაკგრეგორის საკრივო დაპირისპირება ლას
ვეგასში 27 აგვისტოს გაიმართა. ამერიკელმა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მეათე
რაუნდში მოიპოვა.

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:მონკადა83
მონკადა83
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0