x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობანი ილია ჭავჭავაძესთან

ივანე ჯავახიშვილი და ილია ჭავჭავაძე 1907 წლის, 12 სექტემბერს, როდესაც ილია ტრაგიკულად დაიღუპა, მაშინ ივანე ჯავახიშვილი 31 წლის იყო, ბოლო
12 წლის განმავლობაში, ძირითადად, პეტერბურგში ცხოვრობდა, მაგრამ დრო და დრო სახელმოხვეჭილი ისტორიკოსი თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე, თვითონ ილიასაც, სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევის
გამო, რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში 1906-7 წლებში ხშირად უხდებოდა ყოფნა.თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლისას, ივანე ჯავახიშვილს, ცხადია, ყოველ შემთხვევაში იდეური ურთიერთობანი
ექნებოდა დიდ მოაზროვნესა და ეროვნულ მოღვაწესთან.თავიანთი ძირეული მისწრაფებებითა და მსოფლმხედველობით ამ ორ პიროვნებას ბევრი რამ ჰქონდა საერთოი.ივანე ჯავახიშვილის მსოფლმხედველობა ილიასა და სხვა გამოჩენილი სამოციანელების იდეების ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.
გიმნაზიაში სწავლისას ყმაწვილი ივანე ჯავახიშვილი დიდად იყო ჩახედული ქართულ პრესაში. ჯერ გიმნაზიისა და შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში მისი მეგობარი ივანე ნიჟარაძე იგონებდა:„ჩემის
თვალით მინახავს, როგორ ცდილობდნენ ძმები:ვანო, გიორგი, მიშა და დათა უფრო ადრე წაეკითხათ ქართული ჟურნალ-გაზეთები, ვიდრე შეუდგებოდნენ გიმნაზიის გაკვეთილების შესწავლას“, რადგან
ერთადერთი ამ პერიოდიკის გამო თუ ხდებოდა დავა-კამათი და-ძმათა შორის, სახელდობრ როგორ დაედგინათ მისი წაკითხვის რიგითობა“.
უეჭველია, რომ ქართულ პერიოდიკაში ივანე ჯავახიშვილს ყველაზე
დიდ ინტერესს ილია ჭავჭავაძისეული „ივერია“ აღუძრავდა.1897 წელს, უკვე პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლისას, ივანე ჯავახიშვილმა შეადგინა ბიბლოგრაფია „ივერიის“ წინა ათი წლის(1886-1896) მიხედვით. პეტერბურგში სტუდენტ ივანე ჯავახიშვილს ოჯახიდან ხშირად უგზავნიდნენ ქართულ
ჟურნალ-გაზეთებს, რომელთა შორისაც „ივერიას“ გამორჩეული ადგილი ეკავა.ამ გაზეთის რედაქციის თანამშრომლებსაც არ გამოჰპარვიათ მხედველობის არედან დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა და მის შესასხებ გაზეთში ხშირად აქვეყნებდნენ მასალას.1898 წლის 13 ოქტომბრის ნომერში „ივერია“ იუწყებოდა, რომ სტუდენტმა ივანე ჯავახიშვილმა რუსულ ენაზე თარგმნა „სიბრძნე
ბალავარისა“.ამავე წლის 11 ნოემბერს გაზეთი იტყობინებოდა თხუთმეტი ქართველის მიერ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დამთავრებას და ამათგან ივანე ჯავახიშვილის დატოვებას აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე.“ივერიამ“ პირველ გვერდზე მოათავსა ცნობა ივანე ჯავახიშვილის ოქროს მედლით დაჯილდოვების შესახებ.1902 წლის 16 ივნიისს გაზეთი იუწყება ნიკო მარისა და ივანე
ჯავახიშვილის გამგზავრების შესახებ პალესტინაში, რათა შეესწავლათ ძველი ქართული ძეგლები.24 აგვისტოს კი „ივერია“ საზოგადოებრიობას აუწყებს ორი სწავლულის დაბრუნებას პალესტინიდან.
1906 წლის აპრილში, როდესაც ილია სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს, თვითონ ივანე ჯავახიშვილის გადმოცემით, პეტერბურგში ილიას ჩასვლისას იქაურ ქართველობას მისთვის შეხვედრა-ბანკეტი
გაუმართავს.ბანკეტს დასწრებიან ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, სპირიდონ ვირსალაძე და სხვანი.ლუარსაბ ანდრონიკაშვილს ილიასათვის ჩინებული სიტყვით მიუმართავს, რაზედაც ილიას საკმაოდ ვრცლად უპასუხია.ივანე ჯავახიშვილს კარგად დახსომებია მისი პირველი ფრაზა:
„ქართველები ბედოვლათები ვართ ქებაშიც და ძაგებაშიც“-ო.ე.ი იგულისხმება, რომ ჩვენ ზომიერებას ვერ ვიცავთ ვერანაირი მიმართულებით.თუ ამჯერად ილია ჭავჭავაძის ქება-დიდება მოისმინა, მეორე მხრივ, განსაკუთრებით, ამ პერიოდში, ასევე უზომო ძაგებაც ხშირად სმენია ქართველი სოციალ-დემოკრატებისაგან, როგორც
მენშევიკების, ისე ბოლშევიკების მხრიდან.
1907 წლის 7 იანვარს თბილისის საკრებულოში თუ არტისტული საზოგადოების სახლში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება, სახელწოდებით: „საქართველოს ეკონომიკური ისტორია უძვეელესი დროიდან 18 საუკუნემდე“.როგორც გაზეთი „ისარი“ გვაუწყებს აღნიშნულმა ლექციამ დიდძალი საზოგადოება
მიიწიდა და ბევრიც გაბრუნდა უადგილობის გამ.ამავე გაზეთში იგივე საკითხს კომენტარს უკეთებდა ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ყიფშიძე.საინტერესოა, რომ ივანე ჯავახიშვილის ამ ლექციას დასწრებია ილია ჭავჭავაძე.ივანე ჯავახიშვილი და ილია
ჭავჭავაძე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს პეტერბურგში 1907 წლის ზაფხულში.ივანე ჯავახიშვილის მოგონებით, ილიას, როცა იგი აქ ჩამოსულა სახელმწიფო საბჭოს არჩევითი წევრის ამპლუაში, ერთ-ერთი შეხვედრისას მისთვის უთქვამს:გადაწყვეტილი მაქვს დავწერო წიგნი კოოპერაციაზე და საამისოდ მუშაობას უკვე შევუდექი.მაინტერესებს, იყო თუ არა ამის მსგავსი რამ ჩვენს წარსულშიო.როდესაც ივანე ჯავახიშვილს უთქვამს, რომ საამისო
ისტორიული ფაქტები საკმაოდ მოიპოვებოდაო, ილიას ასეთი წინადადება შეუთავაზებია:იკისრეთ თქვენ ამ საერთო წიგნისათვის ისტორიული ნაწილის დაწერა, ხოლო თანამედროვე ვითარებაზე
მე დავწერო, ამ შემოთავაზებას ივანე ჯავახიშვილი დასთანხმებია.
პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული სამეცნიერო წრის წევრებს ივანე ჯავახიშვილი, როგორც ამ წრის ხელმძღვანელი, დავალებას
აძლევდა თითოეული მათგანის მშობლიური კუთხის მასალების მიხედვით ისეთი საკითხიც დაემუშავებიდანთ-როგორია
გლეხთა შორის შრომაში ურთიერთდახმარების ფორმები?სასურველი იყო დაწვრილებითი ცნობები.გაჩნდა შესაძლებლობა ერთი კონკრეტული საკითხის თაობაზე ორ მოღვაწეს-ერთს ისტორიის ასპარეზიდან უკვე მიმავალს, ხოლო მეორეს-მომავალს-ერთად ემუშავათ.საერთოდაც რა ნაკლოვანებასაც მშვენივრად აცნობიერებდა
ილია-საქართველოს ისტორიის ახლებურად, თანამედროვე მეცნიერებისა და აზროვნების დნეზე გაუმართაობას, იმას უკვე თანდათანობით ავსებდა ივანე ჯავახიშვილი.
ილიასა და ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობა უფრო მჭიდრო ხასიათს მიიიღებდა“მაგრამ დიდი ქართველის სიცოცხლის ხელყოფამ გამორიცხა ამის შესაძლებლობა.ამიერიდან ჩვენს ხელთაა სხვა ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ივანე ჯავახიშვილის-ილიას
ყველაზე გამოჩენილი სულიერი მემკვიდრის მცდელობას უკვდავყოს დიდი წინაპრის ხსოვნა. ილიას დასაფლავებისთანავე, 1907 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა და თბილისის წარმომადგენლებმა მოიწვიეს კრება, რომელზეც დაადგინეს შეეგროვებინათ ფული ილიას სახელის უკვდავსაყოფად, კერძოდ, მისი
ძეგლის დადგმა თბილისი მთავარ მოედანზე.ამ საქმის მოგვარება ითავა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“, რომელმაც სპეციალური კომისია შექმნა, რომლის
ერთ-ერთ წევრად აირჩიეს ივანე ჯავახიშვილიც.1910 წელს პარიზიდან ჩამოიტანეს იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ქანდაკება, ივანე ჯავახიშვილმა მოიწონა თვით მონუმენტი, მაგრამ წინააღმდეგი იყო მისი არქიტექტურული გადაწყვეტისა.ჯავახიშვილი აღნიშნავდა პ.მამრაძის აგებული ნიშის შეუფერებლობას ქართულ ხუროთმოძღვრებასთან.ამგვარი ნაგებობის აშენება სრულიად მცდარი
და დასახული მიზნისათვის არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა.შენიშვნა კომისიამ გაითვალისწინა, რამაც გარკვეული დროით გადაწია ილიას ძეგლის დადგმა.1913. წლის პირველ აპრილს კომისიამ საბოლოოდ მოიწონა ძეგლი, რომელიც მომდევნო თვის ხუთ რიცხვში გაიხსნა-„მწუხარე საქართველო“.კომისიის აზრით, მომავალში უნდა შესრულებულიყო უფრო უკეთესი ქანდაკება და დადგმულიყო უფრო შესაფერის ადგილას.
ივანე ჯავახიშვილი კრიტიკულად იყო განწყობილი გიგო ყიფშიძის მიერ დაწერილი ილიას ბიოგრაფიისადმი.იგი წერდა:“გ.ყიფშიძის დაწერილს ბიოგრაფიის შესახებ მე მაშინაც მოგახსენეთ, რომ ილიას დიდებულს ღვაწლს არ შეეფერება და მის სულიერს განვითარებას
არ გვისურათებს;თუ ეხლაც იმნაირივე დარჩა, რასაკვირველია, მეც სუსტად ჩავთვლიდი“.მან მშვენივრად იცოდა, თუ ვის ხელეწიფებოდა ყველაზე უკეთ აღნიშნული ამოცანის აღსრულება:
„საუბედუროდ ის, ვისაც ყველაზე კარგად შეეძლო ილიას ბიოგრაფიის დაწერა, არჩილ ჯორჯაძე, სამარეში დევს!. ესეც ჩვენი ბედი!...“
1915 წელს დაიბეჭდა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის კრებული, სადაც გიორგი ჭუბაბრიას წერილში განხილულია მოქალაქეობრივი ჰანგები ილია ჭავჭავაძის ნაშრომებში.კრებულის წინასიტყვაობაში რედაქტორი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ეს წერილი მიძღვნილია „იმ მოღვაწის შემოქმედებისადმი-ილია
ჭავჭავაძისადმი, რომლის ღვაწლი ახალი საქართველოს წინაშე განუზომელია“.
ივანე ჯავახიშვილი დიდად განიცდიდა ქართველი სოციალ-დემოკრატების ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ილიას მიმართ:
„თუ თავდაპირველად ილია ჭავჭავაძე ახალი ქართული მწერლობისა და ქართველთა საზოგადოებრივი აზრის უცილობელ ბელადად ითვლებოდა, წარსული საუკუნის დამლევითგან მოყოლებული, როგორც
ცნობილია, თავი იჩინა ისეთმა მიმართულებამ, რომელიც არამცთუ საზოგადოებრივი აზრის მის ბელადობას სრულებით უარჰყოფდა და მიწასთან გასწორებას ცდილობდა, არამედ პოეზიის დარგშიც
კი მისი ღვაწლის მთლიანად გაქარწყლებას ლამობდა“.ასე გრძელდებოდა, სანამ 1936 წლის „პრავდის“ 4 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიით სათავე არ დაედო დიდ შემობრუნებას
ილიას გაგებისა და პროპაგანდის საქმეში.ივანე ჯავახიშვილი ახლა უკვე კმაყოფილების გრძნობით აღნიშნავდა: „საბედნიეროდ, ამ უმაგალითო უმადურობას უკვე საბოლოოდ ბოლო მოეღო და, უეჭველია, მთელი საქართველო გულწრფელ მადლობას უძღვნის იმას, ვისი წყალობითაც ეს საშინელი უსამართლობა მოსპობილია და ლია ჭავჭავაძის დიდი ღვაწლიც საქართველოს წინაშ ღირსეულად შეფასებულია.(„პრავდა“4.09.1936)ცხადია იგულისხმება სტალინის გარკვეული დამსახურება, რომლის წყალობითაც, სხვათაშორის, გადარჩა
თვითონ ივანე ჯავახიშვილიც.
1937 წელს საბჭოთა კავშირში ფართოდ აღინიშნა ილიას დაბადების ასი წლის იუბილე.ამ მოვლენას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილიც, რომელმაც საჯარო სხდომაზე წაიკითხა მოხსენება
„ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია“. მოხსენების თაობაზე ივანე ჯავახიშვილი ვარლამ დონდუასადმი გაგზავნილ წერილში უდიდესი კმაყოფილებით აღნიშნავდა: „გუშინწინ მოვიხადე
ილია ჭავჭავაძის ხსოვნის წინაშე ვალი და აქაური ფილიალის სხდომაზე წავიკითხე მოხსენება „ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია:, რომელზედაც ამ უკანასკნელ დროში ვმუშაობდი, რომელშიც
აღნიშნული მაქვს ის დიდი ღვაწლი, მას რომ ამ დარგში მიუძღვის:.მომხსენებელი არ იშურებდა ეპითეტებს ილიას მიმართ.მას მოიხსენიებდა როგორც „ჩვენს დაუვიწყარ მოამაგეს“, „ქართული
საზოგადოებრივი აზრის მესაჭეს“, „ჩვენს დიდებულ მგოსანსა და პუბლიცისტს“.მოხსენებაში ცალ-ცალკეა განხილული ილიას ზოგად-ისტორიული კონცეფცია და მეთოდოლოგიური შეხედულებანი.აღნიშნულია ილიას რევოლუციური მიდგომა საქართველოს ისტორიული პროცესის ახლებური გააზრებისადმი.ივანე
ჯავახიშვილის მიხედვით ისტორია მარტო ფაქტების გროვა არ იყო.მას ისტორიული პროცესის საფუძველი და ამამოძრავებელი ძალა აინტერესებდა, ხოლო შემდეგ მოვლენათა შეფასებაც.მისი
წრმენით, მთავარი ყურადღება შინაგანს-სოციალ-ეკონომიურსა და კულტურის პრობლემებს უნდა მიჰქცეოდა“.
ივანე ჯავახიშვილი ეხებოდა ილიასეულ მოსაზრებას ძველ საქართველოში მიწისმფლობელობის თავისებური წესის
არსებობის თაობაზე, რისი წყალობითაც ჩვენი ქვეყანა ილიას აზრით, უამრავ შემოსევას უძლებდა.ამიტომ მასში მომხდარი არასასურველი ცვლილებანი საზოგადოების დაძაბუნებას იწვევდა.საკითხის ამგვარი გააზრება მეცნიერული თვალსაზრისით მიუღებელია.ასევე ფიქრობდა ივანე ჯავახიშვილიც:
„საქმე ის კი არ არის, სწორია თუ არა თვით ილია ჭავჭავაძის ზემომოყვანილი განმარტება.აქ ყველაზე საყურადღებო ის გარემოებაა, რომ მან ჯერ კიდევ 1880 წელს აღიარა ისტორიული პროცესის გასაგებად ეკონომიური საფუძვლის ცოდნის აუცილებლობა“. მოხსენებაში ცალკე იყო განმარტებული
ილიას დამოკიდებულება ქართველი ისტორიული მოღვაწეებისადმი.ივანე ჯავახიშვილი შეეხო შესასწავლი პიროვნების მეთოდოლოგიურ პოზიციას, კერძოდ ილიას მიერ ისტორიული კრიტიკისა და ისტორიულ-შედარებითი მეთოდის მნიშვნელობის აღიარებას.ილია ჭავჭავაძეს ისტორიული კრიტიკაცა და შედარებითი მეთოდიც ისტორიული მეცნიერების მძლავრ და აუცილებელ საშუალებად მიაჩნდა, მაგრამ ივანე ჯაბადარის ნაშრომებმა დაარწმუნა, რომ მას ვერც ერთი ამ მეთოდთაგანის ვერც დანიშნულება გაუგია და ვერც მათი გამოყენება შესძლებია“. რაკი ამ ორი აღნიშნული
მეთოდის მცოდნე და გამომყენებელი იმ პერიოდის საქართველოში არავინ იყო, ილიამ განმარტა მათი არსი.ივანე ჯავახიშვილის აზრით, „ამაზე საყურადღებო და უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ მარტო ამით არ დაკმაყოფილებულა, არამედ ყველას საქართელოს წარსულის შესასწაწვლად ამ ორი მეთოდის მარჯვედ და ნაყოფიერად გამოყენების რამდენიმე მაგალითიც უჩვენა“.
ივანე ჯავახიშვილი დაასკვნიდა: „ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ მხოლოდ, რომ ვინც მომავალში ქართული ისტორიოგრაფიის
თავგადასავლის მე-19 ს-ის ამბების შესწავლასა და აღწერას შეუდგება, ის ვალდებული იქმნება ისიც აღნიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძე დიდებული იყო მარტო პორზიასა და პუბლიცისტიკაში კი
არა, ანდა კიდევ მარტო ვითარცა ახალი სალიტერატურო ქართულის შემქმნელიც კი არა, არამედ რომ საქართველოს ისტორიოგრაფიაშიც მას ისეთი ღვაწლი ჰქონია, რომლის დავიწყების უფლება არცერთ ქართველს არა აქვს“.ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობანი, პირადი და იდეური, ილიასთან, ასე ფიქრობდა იგი თავისი დიდი ისტორიული წინამორბესი შესახებ.


0
215
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ბიკაშვილი
თინათინ ბიკაშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0