x
image
natia.a
თუ თქვენი შვილი სექტემბერში სკოლაში მიდის, ეს აუცილებლად გაითვლისწინეთ!
image


სკოლისთვის მზადება ერთგვარი სტრესია არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლებისთვისაც. საქმე ეხება არა მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენას, არამედ ასევე ახალი სასწავლო წლისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებას.


ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება ბავშვის სკოლისთვის მოსამზადებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი პატარა პირველ კლასში შედის.



1. სწორად აარჩიეთ ჩანთა



image

შეარჩიეთ ზურგჩანთა, რომელიც არ მოახდენს თქვენი შვილის ხერხემლის დეფორმაციას. ჩანთის ფერისა და ნახატების არჩევა კი უმჯობესია თავად ბავშვს მიანდოთ - ასე ბავშვი უფრო მეტად იგრძნობს თავს სასკოლო სამზადისში ჩართულად და სიამოვნებასაც მიიღებს. ასევე უფლება მიეცით ბავშვს ტანსაცმელიც თავად აირჩიოს, თუ რა თქმა უნდა, სკოლა ფორმის ტარებას არ ითვალისწინებს.


2. მოამზადეთ ბავშვის სამუშაო ადგილი


მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს სახლში სამეცადინოდ ჰქონდეს ცალკე მაგიდა. სასურველია, რომ კომპიუტერი სხვა მაგიდაზე ან სხვა ოთახში იდგეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბავშვს ყურადღებას გაუფანტავს. მაგიდაზე საკმარის ადგილი უნდა იყოს იმისათვის, რომ ბავშვმა ყველა საჭირო ნივთი დააწყოს, რათა მათ ძებნაზე ბევრი დრო არ დახარჯოს.


image

ხერხემლის გამრუდების თავიდან ასაცილებლად ყურადღება მიაქციეთ სკამს. მისი სიმაღლე რეგულირებადი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს საზურგე, რომელიც წელის არეში ამოწეული იქნება. სახელურები კი სკამზე არ არის საჭირო - ბავშვი ერთ-ერთ მანთგანზე დაეყრდნობა, რამაც შესაძლოა ხერხემლის გამრუდება გამოიწვიოს.


3. მოერიდეთ ზედმეტობას


ბევრი მშობელი სკოლაში წასვლის წინ ბავშვს თითქმის მთელი წლის მასალას ასწავლის. რა თქმა უნდა კარგია, როცა ბავშვი სკოლაში მომზადებული მიდის, მაგრამ ზედმეტობა არც აქ ვარგა - შესწავლილი მასალა ბავშვისთვის შეიძლება მოსაწყენი აღმოჩნდეს და, შესაბამისად, გაკვეთილიც უინტერესო იყოს მისთვის.

4. შეადგინეთ დღის განრიგი


imageიმისათვის, რომ ბავშვმა სკოლაში კარგად ისწავლოს, ნაკლებად დაიღალოს და ჯანმრთელი იყოს, აუცილებელია დღის განრიგის წინასწარ შედგენა. მნიშვნელოვანია, ზუსტად მიჰყვეს ბავშვი განრიგს, დასვენების დღეებშიც კი.



5. შეამზადეთ ბავშვი სწავლისთვის


ზაფხულის არდადეგების დროს ბავშვები, როგპოც წესი, მოწყვეტილი არიან წერას, ამიტომ სასწავლო წლის დასაწყისამდე ორიოდე კვირით ადრე, უმჯობესია, თუ წერაში გაავარჯიშებთ: იქნება ეს კარნახი თუ ნებისმიერ სახის წერითი სამუშაო. ამით ბავშვი არა მხოლოდ გრამატიკას გაიხსენებს, არამედ ხელის კუნთებსაც გაავარჯიშებს.


6. არ გადატვირთოთ ბავშვი


სასწავლო წლის დასაწყისი ბავშვისთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, არ ღირს პირველივე დღიდან დამატებით გაკვეთილებზე (ცეკვაზე, მუსიკაზე, უცხო ენაზე და ა.შ.) მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიტვირთება, რაც ცუდად აისახება მის მოსწრებაზე. მიეცით საშუალება ადაპტაცია მოახდინოს ახალ პირობებთან და რეჟიმთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი პირველად მიდის სკოლაში ან დაწყებითი კლასებიდან საშუალო კლასებში გადადის.


image


ბევრი მშობელი სასწავლო წლის დასაწყისშივე მოითხოვს ბავშვისგან კარგ ნიშნებს. ეს ძალიან ცუდია, როგორც პირველკლასელებისთვის, რომლებსაც პირველ დღეებში საერთოდ არ უწერენ ნიშნებს, ასევე უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან გაუმართლებელი მოლოდინები ცუდად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ კარგი ნიშნების მიღებაზე განაწყოთ, მიმართეთ ბავშვი ახალი ნაცნობების შეძენისა და საჭირო ცოდნის მიღებაზე.



7. დაეხმარეთ ახალ გარემოებებთან შეგუებაში


თუ ბავშვი ახალ სკოლაში მიდის ან სხვა კლასში გადადის, შეეცადეთ წინასწარ გააცნოთ მომავალი თანაკლასელებიდან და მასწავლებლებიდან რომელიმე. ამას გარდა დაეხმარეთ უცნობ გარემოში ადაპტაციაში: მიდით ბავშვთან ერთად სკოლაში სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაათვლიერებინეთ საკლასო ოთახი, შენობა და ეზო.


8. ასწავლეთ ბავშვს მარტივი საყოფაცხოვრებო საქმეები


image


ასწავლეთ ბავშვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო საქმიანობები - ხილის გარეცხვა, სველი ტანსაცმლის გასაფენად დაკიდება, ჭურჭლის გარეცხვა და ა.შ. მიაჩვიეთ დამოუკიდებლად ჩანთის ჩალაგებას, მეორე დღეს ჩასაცმელი ტანსაცმლის გამზადებას. ზედმეტი არ იქნება კიდევ ერთხელ თუ შეახსენებთ ჰიგიენის წესებს: მაგალითად, ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ან სადილის დაწყებამდე აუცილებელი რომ არის ხელების დაბანა.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. "სკოლებში აზარტული თამაშებით სწავლება იწყება" - მორიგი სკანდალი თუ გაუგებრობა?

image


2. 5 ფრაზა სამოტივაციო წერილში, რომელთა გამოც სამუშაოზე არ აგიყვანენ - გაითვალისწინეთ!

image


3. როგორ გამოვიცნოთ როდის იტყუება ადამიანი - დაიმახსოვრეთ ეს 3 ნიშანი!

image


4. როგორ გავიგოთ რას გრძნობს სინამდვილეში ადამიანი - ამ "ენას" სადაზვერვო სამსახურები იყენებენ

image


5. რა არის სინამდვილეში საღეჭი რეზინი - წარმოუდგენელი რამ, რაზეც არავინ დაფიქრებულა!

image


6. როგორ ხედავს ადამიანი 15 სხვადასხვა მდგომარეობაში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ა.შ.) - ეს ბევრს აინტერესებს!

image


7. “ჯეირანი: ქვა, მაკრატელი, ბადე“ - საიდუმლო, რომელიც თამაშის მოგებაში დაგეხმარებათ

image







0
176
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0