x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
არა - ოჯახში ძალადობას!

image

ოჯახი ყველაზე წმინდათაწმინდა რამეა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია. ოჯახი ის ადგილია, სადაც უფალი არსებობს, ცხოვრობს და ოჯახური კერაა ყველაზე წმინდა. ოჯახი პასუხისმგებლობისა და სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატულებაა და ხშირად, სწორედ ეს ავიწყდებათ.

ღირსი იოსებ ოპტინელი ამბობს: “ ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულისა''. ოჯახის ასეთი სიწმინდითაა სწორედ განპირობებული ის, რომ ვინც ძალადობას ოჯახში ჩადის, იგი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს.

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს და ხშირად განგრძობადი ხასიათიც აქვს. ეს სპეციფიკური დანაშაულია, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრების მიერ. არ არის სწორი მოსაზრება ის, რომ მხოლოდ ცოლ-ქმრის კამათის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილი ოჯახურ ძალადობას. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება.

ოჯახში ძალადობა ხშირად იწვევს ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით.

ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია 2012 წელს მოხდა სსკ-ში. 11' მუხლი განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს იმ დანაშაულებზე, რა შემთხვევაშიც უნდა მოხდეს ამ მუხლის მითითება. სსკ-ს 126' მუხლი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის კრიმუნალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისთვის.

დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმებოდა, როგორც “კერძო'', “შინაური'' საქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას მის წინააღმდეგ ებრძოლა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს პრობლემა დღეს მოგვარებულია და ხდება დანაშაულზე რეაგირება.

რაც შეეხება გამომწვევ ფაქტორებს, ხშირად ეს არის ის, რომ მამაკაცები უპირატესად მიიჩნევენ საკუთარ თავებს ქალებზე, აქედან წარმოიშობა კომფლიქტი. ამასთან ერთად, ცხოვრებისეული პრობლემები წარმოშობს ოჯახში ძალადობას, ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ აისახება ადამიანების ნერვებზე. სხვათაშორის, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლნი ის ქალები არიან, რომლების აქტიურად ცხოვრობენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ საკუთარ თავებზე, ვიდრე მათ ქმრებს.

გამოსავალი კი რა არის? ის, რომ დავიცვათ მსხვერპლნი, რადგან ხშირად ხდება ისე, რომ აღიარებისაც კი ეშინიათ. დაჩაგრულნი იმასაც ვერ ამბობენ, რომ ისინი ემსხვერპლნენ ძალადობას. ამიტომაც მათ უნდა შევუქმნათ ისეთი გარანტია დახმარების, რომ უპირობოდ განაცხადონ ძალადობის შესახებ.

ყველაზე ფატალურ შედეგად კი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ოჯახში ძალადობამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მოზარდების ფსიქიკაზე, რაც საბოლოოდ სერიოზულ დაავადებამდე მიიყვანთ მათ.

სტატიას დავასრულებ მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვებით: “არც მამაკაცს და მითუმეტეს არც ქალს არ აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე''.


0
24
8-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0