x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"კალაშნიკოვის" კონცერნმა შექმნა სამხედრო მანქანის ბაზაზე დემონსტრანტების დასაშლელი უზარმაზარი ფარი

image რუსეთში მიტინგებს და დემონსტრაციებს უკვე არა "დუბინკიანი" სპეცრაზმელები არამედ "კამაზის" ბაზაზე შექმნილი უზარმაზარი ფარის დახმარებით დაშლიან.
სპეცმანქანის მთავარი სიახლე მოძრავი ფარია, რომელიც ჰიდროამძრავს მოჰყავს მოქმედებაში და მისი დანიშნულებაა ქალაქის ქუჩებისა და მოედნების "გაწმენდა" მომიტინგეებისა და დემონსტრანტებისაგან.
მას გააჩნია ასევე სპეცრაზმელების დასადგომად სპეციალური "ფრთები", სადაც პოლიციის და რუსული გვარდიის მებრძოლები დადგებიან. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ნაკვთურები, საიდანაც შეიძლება რეზინის ტყვიების სროლა მომიტინგეებისათვის.
როგორც "კალაშნიკოვის" კონცერნის მესვეურები ამბობენ აღნიშნულ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და ეს სისტემა "პიონერია" აღნიშნული დანიშნულების ტექნიკის მხრივ.
თუმცა ცხადია საზოგადოებას "აბოლებენ", რადგან პირადად მოვიძიე ანალოგიური, ბევრად ადრე გამოშვებული ტექნიკა მომიტინგეების დასაშლელად, საუბარია უცხოურ ანალოგზე, რომლის დასახელებასაც და სურათსაც სტატიის ბოლოში დავდებ.
imageimage
ეს კი უცხოური ანალოგია, სლოვაკური კონცერნის " Bozena Security Systems"–ის მიერ შექმნილი ტექნიკა, რომელიც ბევრად ადრე შეიქმნა ვიდრე რუსები გააკეთებდნენ აღნიშნულ ტექნიკას.
image



0
174
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0