x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენი საყვარელი უნდა გამოიცვალოს ქალმა გათხოვებამდე, რომ ოჯახური ბედნიერება ჰპოვოს?

imageმეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ქალის ოჯახურ სიმტკიცეზე ქორწინებამდე სექსი.



რაც უფრო ბევრია, მით უფრო ნაკლებია შანსი-დღესდღეისობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონების 23%, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე ქალწული თხოვდება, თუმცა ცივილიზებული მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, შეიძლება არსებობდნენ კიდევ მამაკაცები, რომლებსაც ქალწული სურთ მოიყვანონ ცოლად, მაგრამ მათ აღარ სჯერათ, რომ ასეთი "სასწაულები" კიდევ არსებობს, კიდევ უფრო ნაკლებია იმ გოგონების რიცხვი, რომლებიც "ვაჟიშვილს" ეძებენ ცხოვრების მეგზურად.


ქორწინებამდე სექსი და ოჯახური სიმტკიცე პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გალინა რუდესი და სკოტ სტენლი( (Galena Rhoades and Scott Stanley) ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, რომლებიც წლების მანძილზე აწარმოებდნენ კვლევას ე.წ. ნაციონალურ ოჯახურ პროექტის ფარგლებში(National Marriage Project) და შედეგად გამოკითხეს რამდენიმე ათასი მოხალისე 18-იდან 34 წლამდე.


კვლევის შედეგად დადგინდა:რას უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავს ქალს გათხოვებამდე, მით უფრო ნაკლები შანსია შექმნას ბედნიერი ოჯახი.



ოჯახური ბედნიერებით კმაყოფილები არიან ის ქალები, რომელებმაც ქალწულობა ქმართან ან საქმროსთან დაკარგეს, ასეთთა რიცხვმა 50% შეადგინა, გამოკითხული ქალების 42% კმაყოფილები არიან მეუღლით და ოჯახით, რომლებსაც ქორწინებამდე 1 ან 2 სექს-პარტნიორი ჰყავდათ.ყველაზე ნაკლები გამოდგა იმ ქალების რიცხვი(20%), რომლებსაც ქორწინებამდე 10 ან უფრო მეტი პარტნიორი ჰყავდათ.


რა თქმა უნდა, მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ახსნან მსგავსი ტენდეციის ფენომენი. შედეგი ხომ ნათელია, -ეს არის გაყრა.


ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ქალს, რომელსაც ჰყავდა ბევრი საყვარელი მუდამ დაუკმაყოფილობის გრძნობა გააჩნია, ქმარს ადარებს წინა საყვარლებს და ორჭოფობს, არჩევანი სწორი გააკეთა თუ არა?


ამასთანავე როგორც რუდესი და სტენლი ფიქრობენ, ქორწინებამდელი პარტნიორების სიმრავლე ქალს არა მარტო სექსუალურ, არამედ დაშორების გამოცდილებასაც სძენს და მისთვის ეს პროცესი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მარტივი ხდება. ასე, რომ ამისთანა "გამოცდილი"ქალისთვის გაყრა არ არის დიდი ტრაგედია.

image


იხილეთ აგრეთვე









0
316
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0