x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბადრიჯნის "ტორტი"- საოცრად ლამაზი, გემრიელი და ეფექტური კერძი

ბადრიჯანი არამარტო გემრიელი ბოსტნეულია, არამედ ძალიან სასარგებლოც. მასში შემავალი ნივთიერებები კანცეროგენებს ანადგურებს. ასე, რომ, სანამ სეზონია, ეცადეთ მაქსიმალურად ხშირად მიირთვათ ეს ნაკლებკალორიული, გემრიელი ბაღჩეული. ბადრიჯნის მომზადება ბევრნაირად შეიძლება; დღეს მინდა შემოგთავაზოთ საოცრად ეფექტური, გემრიელი და ორიგინალური ბადრიჯნის ''ტორტის'' რეცეპტი. მოამზადეთ ეს უცნაური კერძი და გააოცეთ სტუმრები.


image


მაშ ასე, მასალად საჭიროა:


ბადრიჯანი (დიდი ზომის)-3 ცალი

ბულგარული წიწაკა - 4 ცალი

პამიდორი( საშუალო ზომის )- 4 ცალი

მდნარი ყველი- 200 გრამი

ნიორი-5 კბილი

მაიონეზი-4 სუფრის კოვზი

მარილი, შავი პილპილი, მწვანილი (ოხრახუში, კამა)


მომზადების წესი:


თავდაპირველად მოვამზადოთ ბადრიჯანი: დავჭრათ ის გრძელ, თხელ ნაჭრებად. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შევწვათ ტაფაზე მზესუმზირის ზეთში.

სანამ ბადრიჯანი იწვება, გავაცხელოთ ჰაერღუმელი 150 გრადუსამდე. გავრეცხოთ ბულგარული წიწაკა, მაგრამ არ დავჭრათ და მთელ-მთელი შევწვათ ღუმელში მოყავისფრო კანის წარმოქმნამდე. დროდადრო გადავაბრუნოთ, რომ ყველა მხარე თანაბრად შეიწვას. გამოვიღოთ ბულგარული წიწაკა და ჩავდოთ ცელოფანის ერთჯერად პარკში-ის თავისივე ორთქლში უნდა ჩაითუთქოს. გავაჩეროთ 15 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ, მოვაცალოთ ყუნწები და თესლი და დავჭრათ პატარა ოთხკუთხა კუბიკებად.

პამიდორი გავრეცხოთ და ისიც დავჭრათ კუბიკებად. ყველი გავხეხოთ სახეხზე და დავამატოთ საჭყლეტში გატარებული ნიორი. დავამატოთ ამ მასას მაიონეზი და კარგად ავურიოთ.

დავიწყოთ "ტორტის" აწყობა: ავიღოთ ღრმა თასი და მასში ჩავაწყოთ ბადრიჯანი გვირილისებურად-ცენტრიდან ნაპირებისაკენ. შემდეგ ფენად დავადოთ ყველის მასა: ბადრიჯანზე გავშალოთ მთლიანი მასის ნახევარი და ზედაპირი მოვასწოროთ კოვზით; შემდეგ დავაწყოთ წიწაკა, მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი მარილი, პამიდორი და ყველაფერი გავიმეოროთ თავიდან. ბოლო ფენაა ბადრიჯანი: დავფაროთ ბადრიჯნით ჩვენი კერძის ზედაპირი, მჭიდროდ დავადოთ ფართო თეფში და მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ 4-5 საათით. როცა ჩვენი ტორტი კარგად გაცივდება, თასი გამოვიღოთ მაცივრიდან და ფრთხილად გადმოვაბრუნოთ: კერძი უნდა გადმოვიდეს თეფშზე, ხოლო თასი მოვაცილოთ. მივიღებთ ბადრიჯნის ტორტს-საოცრად ლამაზს და გემრიელს. "ტორტის'' ნაპირები მოვრთოთ ცოცხალი მწვანილით და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!


imageსალათი "კაპრიზი"


სალათი "ასტრა"


ქათმის პიკანტური სალათი ხილით


გემრიელი და იოლად მოსამზადებელი სალათი "სინაზე"


სალათა "ტიფანი"



0
628
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0