x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ალბერ კამიუ - ფილოსოფოსი აბსურდსა და ეგზისტენციალიზმს შორის
ალბერ კამიუ(1913-1960), წარმოშობით ალჟირელი, ფრანგი მწერალი და ფილოსფოსი, აბსურდის ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელი. ის თავიდან ცოტახნით კომუნისტურ პარტიაშიც აღმოჩნდა, რომელიც მალე მიატოვა . ერთხანს თამაშობდა ფეხბურთს, აქტიურად მონაწილეობდა თეატრში, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კერძოდ, ტუბერკულიოზის მიზეზით ვეღარ გააგრძელა .


წარუმატებლად დასრულდა მისი პირველი ქორწინება, ხელმეორედ დაქორწინდა ექვსი წლის შემდეგ, 1940 წელს. ამ ქორწინების შედეგად შეეძინა ტყუპები.

მეორე მსოფლიო ომის პირველ ხანებში პაციფისტი იყო, ბოლოს გერმანელთა საწინააღმდეგო პოზიცია გამოკვეთა.


განსაკუთრებული წვლილი აბსურდის ფილოსოფიის განვითარებაში მიუძღვის. უფრო აბსურდისტი, ვიდრე ეგზისტენციალისტი, თავად კი ორივეს უარყოფდა. სამაგიეროდ, არ მალავდა ანარქიისადმი ინტერესს და მიდრეკილებას.


image

ნაწარმოებები : “შავი ჭირი“ “უცხო“, “ პირველი ადამიანი“ “სიზიფეს მითი“ “კალიგულა“ “დაცემა“ და ასე შემდეგ


გამონათქვამები :


“მე რომ ვყოფილიყავი ხე ხეებს შორის, კატა ცხოველებს შორის, ამ ცხოვრებას აზრი ექნებოდა, ან უფროსწორედ, ეს პრობლემა არც იდგებოდა, რადგან მე სამყაროს ნაწილი ვიქნებოდი (სიზიფეს მითი, 1942 წელი)


“პასუხი ჩემს ათ საუკეთესო სიტყვაზე : სამყარო, ტკივილი, მიწა, დედა, ადამიანები, უდაბნო, ღირსება, სიღარიბე, ზაფხული, ზღვა“ ( დღიურები III 1951-59 წლები)


“ზოგჯერ მე უზარმაზარ სინაზეს ვგრძნობ იმ ადამაინების მიმართ, რომლებიც იგივე საუკუნეში ცხოვრობენ“(დღიურები III 1951-59 წლები)


“რატომ მივდევ თეატრს? ეს მეც მიკითხავს საკუთარი თავისთვის. პასუხი, რომელიც მიპოვია, სასოწარმკვეთ ბანალობად მოგეჩვენებათ: უბრალოდ, სცენა ის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც კარგად ვარ“ (“რატომ მივდევ თეატრს “1959წელი )


“ სამუდამოდ უცხოდ დავრჩები საკუთარი თავისთვის“ (“სიზიფეს მითი“ 1942წელი )


“არსებობს ფილოსოფიაში ერთი სერიოზული პრობლემა :ესა არის თვითმკვლელობა. განსაჯო:ცხოვრება ღირს თუ არა - ესაა ფილოსოფიის ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხი “ (“სიზიფეს მითი“ 1942 წელი )


“გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ადამიანი პასუხს აგებს თავის იერსახეზე“ (დაცემა “ 1956 წელი)


“თავდაპირველად ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ სამართლიანობა და ბოლოს ვაყალიბებთ პოლიციას“ ( მართალნი 1949 წელი)


“აჯანყება -ეს არ არის, თავისთავად, სიკეთე, არამედ ის, რასაც ის მოითხოვს (“აჯანყებული კაცი, 1951 წელი)


“სამყარო რომ ნათელი ყოფილიყო, არ იარსებებდა ხელოვნება “ (სიზიფეს მითი, 1942 წელი)


“გიყვარდეს ვინმე, ეს ნიშნავს, დათანხმდე მასთან ერთად დაბერებას ( “კალიგულა, 1942 წელი)


“ ვჯანყდებით, მაშასადამე, ვარსებობთ“ ( “აჯანყებული ადამიანი, 1951 წელი )

“ უდიდესი სიკეთე, რაც შეიძლება მომავლისთვის გააკეთო, ესაა ყველაფერი მისცე აწმყოს“ ( “აჯანყებული ადმაიანი, 1951 წელი )


ალბერ კამიუ 1960 წელს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, რასაც თითქოს წინასწარ გრძნობდა კიდეც და ამბობდა, რომ ეს ყველაზე აბსურდული სიკვდილი შეიძლებოდა ყოფილიყო.




0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0