x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნევროზი და მასთან ბრძოლა

ნევროზი-სიტყვა “ნევროზმა" ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში, მისი მიზეზი ფსიქოტრავმული ფაქტორებია: შიში, დატვირთულ გრაფიკში მუშაობა, უძილობა, წარუმატებლობა სამსახურსა და სიყვარულში, უძილობა, სტრესი და კიდევ უამრავი ჩამონათვალი. ნევროზის ჩამოყალიბება დამოკიდებული პიროვნების თვისებებზე, მის ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე., ამის შემდეგ მას უჩნდება არაადეკვატური მოქმედება, დაძაბულობა, სტრესი, პანიკური შეტევები...
პანიკური შეტევები - მოკლევადიანი (დაახლოებით 10 წუთი) ძლიერი აუხსნელი შიშის და მოახლოებული სიკვდილის შეგრძნების შიშია.
პანიკისათვის დამახასიათებელია ჩამონათვალიდან:
.გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება,
.ოფლიანობა,
.კანკალის შეგრძნება,
.ქოშინი,
.მოხრჩობის შეგრძნება,
.ტკივილი გულ-მკერდის არეში,
.სიკვდილის შიში,
.სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟების შეგრძნება,
.შემცივნება ან შეხურება.
ნევროზის ძირითად მკურნალობას ფსიქოთერაპია წარმოადგენს, მასთან ერთად ასევე აუცილებელია მედიკამენტური ტერაპია.
ნევროზის მკურნალობას ასევე განაპირობებს: მეგობრების, ახლობელი ადამიანების, თანამშრომლების, ოჯახის წევრების კეთილგანწყობა ავადმყოფის მიმართ.
ნევროზი განკურნებადია!image


0
176
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ხორიაშვილი
ნათია ხორიაშვილი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0