x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:72003
  • ვიდეო:325191
  • სურათი:427362
ეს ქალბატონი პრინციპულად არ ალაგებდა სახლს 20 წლის მანძილზე, რადგან სახლი უნიკალური იყო

ყველა დიასახლისის ოცნება — სახლის დალაგების გარეშე ცხობვრება არის და ამავდროულად – ის სუფთა უნდა იყოს! ქალბატონი კი რომელმაც ეს შეძლო, ნამდვილად გენიოსი იყო!


image


2016 წლის ბოლოს, ფრენსის გეიბი, რომელიც ორიგონას შტატის, ქ. ნიუბერგში ცხოვრობდა, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა მეზობლებმა დღემდე არ იციან, თუ ვინ იყო ფრენსისი — გიჟი თუ გენიოსი? საქმე იმაშია, რომ ეს ქალბატონი 2 ათწლეულის მანძილზე სახლს არ ალაგებდა და არც არავინ ჰყოლია, მის ნაცვლად ეს რომ გაეკეთებინა...
როგორც აღმოჩნდა, ფრენსისი უნიკალურ სახლში ცხოვრობდა. რა იყო მასში განსაკუთრებული? ის, რომ საკუთარ თავს თვითონ უვლიდა. ფრენსისი გამომგონებელი იყო და სახლის თვითგაწმენდის მთელი სისტემა შეწმნა!


ყველაფერი გასული საუკუნის 70-იან წლწბში დაიწყო, როდესაც ფრენსისი თავისი ორი შვილის დანაგვიანებული სახლის მოვლით გადაიღალა.


image
ერთხელ, როდესაც მან დაინახა სამზარეულოს კედელზე ჯემი როგორ ცურდებოდა, მდგომარეობიდან გამოვიდა და კედელი ბაღის შლანგით ჩამორეცხა.
მრისხანებამ რომ გადაუარა და ცოტა დამშვიდდა, მიხვდა რომ ეს ცუდი აზრი არ იყო…

1979 წელს მან შექმნა სახლის პროექტი, რომლის დალაგება-დასუფთავება საჭირო არ იქნებოდა.

image
1984 წელს ფრენსისმა, თავისივე 68 დაპატენტებული გამოგონების გამოყენებით, დაასრულა მუშაობა სახლზე, რომელიც თავისით ირეცხებოდა და შრებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გიგანტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა იყო. ამასთან, უნიკალური სისტემა, ავტოდასუფთავების პროცესში, არამარტო კედლებს და იატაკ ასუფთავებდა, არამედ, ყველაფერს რეცხავდა – ტანსაცმელს კარადებში, ჭურჭელს სამზარეულოში და ძაღლის სახლს, ძაღლიანად.
დიასახლისს მხოლოდ ის მოეთხოვებოდა, რომ საწვიმარი ჩაეცვა, ქოლგა გაეშალა და ღილაკზე დაეჭირა თითი, რომელიც სისტემას რთავდა.


image
ოთახის ჭერზე მოსარწყავი სისტემა იყო მიმაგრებული, კედლებზე –წყლის სპეციალური ღარები, ხოლო იატაკი – კედლების მიმართულებით იყო დახრილი. ისევე, როგორც სარეცხ მანქანაში, სისტემა ჯერ საპნიან წყალს ასხურებდა ირგვლივ, შემდეგ თბილი წყლით რეცხავდა და ბოლოს, ყველაფერს თბილი ჰაერით ამშრალებდა.


image
პროცესის დაწყებიდან, 1 საათის შემდეგ, სახლი სრულიად სუფთა და მშრალი იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ თვითგამწმენდი სახლის შექმნის იდეას ფარდები და ხალიჩები ემსხვერპლა, რომლებიც მეტისმეტად ბევრ მტვერს აგროვებდა, ხოლო ავეჯი – პლასტიკატის იყო.
ინოვაციურმა სახლმა მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. 80-იან წლებში, მას ტურისტებიც კი სტუმრობენ, ხოლო ფრენსის ძალიან ხშირად იწვევდნენ ტელეშოუებში. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მსოფლიოში არ მოიძებნება დიასახლისი, რომელიც ასეთი სახლით არ დაინტერესდება!


imageგამოგონების ავტორი ამბობდა, რომ როდესაც ის საკუთარი სახლის პროექტზე მუშაობდა, მისი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, მრავალშვილიანი დედების და საქმიანი ქალებისთვის ცხოვრების შემსუბუქება იყო.
«მე ვოცნებობდი შემექმნა სამყარო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ზედმეტი პრობლემებისგან, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხანდაზმულებს საკუთარი სახლებისთვიის, სხვების დაუხმარებლად, მიხედვის საშუალება ექნებოდათ», — განაცხადა ფრენსისმა.


image
სხვების დახმარების სურვილის მიუხედავად, მეზობლები მას, მსუბუქად რომ ვთქვათ, რთული ხასიათის მქონე, ექსცენტრულ ქალად მიიჩნევდნენ.
სამწუხაროდ, 2001 წელს მიწისძვრამ თვითგამწმენდი სახლის კონსტრუქცია დააზიანა და მას შემდეგ, მხოლოდ სამზარეულოს განყოფილება მუშაობს.


მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისის გამოგონებამ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა, ბევრი დღესაც თვლის, რომ ის განსაცვიფრებელი ქალი იყო.
ბოლოს და ბოლოს, მან 20 წელი დალაგების გარეშე გაატარა! განა ეს არ არის ყველა დიასახლისის ოცნება — ჰქონდეს სახლი, რომელიც პატრონს ემსახურება?
imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

10 საინტერესო ფაქტი ტექნოლოგიების შესახებ

16 წლის გოგონა, რომელიც რეალურად არ არსებობს (+ვიდეო)

ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება

მოხარშული კარტოფილის ბატარეა (1 ბოლქვი – 1 თვე ანათებს)

კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენები

მაცივარი, «დვორნიკები»...Wi-Fi, თითქმის ყველა საჭირო ნივთი, ქალის გამოგონილია

წყალქვეშა ნავი, რომელმაც დროს გაუსწრო

0
167
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0